დღესდღეობით, დისტანციური მუშაობა ძალიან აქტუალურია და სულ უფრო მეტი კომპანია გადადის მუშაობის ასეთ რეჯიმზე. შესაბამისად ჩნდება მძლავრი უნივერსალი კომპიუტერის შეძენის აუცილებლობა. სწორედ ასეთია iMac M1, რომელიც აბსოლუტურ ფუნქციონალთან ერთად საოცარ სიმძლავრეს და კომფორტს გვთავაზობს.
iMac M1 იდეალურად მოერგება ყველა პროფესიისა თუ საქმიანობის ადამიანს: სტუდენტები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, პროგრამისტები, ვიდეო ინჟინრები, ხმის ინჟინრები, ჟურნალისტები, ბლოგერები და სხვა.
თანამედროვე გადაწყვეტა სახლის ოფისისთვის
iMac M1 შესანიშნავი არჩევანია თქვენი სახლისთვის. მისი სისქე მხოლოდ 11,5 მმ-ია, ხოლო ეკრანის დიაგონალი 24 ინჩი. კომპიუტერი იწონის 4,5 კგ-ს, რაც მის გადატანა-ტრანსპორტირებას საოცრად ამარტივებს.
კომპაქტური iMac სრულიად ბრტყელი და მინიმალისტურია. მთელი წინა ზედაპირი ერთიანი მინაა. iMac M1 წარმოდგენილია 7 ფერში: ყვითელი, თეთრი, წითელი, მწვანე, იისფერი, ნარინჯისფერი, ლურჯი.
ფერთა ფართო არჩევანი გვეხმარება კომპიუტერის ინტერიერზე მორგებაში. iMac-ის კიდევ ერთი საინტერესო თვისებაა მისი უკანა ზედაპირი, რომელსაც არ აქვს კონექტორები და უამრავი სადენი. ამის დამსახურებით, მონობლოკის დადგმა შეგვიძლია როგორც ოთახის კუთხეში, ისე ოთახის შუაში.
მონობლოკის კომპლექტში შედის უსადენო Magic Keyboard და Magic Mouse. აქსესუარები წარმოდგენილია iMac-ის ფერში. უმაღლესი კონფიგურაციის iMac კლავიატურა აღჭურვილია Touch ID სენსორით. კომპლექტში არსებული სადენები (ქსელის სადენი მაგნიტური კონექტორით და Lightning USB-C) შეფუთულია ტექსტილის ბადეში, რაც მათ მეტ გამძლეობას და ესთეტურობას ანიჭებს.
საუკეთესო კონფიგურაციის iMac-ის 143 ვატიანი კვების ბლოკი აღჭურვილია 1 Gb/s Ethernet პორტით.
სიმძლავრე, რომელიც გაუძლებს დროს
ახალი iMac აღჭურვილია M1 ჩიპით, რომელიც Apple–ის რევოლუციური პროდუქტია. წინა თაობის კომპიუტერებთან შედარებით, მისი წარმადობა 85%-ით გაიზარდა.
8 ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი იგივე GPU ახლა ორჯერ უფრო სწრაფია. დაარედაქტირეთ 4K / 8K ვიდეო Final Cut Pro-ში, დაამუშავეთ სურათები Affinity Photo და Photoshop-ში, გამოიყენეთ რთული ფილტრები – სისტემა უმარტივესად უმკლავდება ნებისმიერ დატვირთვას.
გამოსახულების ხარისხის კუთხით M1 უტოლდება ისეთი ბარათების მონაცემებს როგორიცაა GTX 1050 Ti და Radeon RX 560, რაც ნამდვილად კოლოსალური შედეგია ინტეგრირებული გრაფიკისთვის.
16 ბირთვიანი Neural Engine სისტემა Machine Learning-ს სამმაგად აჩქარებს. ახალი iMac ახლა 50%–ით უფრო მშვიდია და პრაქტიკულად არ ხურდება, რაც M1–ზე გადასვლით არის განპირობებული.
ასევე აღსანიშნავია, რომ iMac M1-ზე შესაძლებელია ერთი დამატებითი მონიტორის დაერთებაც. საჭიროების შემთხვევაში, Parallels Desktop ვირტუალური სისტემის მეშვეობით შეიძლება Windows-ის გაშვებაც კი. Rosetta 2 ემულატორი, კი დაგეხმარებათ ნებისმიერი პროგრამის გაშვებაში, რომელიც არ არის ადაპტირებული M1-ზე.
საუკეთესო ეკრანი Mac-ზე
ეკრანის მონაცემები აბსოლუტურად საკმარისია, რათა არჩევანი iMac M1-ზე შეაჩეროთ. მონობლოკის დიაგონალი 24 ინჩია, რეზოლუცია 4,5K, სიკაშკაშე 500nits, პიქსელის სიმჭიდროვე კი 218 ppi.
ეკრანი იდეალურია მათთვის ვისაც დიდი დროის გატარება უწევს კომპიუტერთან. ამას გარდა ახალი Mac აღჭურვილია სპეციალური ანტიამრეკლი საფარით, რომელიც ამსუბუქებს თვალის დაძაბვას და გვეხმარება ტექსტის მარტივად წაკითხვაში. True Tone ტექნოლოგია კი არეგულირებს ფერების ტემპერატურას გარემოს განათების შესაბამისად.
მონობლოკის ეკრანი დამაგრებულია მეტალის სადგამზე (მოწყობილობის ფერში). სადგამის დახრის კუთხე რეგულირდება ნებისმიერ სიმაღლესა და პოზიციაზე.
უნაკლო ვიდეო ზარი – მიკროფონი, დინამიკი და კამერა
iMac აღჭურვილია FaceTime HD 1080p კამერით, რომელიც იღებს მაღალი ხარისხის ვიდეოს მცირე განათების პირობებშიც კი. ამას გარდა, სისტემა ამუშავებს სურათს: აუქმებს ზედმეტ ხმებს, ავტომატურად ასწორებს ექსპოზიციას და თეთრ ბალანსს.
სტუდიური ხარისხის 3–მიკროფონიანი სისტემა უზრუნველყოფს სუფთა ხმას ზარების განხორციელების დროს. მიკროფონები განლაგებულია ისე, რომ მინიმუმამდე დავიდეს ზედმეტი ხმებისა და ექოს არსებობა. მათი მიმართულება კი განსაკუთრებით გამოყოფს უშუალოდ მოსაუბრის ხმას და აძლიერებს მას. ეს ყველაფერი საუბარს უფრო ბუნებრივს, ხოლო ჩანაწერს უფრო ნათელს ხდის.
ახალი iMac აღჭურვილია 6–დინამიკიანი საუკეთესო ხმის სისტემით, რომელიც გამოირჩევა შთამბეჭდავი ჟღერადობითა, ეფექტური ბასით და მკაფიო საშუალო და მაღალი ნოტებით. ინოვაციური სისტემა მოწინავე ალგორითმებთან კომბინაციაში Dolby Atmos ვიდეო ქონთენთისათვის ქმნის უნაკლო სივრცულ აუდიოს.
Apple ეკოსისტემის მაგია
Apple მოწყობილობების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ნამდვილად ეკოსისტემაა, რომელში ჩართული ყველა მოწყობილობა ერთიანი ორგანიზმივით მუშაობს.
- დაიწყეთ მუშაობა კომპიუტერზე სახლში და განაგრძეთ მუშაობა iPhone-ზე ან iPad-ზე სახლიდან გასვლის შემდეგ.
- დააკოპირეთ ტექსტი, ბმულები ან სურათები თქვენს iMac-ზე და ჩასვით Messenger-ში თქვენს iPhone/iPad-ზე და პირიქით.
- გამოიყენეთ iPad დამატებითი მონიტორის ფუნქციით Sidecar-ის დახმარებით. ფუნქცია განსაკუთრებით პრაქტიკულია თუ მუშაობთ გრაფიკაზე და იყენებთ Apple Pencil-ს.
- iPhone-ზე შემოსულ ზარს უპასუხეთ iMac-ზე.
- AirPods ავტომატურად გადართვა iMac-სა და iPhone-ს შორის.
- განბლოკეთ Mac უსაფრთხოდ და მარტივად Apple Watch-ით.
ასევე გაეცანით:
- რატომ არის iMac M1 საუკეთესო არჩევანი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის?
- iMac M1 გეიმინგისთვის: ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ.
- 5 მიზეზი, თუ რატომ არის iMac იდეალური საოჯახო კომპიუტერი.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.