filter
ფერი
Internal Memory Size
ფერი
Black Blue Green Purple Red White
Internal Memory Size
64 GB 128 GB
iPhone 12, 128 GB, Black
პროდუქტის კოდი: MGJA3RM/A
1 799 ლარი
iPhone 12, 128 GB, (PRODUCT)RED
პროდუქტის კოდი: MGJD3RM/A
1 799 ლარი
iPhone 12, 128 GB, Blue
პროდუქტის კოდი: MGJE3RM/A
1 799 ლარი
iPhone 12, 128 GB, Green
პროდუქტის კოდი: MGJF3RM/A
1 799 ლარი
iPhone 12, 128 GB, Purple
პროდუქტის კოდი: MJNP3RM/A
1 799 ლარი
iPhone 12, 64 GB, (PRODUCT)RED
პროდუქტის კოდი: MGJ73FS/A
1 649 ლარი
iPhone 12, 64 GB, Black
პროდუქტის კოდი: MGJ53RM/A
1 649 ლარი
iPhone 12, 64 GB, White
პროდუქტის კოდი: MGJ63RM/A
1 649 ლარი
iPhone 12, 64 GB, Blue
პროდუქტის კოდი: MGJ83RM/A
1 649 ლარი
iPhone 12, 64 GB, Green
პროდუქტის კოდი: MGJ93RM/A
1 649 ლარი
iPhone 12, 64 GB, Purple
პროდუქტის კოდი: MJNM3RM/A
1 649 ლარი

iPhone 12

2020 წლის ყველაზე მოსალოდნელი გაჯეტი Apple iPhone 12 გახლდათ. საქართველოში, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ქვეყნებში, მოუთმენლად ელოდნენ ახალი სმარტფონის გამოჩენას. ყველას აინტერესებდა ახალი პროდუქტის ფასი, ტექნიკური მახასიათებლები და, რა თქმა უნდა, გაყიდვაში ჩაშვების თარიღი.

iPhone 12–ის შეძენა შესაძლებელია iSpace–ის ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიაში. ასევე მოქმედებს საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით. ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, მცხეთასა და სხვა დიდ ქალაქებში შეძენის შემთხვევაში პროდუქტის მიწოდება შედარებით სწრაფია.

გამოდინარე იქედან, რომ iSpace არის ერთადერთი Apple Premium Reseller საქართველოში, პროდუქციისა და მომსახურების ასორტიმენტიც შედარებით უფრო მრავალფეროვანია.

ინტერნეტ მაღაზიაში იხილავთ iPhone 12 თითოეული მოდელის ზოგად აღწერას, მიმდინარე ფასს და დეტალურ მახასიათებლებს.


iPhone 12 სპეციფიკაციები


როგორც ყოველთვის, ახალი მოდელი ბევრად უფრო პროდუქტიული და წარმადია წინასთან შედარებით.

ახალი სმარტფონის კორპუსი შედარებით უფრო გამძლეა. სმარტფონს აქვს ენერგოეფექტური ელემენტი, ასევე ეკრანი შესანიშნავი ფერის რეპროდუქციით, რაც განსაკუთრებით აღაფრთოვანებს ფოტოგრაფებს და მობაილ გეიმერებს.

ახალი iPhone 12-ის IP 68 რეიტინგით, დაცულია ტენისა და მტვრისაგან. ახალი შიფრაციის წყალობით კი ინტერნეტ სერფინგისა და თამაშის დროს საგრნობლად ოპტიმიზირდა მობილური ინტერნეტის მოხმარება.

სმარტფონს ასევე აქვს შესანიშნავი Dolby Atmos ტექნოლოგიისა და უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა (ნებისმიერი Qi–თავსებადი მოწყობილობით).


ეკრანი


  • 5.4 ინჩიანი OLED დისპლეი 2340x1080 რეზოლუციით საოცარ შედეგებს იძლევა:

  • არის საოცრად ენერგოეფექტური;

  • უზრუნველყოფს გამოსახულების იდეალურ გარჩევადობას ნებისმიერი კუთხით დახრისას;

  • გადმოსცემს იდეალურ ფერის სატურაციასა და კონტრასტს, რაც უზრუნველყოფს საოცარ კომფორტს ფოტო და ვიდეო ქონთენთის თვალიერებისას.

  • ეკრანის სპეციალური ოლეოფობიური საფარი კი იცავს მას თითის ანაბეჭდებისა და ნაკაწრებისაგან. Pro Motion–ის ახალი ვერსიის დახმარებით, ეკრანი ცვლის ნახვის რეჟიმებს ფოტო და ვიდეო ქონთენთის მიხედვით.

  • Face ID კი იცავს პირად ინფორმაციას, სწრაფად განბლოკავს მოწყობილობას და რთავს თამაშებსა თუ პროგრამებს. კამერის ხედვის ფართო კუთხე უზუნველყოფს მომხმარებლის სახის ამოცნობას ნებისმიერი კუთხიდან.

  • კამერა

    ახალი iPhone 12 გვთავაზობს ორ კამერას, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალური დონის ფოტო და ვიდეო გადაღების წარმოუდგენელ შესაძლებლობებს.

    iPhone 12–ის მთავარი კამერა აღჭურვილია სუპერ ტექნოლოგიებით:

    Focus Pixels – ავტომატური ფოკუსირების ფუნქცია, განსაკუთრებით სასარგებლოა გარეთ გადაღებისას;

    LiDAR სენსორი - განსაზღვრავს ზუსტ მანძილს ობიექტამდე და საშუალებას გვაძლევს, გადავიღოთ მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეო ნებისმიერი განათების პირობებში;


    Smart HDR


    ტექნოლოგიების ასეთი კომბინაცია, უზრუნველყოფს როგორც პანორამულ, ისე 4K ვიდეოს გადაღებას წამში 60 კადრი სიჩქარით.

    12MP ფრონტალური კამერა კი კიდევ უფრო ფერადი სელფებსა და ვიდეო ზარებს გვთავაზობს.


    ფერები და კორპუსი


    iPhone-ის უკანა ზედაპირი დამზადებულია მინისგან და ჩასმულია კოსმოსური კლასის ალუმინის ჩარჩოში. სმარტფონი ხელმისაწვდომია 5 ფერშია: ლურჯი, მწვანე, შავი, თეთრი და (PRODUCT) წითელი. Pro ვერსიის მსგავსად, iPhone 12 არის IP68 წყალგაუმტარი და მტვერგამძლე და შეუძლია 30 წუთის განმავლობაში გაუძლოს 6 მეტრის სიღრმეზე წყალში ჩაძირვას.


    მეხსიერება


    iPhone 12-ის შიდა მეხსიერება იწყება 64Gb-დან და მაქსიმუმ 256Gb-მდეა. საუკეთესო ვარიანტი იქნება iPhone 12 128Gb, რომელიც მომხმარებლების უმეტესობის არჩევანია.


    ოპერაციული სისტემა


    ახალი iPhone 12-ის მფლობელებმა მიიღეს ახალი ოპერაციული სისტემა. iOS 14 სწრაფად გახდა პოპულარული მისი შესაძლებლობების და დიდი ხნის ნანატრი ვიჯეტების გამო:

    ახალი ვიჯეტის დამატება შესაძლებელია ნებისმიერ გვერდზე და თანაც სხვადასხვა ზომით;

    iPhone–ს ასევე შეუძლია ვიჯეტების დამოკიდებლად ჩვენება, მოცემული დროის, მდებარეობისა და აქტივობის გათვალისწინებით.

    შეიცვალა Siri–ს და შემომავალი ზარების დიზაინი;

    გაუმჯობესდა ''Messages''

    ''Maps'' კი დაემატა უამრავი ახალი ინფორმაცია

    AirPods–ის მფლობელები განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩებიან: iOS 14 მათ მოსმენის წარმოუდგენლად ფართო შესაძლებლობებს აძლევს.


    პროცესორი


    iPhone 12-ში გამოყენებული A14 Bionic ჩიპი, რომელიც იყენებს 5nm უფრო მცირე პროცესს, რაც გაზრდის სიჩქარეს და ეფექტურობას. A14– ს 40 პროცენტით მეტი ტრანზისტორი აქვს (11,8 მილიარდი) ვიდრე A13– ს, რაც ზრდის ბატარეის მუშაობას და აუმჯობესებს მუშაობის სიჩქარეს.

    Apple A14 Bionic ჩიპის თანახმად, 6 ბირთვიანი პროცესორი და 4 ბირთვიანი GPU 50 პროცენტით უფრო სწრაფია, ვიდრე სმარტფონების ბაზრის ნებისმიერი სხვა შესანიშნავი პროცესორი 2020 წელს.


    აკუმულატორი


    iPhone 12 აღჭურვილია 2815 mAh ბატარეით. ბატარეა თქვენს სმარტფონს ენერგიას შეუქმნის 17 საათის ვიდეოს დაკვრისთვის, 11 საათის ვიდეოს გადასაღებად და 65 საათამდე მუსიკის დაკვრისთვის. iPhone 12 მხარს უჭერს სწრაფ დატენვას და შეუძლია დატენოს 50 პროცენტი 30 წუთში 20W სიმძლავრის ადაპტერის გამოყენებით.


    • iPhone 12 64gb;

    • iPhone 12 128 gb;

    • iPhone 12 256gb;

    • iPhone 12 512 gb.

    • iPhone 12 დადებითი

      A14 Bionic პროცესორი დაფუძნებულია ხუთ ნანომეტრიან ტექნოლოგიურ პროცესზე. ჩამონტაჟებული მძლავრი ვიდეო ამაჩქარებელი საშუალებას გაძლევთ მარტივად დაამუშაოთ მაღალი ხარისხის ფოტოები და ითამაშოთ 3D თამაშები. ახალი iOS14

      A14 Bionic პროცესორი დაფუძნებულია ხუთ ნანომეტრიან ტექნოლოგიურ პროცესზე. ჩამონტაჟებული მძლავრი ვიდეო ამაჩქარებელი საშუალებას გაძლევთ მარტივად დაამუშაოთ მაღალი ხარისხის ფოტოები და ითამაშოთ 3D თამაშები. ახალი iOS14 პლატფორმა თქვენი მოთხოვნით მყისიერად იწყებს პროგრამულ უზრუნველყოფას ან კამერებს.

      A14 Bionic არის პირველი ჩიპი სმარტფონების ინდუსტრიაში, რომელიც შეიქმნა 5nm პროცესის გამოყენებით. უნდა აღინიშნოს, რომ წინა ჩიპთან (A13 Bionic) შედარებით გრაფიკული მწარმოებლურობას ორჯერ უფრო მაღალია. გაუმჯობესებული მონაცემები გვთავაზობს კონსოლის ხარისხის სათამაშო შესაძლებლობებს, მძლავრ კომპიუტერული ფოტოგრაფიას და ელემენტის საგრძნობლად გაზრდილ ხანგრძლივობას.

      iPhone 12 აქვს სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა – 50% 30 წუთში 20W სიმძლავრის ადაპტერის გამოყენებით.

      6Gb ოპერატიული მეხსიერება საშუალებას იძლევა ერთდროულად იმუშაოთ რამდენიმე პროგრამაში. ინოვაციური კონფიგურაციის წყალობით, iPhone 12 ინარჩუნებს სტაბილურობას გაზრდილი დატვირთვის პირობებშიც კი.


      ხშირად დასმული შეკითხვები – iPhone 12


      რა ღირს iPhone 12 საქართველოში


      ზოგი მომხმარებელი აფასებს ხარისხს და iPhone 12 მოდელის შერჩევისას ყურადღებას მის ფასს, ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობას და ზარის უწყვეტობას აქცევს. ეს მიზეზები საკმარისზე მეტია საბაზო მოდელის iPhone 12-ის შესაძენად, რომლის ღირებულებაც Pro ან Pro max ვერსიებთან შედარებით ნაკლებია.


      სად ვიყიდოთ ოფიციალური iPhone 12


      შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი iPhone 12 და შეუკვეთეთ iSpace–ში.

      iPhone 12-ის თბილისში შეძენა კიდევ უფრო მოსახერხებელია, რადგან თბილისში შესაძლებელია ფიზიკური მაღაზიების მონახულება. ეს საშუალებას მოგცემთ, შეხედოთ პროდუქტს საკუთარი თვალით, შეადაროთ ისინი და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი.


      როგორი გარანტია ვრცელდება iPhone 12-ზე


      მაღაზია მხოლოდ ორიგინალ პროდუქციას გთავაზობთ, შესაბამისად პროდუქციის გარანტიაც ოფიციალურია. ოფიციალური გარანტიის წყალობით დაზიანებული პროდუქტის შეკეთება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში არის შესაძლებელი. Apple-ის ყველა პროდუქტს 12 თვიანი გარანტია აქვს.


      როგორ შეუკვეთოთ iPhone 12 განვადებით


      iSpace გთავაზობთ, შეიძინოთ iPhone 12 ხელსაყრელი პირობებით:

      განვადება, კრედიტი;

      მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით;

      ქეშბექი;

      ოფიციალური გარანტია და ექსპერტის რჩევა.

      განვადებით სარგებლობისთვის, უნდა ეწვიოთ ჩვენს ვებ–გვერდს ispace.ge, გაიაროთ ავტორიზაცია, აირჩიოთ ბანკი და მიუთითოთ გადახდების პირობები.