ახალი iMac M1 სრულფასოვანი დესკტოპ კომპიუტერია, რომელიც გვთავაზობს აბსოლუტურ ფუნქციონალს მაქსიმალურად ეფექტური მუშაობისთვის. მძლავრი სისტემა, დიდი ეკრანი, უსადენო კლავიატურა და მაუსი. სტაბილური და ინტუიტიური სისტემა, რომელიც არ საჭიროებს კონფიგურაციას ან გადაყენებას. უფრო მეტიც, კომპიუტერში გათვალისწინებულია მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის აუცილებელი ყველა პროგრამა.
გამორჩეული ეკრანი და აქსესუარები
ეკრანი იდეალურია მათთვის ვისაც დიდი დროის გატარება უწევს კომპიუტერთან. ამას გარდა ახალი Mac აღჭურვილია სპეციალური ანტიამრეკლი საფარით, რომელიც ამსუბუქებს თვალის დაძაბვას და გვეხმარება ტექსტის მარტივად წაკითხვაში.
უნივერსალური ეკრანის 24 ინჩიანი დიაგონალი, 4480x2520p გაფართოება, სიკაშკაშე 500 cd/m², პიქსელების სიმჭიდროვე 218 ppi და ფართო ფერთა გამა (P3) მკვეთრი და ნათელი გამოსახულების გარანტიაა. ასეთი პარამეტრების დახმარებით, კომფორტულად უყურებთ ბნელ ვიდეოებსაც მზისგან განათებულ სივრცეში.
iMac-ის კიდევ ერთი უპირატესობა მაუსი და კლავიატურაა, რომელთა შეძენაც დამატებით არ არის საჭირო. კომპლექტში არსებული Magic Keyboard 2 და Magic Mouse 2 არჩეული მოწყობილობის ფერისაა(ლურჯი, იისფერი, წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე და თეთრი).
დღესდღეობით, მხედველობა სტუდენტებისა და მოსწავლეების სუსტი წერტილია, რასაც ეკრანების თითქმის უწყვეტი ყურება იწვევს. აქედან გამომდინარე, Apple-მა დანერგა True Tone ტექნოლოგია iMac-ში. ის არეგულირებს ეკრანის ფერის ტემპერატურას არსებული განათების მიხედვით და ფერებს მეტ ბუნებრივობას სძენს.
რა შეუძლია M1 ჩიპს?
iMac M1 ნამდვილი ვარსკვლავია კომპიუტერების სამყაროში. მას აქვს Mac–ის ყველაზე მოწინავე ოპერაციული სისტემა macOS Big Sur, რომელიც M1 ჩიპტან ერთად მომხმარებლებს უსასრულო შესაძლებლობებს უქმნის.
ნებისმიერი დავალება ხორციელდება ელვის სისწრაფით. ერთდროულად შესაძლებელია ასობით გვერდის გახსნა Safari-ში, ფოტოების საოცარი სიჩქარით რედაქტირება და ვიდეო–მონტაჟი iMovie–ში.
24 ინჩიანი iMac M1-ის დამატებითი სპეციფიკაციები წინა სერიის 21.5 ინჩიან iMac-თან შედარებით:
- პროცესორის სიმძლავრე გაიზარდა 85%-მდე;
- გრაფიკული სიმძლავრე გაიზარდა 50%-მდე;
- გაორმაგდა გრაფიკის დამუშავების სიჩქარე;
- მანქანური სწავლების სიჩქარე გაიზარდა 3-ჯერ.
M1-ის 8 ბირთვიანი პროცესორი იყენებს ბაზარზე ყველაზე სწრაფ ბირთვებს, რაც კი ხელმისაწვდომია დაბალი ენერგომოხმარების ჩიპებში. ხოლო 8 ბირთვიანი GPU (7 ბირთვი სტანდარტულ ვერსიაში) ყველაზე სწრაფი ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორია კომპიუტერებში. ამას დაუმატეთ ჩიპის ერთიანი მეხსიერების არქიტექტურა და Apple-ის 16 ბირთვიანი ნეირონული ძრავა.
შესანიშნავი კამერა და მიკროფონები
iMac აღჭურვილია FaceTime HD 1080p კამერით, რომელიც იღებს მაღალი ხარისხის ვიდეოს მცირე განათების პირობებშიც კი. ამას გარდა, სისტემა ამუშავებს სურათს: აუქმებს ზედმეტ ხმებს, ავტომატურად ასწორებს ექსპოზიციას და თეთრ ბალანსს.
სტუდიური ხარისხის 3–მიკროფონიანი სისტემა უზრუნველყოფს სუფთა ხმას ზარების განხორციელების დროს. მიკროფონები განლაგებულია ისე, რომ მინიმუმამდე დავიდეს ზედმეტი ხმებისა და ექოს არსებობა. მათი მიმართულება კი განსაკუთრებით გამოყოფს უშუალოდ მოსაუბრის ხმას და აძლიერებს მას. ეს ყველაფერი საუბარს უფრო ბუნებრივს, ხოლო ჩანაწერს უფრო ნათელს ხდის.
ახალი iMac აღჭურვილია 6–დინამიკიანი საუკეთესო ხმის სისტემით, რომელიც გამოირჩევა შთამბეჭდავი ჟღერადობითა, ეფექტური ბასით და მკაფიო საშუალო და მაღალი ნოტებით. ინოვაციური სისტემა მოწინავე ალგორითმებთან კომბინაციაში Dolby Atmos ვიდეო ქონთენთისათვის ქმნის უნაკლო სივრცულ აუდიოს.
დიზაინი და ფერთა არჩევანი
ახალი iMac ყველაზე თხელი და ყველაზე მცირე ზომის დესკტოპ კომპიუტერია Apple–ის ისტორიაში. მისი სისქე მხოლოდ 11.5 მმ-ია. შედარებისთვის, ის მხოლოდ 4 მმ-ით აღემატება iPhone 12-ს!
iMac-ის წინა ზედაპირი დაფარულია მინის მყარი ფირფიტით, ხოლო უკანა ზედაპირი საოცრად მკვეთი ფერისაა: მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი, იასამნისფერი, ლურჯი და ვერცხლისფერი.
მონობლოკის გარდა, კომპლექტაციაში შედის მაგნიტურ სადენი ელექტროენერგიის ბლოკით, Magic Mouse და Magic Keyboard, რომლებიც ისეთივე ფერისაა როგორც კომპიუტერი.
შეუფერხებლად მუშაობს თქვენს Apple მოწყობილობებთან
Apple მოწყობილობების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ნამდვილად ეკოსისტემაა, რომელში ჩართული ყველა მოწყობილობა ერთიანი ორგანიზმივით მუშაობს.
- დაიწყეთ მუშაობა კომპიუტერზე სახლში და განაგრძეთ მუშაობა iPhone-ზე ან iPad-ზე სახლიდან გასვლის შემდეგ.
- დააკოპირეთ ტექსტი, ბმულები ან სურათები თქვენს iMac-ზე და ჩასვით Messenger-ში თქვენს iPhone/iPad-ზე და პირიქით.
- გამოიყენეთ iPad დამატებითი მონიტორის ფუნქციით Sidecar-ის დახმარებით. ფუნქცია განსაკუთრებით პრაქტიკულია თუ მუშაობთ გრაფიკაზე და იყენებთ Apple Pencil-ს.
- iPhone-ზე შემოსულ ზარს უპასუხეთ iMac-ზე.
- AirPods ავტომატურად გადართვა iMac-სა და iPhone-ს შორის.
- განბლოკეთ Mac უსაფრთხოდ და მარტივად Apple Watch-ით.
ასევე გაეცანით:
- iMac M1 გეიმინგისთვის: ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ.
- 5 მიზეზი, თუ რატომ არის iMac იდეალური საოჯახო კომპიუტერი.
- iMac M1: უნივერსალური მონობლოკი ნამდვილი პროფესიონალებისთვის.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.