iPhone 14-ში Apple-მა კიდევ რამდენიმე დამატებით გაფართოების ვარიანტი შემოგვთავაზა კინემატოგრაფიულ რეჟიმში გადაღებისას. Cinematic Mode იყენებს Dolby Vision HDR-ს და მეთოდს სახელად “Rack Focus”, რათა ვიდეოგადაღებისას უპრობლემოდ გადაიტანოს ფოკუსი ერთი საგნიდან მეორეზე.

iPhone 13 სერიის მოდელებზე კინემატოგრაფიულ რეჟიმში ვიდეოს ჩაწერა მხოლოდ 1080p 30fps-ით არის შესაძლებელი. Apple-მა გააუმჯობესა კინემატოგრაფიული რეჟიმი iPhone 14 სერიაში, რომელსაც შეუძლია 4K 30fps და 4K 24fps ვიდეოს ჩაწერა.

iPhone 14-ის ოთხივე მოდელს შეუძლია Cinematic Mode 4K გაფართოებით გადაღება, უფრო მაღალი გარჩევადობის მისაღებად ხელმისაწვდომია 24fps (კინემატოგრაფიული სტილი) ან 30 fps.

როგორ გამოვიყენოთ 4K კინემატოგრაფიული რეჟიმი?

  • გახსენით Settings აპი თქვენს iPhone 14-ზე;
  • ჩამოსქროლეთ და გახსენით Camera;
  • შეეხეთ ღილაკს Record Cinematic;
  • აირჩიეთ 4K 24 fps ან 4K 30 fps.

! გაითვალისწინეთ, რომ Cinematic ვიდეოს 4K 24fps ერთი წუთი 135MB მეხსიერებას მოითხოვს, ხოლო 4K 30 170MB-ს.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *