iMac M1 საუკეთესო არჩევანია მათთვის ვისაც კომპიუტერი “ერთდროულად ყველაფრისთვის” სჭირდება. ამასთან ერთად, კომპიუტერი არ საჭიროებს დამატებით დინამიკებს, ვებკამერას, მონიტორს და კლავიატურა-მაუსს. რაც შეეხება თამაშს, ვინაიდან iMac არის სახლის კომპიუტერი, დიდი ალბათობით გაგიჩნდებათ გეიმინგის სურვილიც. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ გეიმინგთან დაკავშირებულ ყველა დეტალს და ნიუანსს, თუ გეგმავთ iMac-ის შეძენას.

შთამბეჭდავი შესრულება

Apple-ის ახალი მონობლოკი აგებულია მოწინავე 5 ნანომეტრიანი პროცესის ტექნოლოგიაზე 16 მილიარდი ტრანზისტორით. ტრანსიზტორები პასუხს აგებენ ოპერაციებზე და განახლებული ტექნოლოგია მათ მეტად მჭირდორ განთავსებას უწყობს ხელს. შედეგად, კოლოსალურად იზრდება მონაცემების გადაცემის სიჩქარე.

M1-ის 8 ბირთვიანი პროცესორი იყენებს ბაზარზე ყველაზე სწრაფ ბირთვებს, რაც კი ხელმისაწვდომია დაბალი ენერგომოხმარების ჩიპებში. ხოლო 8 ბირთვიანი GPU (7 ბირთვი სტანდარტულ ვერსიაში) ყველაზე სწრაფი ინტეგრირებული გრაფიკული პროცესორია კომპიუტერებში. ამას დაუმატეთ ჩიპის ერთიანი მეხსიერების არქიტექტურა და Apple-ის 16 ბირთვიანი ნეირონული ძრავა.

24 ინჩიანი iMac M1-ის დამატებითი სპეციფიკაციები წინა სერიის 21.5 ინჩიან iMac-თან შედარებით:

  • პროცესორის სიმძლავრე გაიზარდა 85%-მდე;
  • გრაფიკული სიმძლავრე გაიზარდა 50%-მდე;
  • გაორმაგდა გრაფიკის დამუშავების სიჩქარე;
  • მანქანური სწავლების სიჩქარე გაიზარდა 3-ჯერ.

საოცარი დიზაინი და ულტრათხელი კორპუსი

ახალი iMac ყველაზე თხელი და ყველაზე მცირე ზომის დესკტოპ კომპიუტერია Apple–ის ისტორიაში. მისი სისქე მხოლოდ 11.5 მმ-ია. შედარებისთვის, ის მხოლოდ 4 მმ-ით აღემატება iPhone 12-ს!

iMac-ის წინა ზედაპირი დაფარულია მინის მყარი ფირფიტით, ხოლო უკანა ზედაპირი საოცრად მკვეთი ფერისაა: მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი, იასამნისფერი, ლურჯი და ვერცხლისფერი.

iMac ერგება ნებისმიერ იტერიერს, იქნება ეს სახლი და ოფისი, თუ შემოქმედებითი სტუდია.

მონობლოკის გარდა, კომპლექტაციაში შედის მაგნიტურ სადენი ელექტროენერგიის ბლოკით, Magic Mouse და Magic Keyboard, რომლებიც ისეთივე ფერისაა როგორც კომპიუტერი.

ეკრანი და კლავიატურა

ეკრანის მონაცემები სრულიად  საკმარისია ახალი iMac-ის შესაძენად. მონობლოკის დიაგონალი 24 ინჩია, რეზოლუცია 4,5K, სიკაშკაშე 500nits, პიქსელის სიმჭიდროვე კი 218 ppi.

ეკრანი იდეალურია მათთვის ვისაც დიდი დროის გატარება უწევს კომპიუტერთან. ამას გარდა ახალი Mac აღჭურვილია სპეციალური ანტიამრეკლი საფარით, რომელიც ამსუბუქებს თვალის დაძაბვას და გვეხმარება ტექსტის მარტივად წაკითხვაში.

კლავიატურა Magic Keyboard ავტომატურად უკავშირდება iMac-ს და უნაკლოდ ინარჩუნებს კავშირს. ზედა მარჯვენა კუთხეში სენსორული ID საშუალებას გაძლევთ მარტივად განახორციელოთ ავტორიზაცია, რაც ამარტივებს უამრავი დავალების შესრულებას.

მოწყობილობა ერთჯერადი სრული მუხტით მუშაობს ერთი თვის განმავლობაში – ეს საოცარი ავტონომიაა უსადენო კლავიატურისთვის. ე.წ. Scissor მექანიზმის მქონე კლავიშები კი ტექსტის კომფორტულად და უშეცდომოდ აკრეფაში გვეხმარება.

ხმა და კამერა

iMac აღჭურვილია FaceTime HD 1080p კამერით, რომელიც იღებს მაღალი ხარისხის ვიდეოს მცირე განათების პირობებშიც კი. ამას გარდა, სისტემა ამუშავებს სურათს: აუქმებს ზედმეტ ხმებს, ავტომატურად ასწორებს ექსპოზიციას და თეთრ ბალანსს.

სტუდიური ხარისხის 3–მიკროფონიანი სისტემა უზრუნველყოფს სუფთა ხმას ზარების განხორციელების დროს. მიკროფონები განლაგებულია ისე, რომ მინიმუმამდე დავიდეს ზედმეტი ხმებისა და ექოს არსებობა. მათი მიმართულება კი განსაკუთრებით გამოყოფს უშუალოდ მოსაუბრის ხმას და აძლიერებს მას. ეს ყველაფერი საუბარს უფრო ბუნებრივს, ხოლო ჩანაწერს უფრო ნათელს ხდის.

ახალ iMac აღჭურვილია 6–დინამიკიანი საუკეთესო ხმის სისტემით, რომელიც გამოირჩევა შთამბეჭდავი ჟღერადობითა, ეფექტური ბასით და მკაფიო საშუალო და მაღალი ნოტებით. ინოვაციური სისტემა მოწინავე ალგორითმებთან კომბინაციაში Dolby Atmos ვიდეო ქონთენთისათვის ქმნის უნაკლო სივრცულ აუდიოს.

Apple Arcade: 200-ზე მეტი თამაში რეკლამის ან აპს-შიდა შესყიდვების გარეშე

Apple Arcade სერვისი 200-ზე მეტ თამაშს გვთავაზობს, თანაც ეს ყველაფერი მოსაბეზრებელი რეკლამებისა და შიდა–შესყიდვების გარეშეა ხელმისაწვდომი. სერვისის გამოწერის შემდეგ მიიღებთ წვდომას ისეთ კოლექციებზე როგორიცაა: თავსატეხები, სტრატეგია, სიმულატორები, სპორტი, რბოლა და სხვა. Apple Arcade თამაშების შერჩევა Apple-ის სპეციალური გუნდის მიერ ხდება.

Apple Arcade პარტნიორების სიაში შედიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა: Konami, Sega, Capcom, Ubisoft, Gameloft, Lego და ა.შ.

Apple Arcade-ის უპირატესობები

  • სხვადასხვა ჟანრის 200-ზე მეტი თამაში და კოლექცია, რომელიც მუდმივად იზრდება;
  • არ ხართ დამოკიდებული ინტერნეტზე: თითოეული არაქსელური თამაში მუშაობს ოფლაინ რეჟიმშიც;
  • Apple Arcade-ის თამაშები მუშაობს და ერთნაირად გამოიყურება Apple-ის ყველა მოწყობილობაზე. შეგიძლიათ დაიწყოთ თამაში iMac-ზე და განაგრძოთ iPhone/iPad-ზე;
  • საოჯახო გამოწერა დამატებითი გადასახადის გარეშე. სტანდარტული გამოწერა მოიცავს წვდომას თქვენთვის და ოჯახის 5 სხვა წევრისთვის;
  • სერვისს არ აქვს რეკლამები და დამატებითი შესყიდვები.

Apple Arcade-ში პოპულარულ თამაშებს შორისაა Hot Lava, Oceanhorn 2, LEGO® Brawls, Creaks და სხვა. App Store-დან ასევე შესაძლებელია macOS თამაშების ჩამოტვირთვა, როგორებიცაა: DOOM 3, Euro Truck Simulator, The Sims 2, Monkey Island Special Edition, World Of Tanks Blitz, Civilization V და სხვა.

Apple Arcade გამოწერის პირობების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Applе-ის შესაბამის ვებგვერდს.

iMac M1-თან შესაძლებელია გეიმპადის დაკავშირება

iMac M1-ის კონსოლად გადაქცევა სულ რამდენიმე წამში შეიძლება. ამისათვის დააწყვილეთ თქვენი Mac Xbox, PlayStation ან სხვა MFi-ს სერტიფიცირებული Bluetooth კონტროლერი და გაერთეთ.

iMac M1-ს ასევე შეუძლია Intel პროცესორის თამაშების გაშვება

Apple ARM-ზე დაფუძნებული ჩიპი ხელს უშლის Mac-ზე Windows ფაილების Boot Camp-ის გაშვებას. არც eGPU-ს დაკავშირებაა შესაძლებელი და ზოგადად, M1 არ მუშაობს Intel-ის მსგავსად.

iMac M1 24-ზე Intel-ის აპლიკაციების გასაშვებად, Apple-მა შეიმუშავა ჩაშენებული პროგრამა, Rosetta 2. ის გარდაქმნის Intel-ის პროგრამებს M1 პროგრამებად. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი იწვევს მუშაობის სისწრაფის 15-20% დაკარგვას.

ეს მონაცემები საკმარისზე მეტია, რადგან M1 უფრო სწრაფია ვიდრე Intel-ის მქონე Mac-ების უმეტესობა და Rosetta 2-ის საშუალებით შესაძლებელია ისეთი თამაშების საშუალო და მაღალი გრაფიკით გაშვება, როგორიცაა: Dota 2, League of Legends, Shadow of the Tomb Raider, Borderlands 3 და სხვა.

iMac-ზე ასევე შესაძლებელია Windows-ის გაშვება, რისთვისაც გამოიყენება CrossOver. ეს არის პროგრამა, რომელიც გაუშვებს აპლიკაციების უმეტესობას ვირტუალიზაციის გამოყენებით. CrossOver-ის საშუალებით ითამაშებთ ისეთ თამაშებს როგორიცაა: Metro Exodus, The Witcher 3 და ა.შ.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *