iPhone 14 Pro მოდელები აღჭურვილია განახლებული უკანა კამერის სისტემით, რომელსაც შეუძლია 48 მეგაპიქსელიანი ფოტოების გადაღება, თუმცა მხოლოდ ProRAW რეჟიმში.
ProRAW ფოტო შეიცავს 8,064 x 6,048 პიქსელს, რის გამოც მისი მოცულობა საკმაოდ დიდია და საშუალოდ 75MB-ს შეადგენს, რაც 3-4-ჯერ აღემატება სტანდარტულ 12MP ფოტოს.
თუ არ გაქვთ ყველაზე 1TB iPhone 14 Pro მოდელი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მუდმივად გადაიღოთ ამ რეზოლუციით 48MP ProRAW. მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც გსურთ ფოტოს ProRAW დეტალიზაციით გადაღება:
- გახსენით Settings აპი თქვენს iPhone 14 Pro-ზე;
- ჩამოსქროლეთ და აირჩიეთ Camera;
- შემდეგ აირჩიეთ Formats;
- Photo Capture-ის ქვეშ გააქტიურეთ Apple ProRAW;
- დარწმუნდით, რომ ProRAW Resolution პარამეტრი დაყენებულია 48 MP-ზე.
ახლა, როდესაც შეხვალთ კამერის აპში, შეეხეთ ProRAW სიმბოლოს ინტერფეისის ზედა მარჯვენა კუთხეში ისე, რომ აღარ იყოს გადახაზული და გადაიღეთ ფოტო.
! გაითვალისწინეთ, რომ ღამის რეჟიმი, ფლეშ და მაკრო გადაღება ყოლვეთვის 12MP-ით ხორციელდება.
ასევე გაეცანით:
- iOS 16 Lock Screen პერსონალიზაცია: ვიჯეტები, ფონტები, ფოტოები და სხვა.
- მიმოხილვა: iPhone 14, Apple Watch, AirPods Pro
- iPhone 14 Pro – 5 ძირითადი მახასიათებელი.
- 14 Pro: რა არის და როგორ მუშაობს ახალი “დინამიური კუნძული”?
- iPhone 14: როგორ გამოვიყენოთ 4K კინემატოგრაფიული რეჟიმი?
- iPhone 14 თუ iPhone 14 Pro?
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.