ახალი iMac სრულფასოვანი დესკტოპ კომპიუტერია, რომელიც გვთავაზობს აბსოლუტურ ფუნქციონალს მაქსიმალურად ეფექტური მუშაობისთვის.
მძლავრი სისტემა, დიდი ეკრანი, უსადენო კლავიატურა და მაუსი. სტაბილური და ინტუიტიური სისტემა, რომელიც არ საჭიროებს კონფიგურაციას ან გადაყენებას. კომპიუტერში გათვალისწინებულია მუშაობისათვის საჭირო ყველა პროგრამა.
iMac M1 იდეალურად მოერგება ყველა პროფესიისა თუ საქმიანობის ადამიანს: სტუდენტები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, პროგრამისტები, ვიდეო ინჟინრები, ხმის ინჟინრები, ჟურნალისტები, ბლოგერები და სხვა.
დიზაინი და კომპლექტაცია
ახალი iMac ყველაზე თხელი და ყველაზე მცირე ზომის დესკტოპ კომპიუტერია Apple–ის ისტორიაში. მისი სისქე მხოლოდ 11.5 მმ-ია. შედარებისთვის, ის მხოლოდ 4 მმ-ით აღემატება iPhone 12-ს!
iMac-ის წინა ზედაპირი დაფარულია მინის მყარი ფირფიტით, ხოლო უკანა ზედაპირი საოცრად მკვეთი ფერისაა: მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი, იასამნისფერი, ლურჯი და ვერცხლისფერი.
iMac ერგება ნებისმიერ იტერიერს, იქნება ეს სახლი და ოფისი, თუ შემოქმედებითი სტუდია.
მონობლოკის გარდა, კომპლექტაციაში შედის მაგნიტურ სადენი ელექტროენერგიის ბლოკით, Magic Mouse და Magic Keyboard, რომლებიც ისეთივე ფერისაა როგორც კომპიუტერი.

წარმადობა და სისტემა
ახალი iMac იკვებება რევოლუციური M1 ჩიპით – ყველაზე მძლავრი ჩიპი, Apple კომპიუტერების ისტორიაში. მას აქვს ყველაზე მოწინავე ოპერაციული სისტემა macOS Big Sur. M1 ჩიპისა და უახლესი სისტემის კომბინაცია კი უპრეცედენტო პერფორმანსს გვთავაზობს.
iMac მყისიერად გამოდის ძილის რეჟიმიდან, თითოეული დავალება სრულდება უსწრაფესად და შეუფერხებლად – თუნდაც ისეთი ამოცანები, როგორიცაა 4K ვიდეოს რედაქტირება ან დიდ ფოტო მასალაზე მუშაობა. სისტემა მარტივად უმკლავდება 100MP მქონე ფოტოსურათს Lightroom-ში. უახლესი iMac-ის დახმარებით სწრაფად დააქომფაილებთ კოდს Xcode-ში და დააექსპორტებთ ვიდეო პროექტებს iMovie-დან.
უნდა აღინოშნოს, რომ გაზრდილი დატვირთვა არ აცხელებს კომპიუტერს.
Safari ბრაუზერიც საოცრად სწრაფი გახდა მიუხედავად ჩანართების რაოდენობისა. ასევე შესაძლებელია iPhone და iPad აპლიკაციების პირდაპირ თქვენს კომპიუტერში გახსნა.

ეკრანი და კლავიატურა
ეკრანის მონაცემები აბსოლუტურად საკმარისია ახალი iMac-ის შესაძენად. მონობლოკის დიაგონალი 24 ინჩია, რეზოლუცია 4,5K, სიკაშკაშე 500nits, პიქსელის სიმჭიდროვე კი 218 ppi.
ეკრანი იდეალურია მათთვის ვისაც დიდი დროის გატარება უწევს კომპიუტერთან. ამას გარდა ახალი Mac აღჭურვილია სპეციალური ანტიამრეკლი საფარით, რომელიც ამსუბუქებს თვალის დაძაბვას და გვეხმარება ტექსტის მარტივად წაკითხვაში.
კლავიატურა Magic Keyboard ავტომატურად უკავშირდება iMac-ს და უნაკლოდ ინარჩუნებს კავშირს. ზედა მარჯვენა კუთხეში სენსორული ID საშუალებას გაძლევთ მარტივად განახორციელოთ ავტორიზაცია, რაც ამარტივებს უამრავი დავალების შესრულებას.
მოწყობილობა ერთჯერადი სრული მუხტით მუშაობს ერთი თვის განმავლობაში – ეს საოცარი ავტონომიაა უსადენო კლავიატურისთვის. ე.წ. Scissor მექანიზმის მქონე კლავიშები კი ტექსტის კომფორტულად და უშეცდომოდ აკრეფაში გვეხმარება.

მიკროფონი, დინამიკი და კამერა
iMac აღჭურვილია FaceTime HD 1080p კამერით, რომელიც იღებს მაღალი ხარისხის ვიდეოს მცირე განათების პირობებშიც კი. ამას გარდა, სისტემა ამუშავებს სურათს: აუქმებს ზედმეტ ხმებს, ავტომატურად ასწორებს ექსპოზიციას და თეთრ ბალანსს.
სტუდიური ხარისხის 3–მიკროფონიანი სისტემა უზრუნველყოფს სუფთა ხმას ზარების განხორციელების დროს. მიკროფონები განლაგებულია ისე, რომ მინიმუმამდე დავიდეს ზედმეტი ხმებისა და ექოს არსებობა. მათი მიმართულება კი განსაკუთრებით გამოყოფს უშუალოდ მოსაუბრის ხმას და აძლიერებს მას. ეს ყველაფერი საუბარს უფრო ბუნებრივს, ხოლო ჩანაწერს უფრო ნათელს ხდის.
ახალი iMac აღჭურვილია 6–დინამიკიანი საუკეთესო ხმის სისტემით, რომელიც გამოირჩევა შთამბეჭდავი ჟღერადობითა, ეფექტური ბასით და მკაფიო საშუალო და მაღალი ნოტებით. ინოვაციური სისტემა მოწინავე ალგორითმებთან კომბინაციაში Dolby Atmos ვიდეო ქონთენთისათვის ქმნის უნაკლო სივრცულ აუდიოს.

საბოლოო ვერდიქტი?
iMac M1 ჩიპზე არის მოწინავე კომპიუტერი, რომელიც იდეალურად ერგება ნებისმიერი მოთხოვნების მომხმარებელს. ის უმარტივესად უმკლავდება აბსოლუტურად ყველა სირთული დავალებას და ამასთან ერთად უნაკლოდ ერგება ნებისმიერ ინტერიერს.
iMac M1 წარმოდგენილია ორი კონფიგურაციით: 256 GB SSD და 512 GB SSD.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.


