მძლავრი და მსუბუქი ლეპტოპი ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტს გამოადგება. მაშინაც კი, თუ მათი პროფესია შორს არის კომპიუტერული ტექნოლოგიებისგან. ნაშრომების და ესეების წერა, ინტერნეტში სერფინგი და ფილმების ყურება უბრალოდ მეტად მოსახერხებელია დიდ ეკრანზე. უფრო მეტიც, დისტანციური სწავლა-მუშაობა ყოველწლიურად უფრო პოპულარული ხდება.
დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ Mac-ის უპირატესობებს და თუ რატომ და როგორ უნდა ავირჩიოთ Mac სტუნდენტებისათვის.
საიმედო და გამძლე
MacBook კორპუსი დამზადებულია ე.წ. Unibody ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც ნიშნავს რომ ის შექმნილია ალუმინის ერთი ფურცლისგან. მაშინ როდესაც სტანდარტული პლასტმასის კორპუსის მქონე ლეპტოპები იბზარება და ტყდება, ალუმინის კორპუსი ოდნავ ჩაიღუნება.
ასეთი გამძლეობა საოცრად პრაქტიკულია თუ გავითვალისწინებთ, რომ ინტენსიური გამოყენებისას ხშირია ლეპტოპის ისეთი დაზიანებები როგორიცაა: ძირს დავარდნა, კარის სახელურზე მირტყმა, უნებურად მოწყობილობაზე დაჯდომა და სხვა.
დიდი ხანი ინარჩუნებს აქტუალობას
3-5 წლის გამოყენების შემდეგ, Mac ინარჩუნებს თავდაპირველი ღირებულების დაახლოებით 20-35%. პერსონალური კომპიუტერი იმავე პერიოდისთვის არ აღწევს 10%.
Apple 7-8 წელია რაც macOS განახლებებზე მუშაობს, რომლებშიც შედის ახალი ფუნქციები, შეცდომების გამოსწორება და უსაფრთხოების განახლებები. გამონაკლისებია მოძველებული მოდელები, რომელთა გამოშვებაც 5 და 7 წლის წინ შეწყდა. მაგალითად, Mac-ის ზოგიერთი 2013-2016 წლის მოდელები აღარ მიიღებენ განახლებებს, თუმცა მათი უკანასკნელი განახლებაა macOS 12 Monterey, რაც დაგვეთანხმებით არც თუ ისე ცუდია.
უბრალოდ Apple ეკოსისტემა
Mac-ის შესაძლებლობები კიდევ უფრო ფართოვდება, თუ მას Apple-ის სხვა მოწყობილობებთან ერთად იყენებთ. ეკოსისტემა ქმნის ერთ ორგანიზმს, რომელშიც ყველაფერი ურთიერთდაკავშირებული და სინქრონიზებულია. დააკოპირეთ ტექსტი, ბმული ან ფოტო iPhone-ზე და ჩასვათ მყისიერად Mac-ზე, გამოიყენეთ iPad, როგორც Mac-ის მეორე მონიტორი, ან დაიწყეთ სტატიის კითხვა ლეპტოპის ბრაუზერში, შემდეგ გამორთეთ და დატოვეთ სახლი და განაგრძეთ კითხვა iPhone-ზე.
მუსიკა, ფოტოები, ვიდეოები, ფაილები, პაროლები, კალენდრები, კონტაქტები და სხვა მონაცემები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. Apple-ის ეკოსისტემა ყოველდღიურ დავალებების შესრულებას საოცრად ამარტივებს.
Apple-ის ეკოსისტემის ყველაზე პოპულარულ ფუნქციებს გაეცანით აქ.
ჩაშენებული აპლიკაციები ნებისმიერი საჭიროებისთვის
ბევრი კონკურენტი ბრენდის კომპიუტერისგან განსხვავებით, Mac ყუთიდან ამოღებისასვე მზად არის მუშაობისათვის. მას უკვე აქვს აპლიკაციები ტექსტთან, ცხრილებთან, პრეზენტაციებთან სამუშაოდ. და ეს არ არის აპლიკაციები, რომლებსაც შემდგომ წაშლით და სხვას გადმოწერთ. ეს არის მულტიფუნქციური და საცორად პრაქტიკული აპლიკაციები, რომელთა შესაძლებლობებიც Apple ეკოსისტემაში ერთი ათად იზრდება.
მუშაობს 21 საათამდე დამუხტვის გარეშე
MacBook-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი ავტონომიურობაა, რაც საცრად პრაქტიკულია თითოეული სტუდენტისათვის. გაითვალისწინეთ, რომ ახალი M1 და M2 ჩიპებზე დაფუძნებული Mac-ები ბევრად უფრო ენერგოეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი Intel Mac.
- MacBook Air (M1 და M2) – 18სთ-მდე ვიდეოს დაკვრა და 15სთ-მდე ვებ სერფინგი;
- MacBook Pro M1 – 20სთ-მდე ვიდეოს დაკვრა და 17სთ-მდე ვებ სერფინგი;
- MacBook M1 Pro (14 ინჩი) – 17სთ-მდე სამუშაო დრო ერთი სრული მუხტით, რაც ოდნავ ნაკლებია, ვიდრე წინა თაობის Mac. თუმცა ასეთი სიმძლავრე მეტი ენერგიის მოხმარებას მოითხოვს;
- MacBook Pro M1 Max (16 ინჩი) – რეკორდული 21სთ-მდე სამუშაო დრო ერთი სრული მუხტით;
- MacBook Pro M2 – 20სთ-მდე ვიდეოს დაკვრა და 17სთ-მდე Wi-Fi ვებ სერფინგი.
როგორც ხედავთ, ნებისმიერ Mac-ზე შეგიძლიათ იმუშაოთ პარკში, აგარაკზე, ტრანსპორტში, აუზთან და ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც არ არის დენის წყარო.
! ნებისმიერი თანამედროვე მოდელი გაძლებს ორ სრულ სამუშაო დღეს.
როგორ შევარჩიოთ სასურველი Mac და რა განსხვავებაა მოდელებს შორის?
ნებისმიერი თანამედროვე Mac არის სრულფასოვანი სამუშაო ინსტრუმენტი – მაღალი გარჩევადობის და ფართო ფერთა გამის მქონე Retina ეკრანი, შესანიშნავი ავტონომია და სტაბილური macOS. ჩუმი კლავიატურა და თრექფედი ჟესტების მხარდაჭერით. დისტანციური სწავლებისა და ონლაინ ზარებისთვის კი მძლავრი დინამიკები, მიკროფონი და კამერა.
MacBook Air: იდეალურია მათთვის, ვისაც სჭირდება მძლავრი და სუპერ პორტატული კომპიუტერი, თმცა არ სჭირდება სუპერ-მძლავრი MacBook Pro.
MacBook Pro: ეს არის კომპიუტერი მათთვის, ვისი ყოველდღიური საქმიანობაც ულტრა-მძიმე ფაილებს და პროგრამებს უკავშირდება.
iMac – მათთვის, ვისაც სჭირდება დესკტოპ კომპიუტერი მრავალწლიანი სამუშაო რესურსით და პროგრამული მხარდაჭერით.
ასევე გაეცანით:
- როგორ გამოვიყენოთ iPhone სწავლისათვის?
- Apple Watch სტუდენტებისთვის. TOP 5 საინტერესო ფუნქცია.
- საუკეთესო კომპიუტერი სულაც არ არის კომპიუტერი. როგორ გამოვიყენოთ iPad სწავლისთვის?
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.