Apple-ის ახალი მონობლოკი თანაბრად სასარგებლოა მუშაობის, სწავლის და დასვენებისთვის. კომპიუტერი იდეალურად აკმაყოფილებს ნებისმიერ მოთხოვნას. ეს არის M1 ჩიპზე დაფუძნებული iMac, რომელიც კომპაქტურობასთან ერთად, წარმოუდგენლად მძლავრია.
1. მინიმალისტური დიზაინი და კომპაქტურობა.
iMac M1 თქვენს სამუშაო სივრცეს საოცარ ესთეტურობას შესძენს.
- ულტრა თხელი – მხოლოდ 11,5 მილიმეტრი, რაც მხოლოდ 3.8 მმ-ით სქელია ვიდრე iPhone 13.
- მსუბუქი – 4,5 კგ. მისი აწევა ერთი ხელითაც შეიძლება, რაც მის ტრანსპორტირებას საოცრად ამარტივებს.
- ფერების დიდი არჩევანი – ლურჯი, იისფერი, წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე და თეთრი.
- მინიმალიზმი – მოწყობილობა არ არის აჭრელებული უამრავი ღილაკით და პორტით, რაც მას საოცარ ელეგანტურობას სძენს.
მოწყობილობა პროფილიდან თითქმის არ ჩანს. წინა ზედაპირი ერთიანი მყარი მინაა. უკანა ზედაპირი კი განსაკუთრებულად ეფექტურია მისი ფერის გამო. ასევე უნდა ითქვას, რომ შესაძლებელია iMac-ის დახრის კუთხის რეგულირება.
აღსანიშნავია, კომპლექტში არსებული Magic Keyboard 2 და Magic Mouse 2 არჩეული მოწყობილობის ფერისაა(ლურჯი, იისფერი, წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე და თეთრი).
2. იდეალურია როგორც მუშაობის, ისე სწავლისთვის.
Apple კომპიუტერების M1 სერიამ ნამდვილად შეცვალა ჩვენი წარმოდგენები მოყობილობების შესაძლებლობების შესახებ.
ახალი iMac M1 ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უმკლავდება ისეთ დავალებებს როგორიცაა: ვიდეო მონტაჟი, ფოტოს დამუშავება, 3D მოდელირება, რენდერინგი, კოდირება, საოფისე აპლიკაციებში მუშაობა და სხვა.
ასევე შეგიძლიათ ერთდროულად გახსნათ ბრაუზერის ასობით გვერდის, ათობით Photoshop პროექტი და ტექსტური რედაქტორი, მესენჯერები და სხვა ფონური აპლიკაციები. უფრო მეტიც, ამ ყველაფერს ყოველგვარი ხმაურის გარეშე შეძლებთ. მოწყობილობა იმდენად ჩუმად მუშაობს, რომ მისი ხმა საერთოდ არ ისმის.
3. iMac-ზე თამაში რეალობაა
iMac პირველ რიგში სახლის პერსონალური კომპიუტერია, რაც მას უამრავ განსხვავებულ დავალებას აკისრებს. თუ ვინმე მოისურვებს iMac-ზე თამაშის ჩართვას, მოწყობილობა ნამდვილად არ დაიხევს უკან. თუმცა გავითვალისწინოთ, რომ iMac არ არის გათვლილი თამაშებზე და მაღალი გრაფიკული მოთხოვნების თამაშის გაშვებას ნამდვილად ვერ შეძლებს.
ამის მიუხედავად, iMac M1 უმკლავდება ისეთ თამაშებს როგორიცაა: World of Warcraft, Call of Duty Black Ops 3, Diablo 3, Dota 2, Minecraft და კიდევ ბევრ პოპულარულ თამაშს.
Rosetta 2 ემულატორის საშუალების ასევე შესაძლებელია Intel-ისთვის შექმნილი აპლიკაციების გაშვებაც. ასევე ნუ დავივიწყებთ Apple Arcade სერვისს, რომელიც შეიცავს ასობით თამაშს Mac-ისთვის.
4. შეუფერხებლად მუშაობს თქვენს Apple მოწყობილობებთან
Apple მოწყობილობების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ნამდვილად ეკოსისტემაა, რომელში ჩართული ყველა მოწყობილობა ერთიანი ორგანიზმივით მუშაობს.
- დაიწყეთ მუშაობა კომპიუტერზე სახლში და განაგრძეთ მუშაობა iPhone-ზე ან iPad-ზე სახლიდან გასვლის შემდეგ.
- დააკოპირეთ ტექსტი, ბმულები ან სურათები თქვენს iMac-ზე და ჩასვით Messenger-ში თქვენს iPhone/iPad-ზე და პირიქით.
- გამოიყენეთ iPad დამატებითი მონიტორის ფუნქციით Sidecar-ის დახმარებით. ფუნქცია განსაკუთრებით პრაქტიკულია თუ მუშაობთ გრაფიკაზე და იყენებთ Apple Pencil-ს.
- iPhone-ზე შემოსულ ზარს უპასუხეთ iMac-ზე.
- AirPods ავტომატურად გადართვა iMac-სა და iPhone-ს შორის.
- განბლოკეთ Mac უსაფრთხოდ და მარტივად Apple Watch-ით.
Apple ეკოსისტემის პლიუსების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ბლოგს.
5. სახლის პატარა კინოთეატრი
თუ არ გაქვთ ადგილი დიდი სახლის კინოთეატრისთვის, ან უბრალოდ გსურთ პატარა კინოთეატრი თქვენს საძინებელში ან ოფისში iMac M1 ნამდვილად კარგი არჩევანია.
უნივერსალური ეკრანის 24 ინჩიანი დიაგონალი, 4480x2520p გაფართოება, სიკაშკაშე 500 cd/m² და ფართო ფერთა გამა (P3) მკვეთრი და ნათელი გამოსახულების გარანტიაა. ასეთი პარამეტრების დახმარებით, კომფორტულად უყურებთ ბნელ ვიდეოებსაც მზისგან განათებულ სივრცეში.
ასევე განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კომპიუტერის ხმის სისტემა. მონობლოკის ბოლოში ქვედა ნაწილში განთავსებულია ექვსი დინამიკი (4 დაბალი სიხშირის და 2 მაღალი სიხშირის), რომლებიც უზრუნველყოფენ ხმამაღალ, მდიდარ ჟღერადობას კარგი ბასით და Dolby Atmos სივრცულ აუდიოსაც.
ასევე გაეცანით:
- iMac M1 გეიმინგისთვის: ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ.
- iMac M1: უნივერსალური მონობლოკი ნამდვილი პროფესიონალებისთვის.
- რატომ არის iMac M1 საუკეთესო არჩევანი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის?
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.