iPhone-ის ყიდვისას შიდა მეხსიერების მოცულობა ყურადღებით უნდა შეარჩიოთ – მოგვიანებით მისი გაზრდა შეუძლებელია. ამიტომ თავიდანვე გაითვალისწინეთ, როგორ იყენებთ სმარტფონს ყოველდღიურად.
თავისუფალი სივრცე შეიძლება სწრაფად ამოიწუროს, რის შემდეგაც ფაილების წაშლა ან მათი ღრუბლოვან საცავში გადატანა მოგიწევთ. 128 გბ საბაზისო ვარიანტია, რომელიც საკმარისი იქნება სოციალურ ქსელებში მიმოწერისთვის, მუსიკის მოსასმენად და ზარებისთვის. თუმცა მედიაფაილებისთვის შესაძლოა iCloud-ის გამოწერა დაგჭირდეთ. 256 გბ უნივერსალური მოცულობაა: ის შესაფერისია აპლიკაციების, თამაშების, ვიდეოებისა და მუსიკის შესანახად. კონტენტის შემქმნელებისთვის კი ოპტიმალური იქნება 512 გბ ან 1 ტბ მეხსიერების მქონე მოდელი.
ამ მასალაში გიამბობთ, რამდენი მეხსიერება სჭირდება iPhone-ს. iSpace-ის ექსპერტები კი ონლაინ მაღაზიაში ან თბილისისა და ბათუმის ფიზიკურ მაღაზიებში დაგეხმარებიან ისეთი iPhone-ის შერჩევაში, რომელიც ზუსტად თქვენს მოთხოვნებს შეესაბამება.

როგორ შევარჩიოთ iPhone-ის მეხსიერების მოცულობა: ძირითადი წესები
ახალი მოწყობილობის არჩევისას მნიშვნელოვანია განსაზღვროთ, iPhone-ის მეხსიერების რომელი მოცულობა იქნება თქვენთვის ოპტიმალური არა მხოლოდ ახლა, არამედ ერთი წლის შემდეგაც. სმარტფონის კონსტრუქცია მეხსიერების შეცვლას ან გაზრდას არ ითვალისწინებს.
თუ კონტენტის შესანახად iCloud-ის გამოწერა გაქვთ, სმარტფონში კი ძირითადად სოციალურ ქსელებს ათვალიერებთ და მეგობრებს ურეკავთ, 128 გბ საკმარისი იქნება. თუ ხშირად იღებთ ფოტოებსა და ვიდეოებს, აირჩიეთ 256-512 გბ – ასეთი მოცულობით მოწყობილობას ღრუბლოვანი საცავის გამოწერის გარეშეც კომფორტულად გამოიყენებთ და ფაილების ხშირად წაშლაც აღარ დაგჭირდებათ.
თუ „მძიმე“ თამაშები გიყვართ და ბევრ აპლიკაციას აყენებთ, უმჯობესია, მეხსიერების გარკვეული მარაგი დაიტოვოთ. 512 გბ იდეალური მოცულობაა, თუ ხშირად იღებთ კონტენტს, მოგზაურობთ და გზაში საყურებლად ფილმებს ინახავთ, რათა ისინი ინტერნეტის გარეშე ნახოთ. 1 ტბ მეხსიერება გამოადგებათ მათ, ვინც მედიაფაილებს პირდაპირ მოწყობილობაზე ამუშავებს, არ სურს iCloud-ის გამოყენება ან ინფორმაციის სმარტფონში შენახვას ამჯობინებს – მაგალითად, ბლოგერებს.
გაითვალისწინეთ: მაშინაც კი, თუ ოპტიმალური მეხსიერების მქონე მოდელს შეიძენთ, თავისუფალი სივრცე შეიძლება მოულოდნელად ამოიწუროს. ამის ერთ-ერთი მიზეზი აპლიკაციების ქეშია, რომელიც რეგულარულად უნდა გაწმინდოთ.
რა ავირჩიოთ – 128 თუ 256 გბ?
ოპერაციული სისტემისა და აპლიკაციების მოთხოვნები თავისუფალი სივრცის მიმართ მოწყობილობების ყოველი ახალი თაობის გამოსვლასთან ერთად იზრდება.
| მეხსიერების მოცულობა, გბ | ვისთვის არის შესაფერისი? | რისთვის არის შესაფერისი? | რისთვის არ გამოდგება? |
| 128 | მომხმარებლებისთვის, რომლებიც კონტენტს ძირითადად ონლაინ მოიხმარენ;მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ღრუბლოვანი საცავის გამოწერა აქვთ | შედარებით მცირე მოცულობის ინფორმაციის შესანახად | დიდი მოცულობის კონტენტის შესანახად და 4K ვიდეოების მუდმივად გადასაღებად |
| 256 | კონტენტის შემქმნელებისა და გეიმერებისთვის | დიდი რაოდენობით ფოტოების, მუსიკალური ფაილებისა და მოკლე მაღალი გარჩევადობის ვიდეოების შესანახად | 4K ფორმატის ვიდეოების ხანგრძლივად შესანახად ღრუბლოვან საცავში გადატანის გარეშე |
თუ არ გსურთ ქეშის ხშირად გაწმენდა და გალერეის გასუფთავება, აირჩიეთ უფრო დიდი მოცულობის მეხსიერება.
ვისთვის არის შესაფერისი 512 გბ მეხსიერების მქონე iPhone?

512 გბ მეხსიერების მქონე მოდელი მოსახერხებელია როგორც სამუშაოდ, ისე შემოქმედებითი ამოცანებისთვის. მეხსიერების ეს მოცულობა შესაფერისია:
- კონტენტის შემქმნელებისთვის – მაგალითად, Reels-ის ავტორებისა და მობილური ვიდეოგრაფებისთვის;
- მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ინფორმაციის ღრუბლოვან საცავში შენახვა არ მოსწონთ;
- ადამიანებისთვის, რომლებსაც მოგზაურობისას ყოველთვის არ აქვთ iCloud-ის გამოყენების შესაძლებლობა.
ასეთ მოწყობილობაზე მარტივად ჩამოტვირთავთ ფლეილისტებს, გრაფიკულად დატვირთულ თამაშებსა და მრავალ აპლიკაციას. 4K ფაილების შენახვაც უფრო მარტივია, თუმცა დროდადრო მათი გარე დისკზე ან ღრუბლოვან საცავში გადატანა მაინც საჭირო იქნება.
ღირს თუ არა 1 ტბ და მეტი მეხსიერების მქონე მოდელის ყიდვა?
Pro და Pro Max სერიის iPhone-ები კონტენტის გადასაღებად ProRAW და ProRes ფორმატებს უჭერს მხარს – ასეთი ფაილები დიდ ადგილს იკავებს. 1 ტბ მეხსიერება შესაფერისია:
- პროფესიონალი კონტენტის შემქმნელებისთვის;
- ადამიანებისთვის, რომლებსაც ინფორმაციის სმარტფონში შენახვა ურჩევნიათ;
- მომხმარებლებისთვის, რომლებიც მასალას პირდაპირ მოწყობილობაზე ამუშავებენ.
გადაიღეთ კონტენტი და არ იდარდოთ, რომ მეხსიერება სწრაფად გადაივსება – მისი გასუფთავება იშვიათად მოგიწევთ.
როგორ განვსაზღვროთ, რამდენი მეხსიერება სჭირდება iPhone-ს?
iPhone-ის ახალ თაობაზე გადასვლისას იხელმძღვანელეთ წინა მოწყობილობის მონაცემებით. იმის გასაგებად, რამდენი მეხსიერებაა დაკავებული და რით არის შევსებული თქვენი ამჟამინდელი სმარტფონი, პარამეტრებში აირჩიეთ „ზოგადი“, შემდეგ კი – „iPhone-ის საცავი“. ახალ განახლებებში სისტემა უფრო მეტ ადგილს იკავებს.

რამდენ ადგილს იკავებს iOS, აპლიკაციები და ფაილები?
მეხსიერების რეალური მოცულობა მითითებულზე ნაკლებია: დაახლოებით 10-20 გბ iOS-ს ეთმობა, ხოლო Apple Intelligence-ის მქონე მოდელებში კიდევ დაახლოებით 12 გბ ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებისთვის არის საჭირო. დროებით ფაილებს, ქეშსა და ლოგებს შეიძლება მეხსიერების 10-25 გბ ეკავოს.

საბაზისო აპლიკაციების ზომა 59-დან 500 მბ-მდეა. დროთა განმავლობაში ისინი ქეშს აგროვებენ და უკვე ათობით გიგაბაიტს იკავებენ. თამაშებსა და შემოქმედებით პროგრამებს კიდევ უფრო მეტი ადგილი სჭირდება.
რა უნდა გააკეთოთ, თუ მეხსიერება იწურება?
თუ მიიღეთ შეტყობინება თავისუფალი სივრცის ნაკლებობის შესახებ, გაათავისუფლეთ საცავი. ამისთვის რამდენიმე მარტივი ნაბიჯი გადადგით:
- შეამოწმეთ, რით არის დაკავებული ადგილი – ამისთვის პარამეტრებში შედით განყოფილებაში „iPhone-ის საცავი“.
- წაშალეთ დროებითი ფაილები მესენჯერებიდან და დააყენეთ ფაილების ავტომატური წაშლა, რათა მეხსიერება ასე სწრაფად არ გადაივსოს.
- წაშალეთ Netflix-იდან, YouTube-იდან და სხვა პლატფორმებიდან ინტერნეტის გარეშე სანახავად ჩამოტვირთული ფაილები.
- არქივი კაბელის საშუალებით გარე დისკზე გადაიტანეთ ან მოწყობილობის ღრუბლოვან სერვისთან სინქრონიზაცია ჩართეთ.
- თუ გამოწერა გაქვთ, ჩართეთ iCloud-ის ოპტიმიზაცია. ფაილები ღრუბელში შეინახება, ხოლო სმარტფონში მხოლოდ მათი მინიატურები დარჩება.
iSpace-ის ექსპერტები – Apple Premium Partner საქართველოში – დაგეხმარებიან თქვენი ამოცანებისთვის შესაფერისი მეხსიერების მოცულობის შერჩევაში და გირჩევენ, როგორ დააყენოთ ღრუბლოვანი საცავი. შეგიძლიათ თავისუფლად გამოცადოთ მოწყობილობები თბილისისა და ბათუმის ფიზიკურ მაღაზიებში ან შეუკვეთოთ ტექნიკა ონლაინ მაღაზიაში ქვეყნის მასშტაბით მიწოდებით.
FAQ
ეყოფა თუ არა 128 გბ რამდენიმე წლით?
128 გბ დაახლოებით 2-3 წლით გეყოფათ, თუ დროებით ფაილებს რეგულარულად წაშლით. მეხსიერების ნაკლებობის შემთხვევაში ინფორმაციის ნაწილი ღრუბლოვან საცავში შეგიძლიათ შეინახოთ.
რამდენი მეხსიერებაა საჭირო ჩვეულებრივი გამოყენებისთვის?
ოპტიმალური ვარიანტია 256 გბ. ამ მოცულობით შეგიძლიათ შეინახოთ ფოტოები, ჩამოტვირთოთ აპლიკაციები და ყოველდღიურად ქეშის გაწმენდაზე ბევრი დრო არ დახარჯოთ.
რამდენ ადგილს იკავებს 4K ვიდეო და ფოტო?
ერთი საათის ხანგრძლივობის 4K ფორმატის ვიდეო დაახლოებით 45 გბ-ს იკავებს. ერთი ფოტო კი, ფორმატიდან გამომდინარე, 10 მბ-მდე ადგილს იკავებს.
როგორ გავზარდოთ iPhone-ის მეხსიერების მოცულობა?
iPhone-ის მეხსიერების აპარატურულად გაზრდა შეუძლებელია. ინფორმაციის გადატანა შეგიძლიათ კომპიუტერში ან გარე დისკზე. კარგი ვარიანტია iCloud-ის გამოწერის შეძენაც.
რომელი ჯობს: მეტი მეხსიერება თუ iCloud?
სწორად შერჩეულმა მეხსიერების მოცულობამ შეიძლება მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები თავიდან აგარიდოთ. თუმცა საუკეთესოა ორივე ვარიანტის გაერთიანება: ინფორმაციის ნაწილი ტელეფონში შეინახოთ, ნაწილი კი – ღრუბლოვან საცავში.
რატომ იწურება მეხსიერება მაშინაც კი, როცა აპლიკაციები ცოტაა?
მიზეზი დროებითი მონაცემებია. აპლიკაციები ინფორმაციას ინახავენ, რათა ხელახლა გახსნისას დიდხანს ლოდინი არ დაგჭირდეთ. თუმცა მათი გასუფთავება პარამეტრებიდან შეგიძლიათ. ზოგიერთ თამაშში პროგრესმაც შეიძლება მეხსიერების რამდენიმე გიგაბაიტი დაიკავოს.
ასევე იხილეთ
10 სასარგებლო Siri ბრძანება: რა უნდა უთხრათ iPhone-ს, რომ დრო დაზოგოთ
უნდა ხურავდეთ თუ არა აპლიკაციებს iPhone-ზე: ზიანი თუ სარგებელი
როგორ მოვძებნოთ Apple Watch სწრაფად iPhone-ის დახმარებით: სასარგებლო რჩევები მომხმარებლებისთვის
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.


