Apple ეკოსისტემის 7 ყველაზე პოპულარული ფუნქცია
Apple– ის ეკოსისტემა არის თქვენი ყველა ბრენდის მოწყობილობის უწყვეტი ურთიერთქმედება. iPhone, iPad, Apple Watch, MacBook, Apple TV და HomePod სმარტ სპიკერი პროგრამულად არის დაკავშირებული. და ასე ამარტივებს ცხოვრებას.
1. Handoff
Handoff-ის დახმარებით ერთ Apple მოწყობილობაზე დაწყებულ სამუშაოს, უმარტივესად განაგრძობთ მეორეზე. მაგალითად, თუ კითხულობთ ონლაინ ბლოგს თქვენს ლეპტოპში და სასწრაფოდ გიწევთ წასვლა, ერთი ღილაკის დაჭერით განაგრძობთ კითხვას სმარტფონში.
ამას გარდა, Safari-ში გახსნილი გვერდები გამოჩნდება ყველა დაკავშირებულ მოწყობილობაზე.
2. გაცვლის უნივერსალური ბუფერი
ეს ფუნქცია საშუალებას გვაძლევს ერთ მოწყობილობაზე დაკოპირებული ტექსტი და ფოტო, გამოვიყენოთ მეორე მოწყობილობაზე. ერთადერთი პირობა – გაჯეტები ერთმანეთის სიახლოვეს უნდა იყოს.
3. AirDrop
AirDrop ამარტივებს და აჩქარებს ფაილების მიმოცვლას Apple მოწყობილობებს შორის. ფოტოს, ვიდეოს, დოკუმენტის თუ ბმულის გასაგზავნად მხოლოდ სამი დაწკაპუნებაა საჭირო. ფაილების AirDrop-ით გაგზავნა სოციალურ ქსელებთან და მესენჯერ აპლიკაციებთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფი და კომფორტულია.
ფაილების ამ ხერხით გადატანა თქვენს Apple მოწყობილობებზეც არის შესაძლებელი.
ტექნოლოგია იყენებს Wi-Fi-ს და Bluetooth-ს, ხოლო ინფორმაციის გადაცემა დაშიფრულია: ნუ იდარდებთ მონაცემების უსაფრთხოებაზე.
4. სატელეფონო ზარების სინქრონიზაცია
სმარტფონზე სატელეფონო ზარის შემოსვლისას, შეტყობინებას მიიღებთ ყველა იმ მოწყობილობაზე, რომელიც იმავე Apple ID-სთან არის დაკავშირებული. ამას გარდა, შემოსულ ზარს ასევე ნებისმიერი მოწყობილობიდან უპასუხებთ. ეს ფუნქციონალი საოცრად პრაქტიკულია თუ თქვენი სმარტფონი Silent რეჟიმში ან სულაც სხვა ოთახშია.
5. Wi-Fi პაროლების სინქრონიზაცია
iPhone-ში Wi-Fi პაროლის შეყვანისას ის სინქრონიზდება თქვენს Mac-სა და iPad-ზე. მოწყობილობები თავად იღებენ ქსელის მონაცემებს. ეს ფუნქცია შესაძლოა უმნიშვნელოდ მოგეჩვენოთ, თუმცა გამოყენებისას საკმაოდ კომფორტული და პრაქტიკულია.
6. Sidecar
Sidecar ფუნქციის დახმარებით თქვენს iPad-ს უმარტივესად გადააქცევთ დამატებით მონიტორად თქვენი Apple კომპიუტერისთვის. ფუნქცია საოცრად პრაქტიკულია, როდესაც თქვენი პროექტი მეტ ვიზუალურ სივრცეს მოითხოვს. Apple Pencil-ის დააკავშირებთ კი iPad–ს გრაფიკულ პლანშეტად გადააქცევთ.
7. Continuity კამერა
Continuity კამერა საშუალებას გვაძლევს დავასკანიროთ დოკუმენტი ან გადავიღოთ ფოტო iPhone ან iPad–ით – სურათი კი მყისიერად გამოჩნდება ჩვენს Mac–ში. სურათის სინქრონიზაცია ან ხელით გადატანა არ არის საჭირო – საკმარისია Mac და iPhone–ის ერთმანეთის სიახლოვეს მოთავსება.
როგორ მუშაობს?
ფუნქციების გამოყენება შესაძლებელია მოწყობილობის ყუთიდან ამოღებისთანავე. თქვენ არ გჭირდებათ დამატებითი პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვა ან პარამეტრების შეცვლა. საკმარისია iCloud-ის ავტორიზაცია ერთი და იმავე Apple ID-თ და ჩართული Wi-Fi + Bluetooth.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.