Apple-ის ახალი Lockdown რეჟიმი შესაძლოა თქვენი მოწყობილობისა და მონაცემების დაცვის იდეალური მეთოდის შტაბეჭდილებას ტოვებდეს, თუმცა ფუნქცია ნამდვილად არ არის ყოველდღიური გამოყენების. დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ თუ რა არის Lockdown რეჟიმი, როგორ და როდის უნდა გააქტიუროთ.
Apple-ს სურს მოწყობილობების უსაფრთხოების გაუმჯობესება, განსაკუთრებით მათთვის ვინც ხშირად არის კიბერშეტევების სამიზნე. ამისათვის კუპერტინელებმა ახალ iOS16, iPadOS16 და macOS Ventura ოპერაციულ სისტემებში შემგვთავაზეს Lockdown რეჟიმი.
! უნდა აღინიშნოს, რომ Lockdown რეჟიმი უკიდურესად ზღუდავს მოწყობილობის ფუნქციონირებას.
Apple-ის მომხმარებელთა უმეტესობას ნამდვილად არ უწევს კიბერშეტევებთან ყოველდღიური გამკლავება, რაც Lockdown რეჟიმის გამოყენება თითქმის ექსკლუზიურად მაღალი პროფილის პერსონებით შემოიფარგლება.
მიუხედავად ამისა, Apple არ ზღუდავს ფუნქციის გამოყენებას მომხმარებელთა შერჩეულ სეგმენტზე. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე დაწკაპუნებით, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია უსაფრთხოების უმაღლეს საფეხურზე აყვანა.
როგორ მუშაობს Lockdown რეჟიმი?
Lockdown რეჟიმის გააქტიურების შემდეგ იცვლება უსაფრთხოების პარამეტრები, იცვლება აპლიკაციების ფუნქციონალი და იბლოკება კომუნიკაციები. ეს ნიშნავს, რომ გარე სუბიექტებისთვის უკიდურესად რთული ხდება თქვენს iPhone, iPad ან Mac-ზე წვდომის ან კონტროლის მოპოვება.
“Lockdown რეჟიმი არის უკიდურესი, სურვილისამებრ დაცვა, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ, რომ ხართ დახვეწილი კიბერშეტევის სამიზნე. მომხმარებელთა უმეტესობა არასოდეს ხდება ამ ხასიათის თავდასხმების სამიზნე”. – ამბობს Apple-ის წარმომადგენელი.
ახალი Lockdown რეჟიმი სპეციფიკურია სამომხმარებლო მოწყობილობის გამოყენების ყველაზე დაუცველი ასპექტებისთვის და შლის პოტენციურ თავდასხმის ვექტორებს. Apple გააგრძელებს Lockdown რეჟიმის გაძლიერებას და დროთა განმავლობაში შემოგვთავაზებს ახალ სისტემას.
Lockdown რეჟიმის გაშვებისას ხელმისაწვდომი დაცვის პარამეტრები ეხება შემდეგ ფუნქციებს:
- Messages – იბლოკება შეტყობინებების დანართების უმეტესობა და მიუწვდომელია გარკვეული ფუნქციები;
- FaceTime – იბლოკება შემომავალი FaceTime ზარები იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ადრე არ დაურეკავთ;
- ინტერნეტ-ბრაუზინგი – იბლოკება ზოგიერთი ვებ-ტექნოლოგია და ბრაუზინგის ფუნქციონალი;
- გაზიარებული ალბომები – Photos აპიდან იშლება გაზიარებული ალბომები და იბლოკება ახალი Shared Albums მოსაწვევები;
- მოწყობილობების კავშირი – იბლოკება სადენიანი კავშირები სხვა მოწყობილობასთან ან აქსესუართან;
- Apple სერვისები – იბლოკება Apple სერვისების მოწვევები იმ ადამიანებისგან, რომლებთანაც ადრე არ გქონიათ კონტაქტი;
- პროფილები – ვერ დაინსტალირდება კონფიგურაციის პროფილები, როგორიცაა სკოლის ან სამსახურის პროფილები.
Apple-მა არ დააკონკრეტა, თუ რატომ არის ეს ფუნქციები Lockdown Mode-ის ნაწილი, თუმცა საკმაოდ მარტივია მათი გამოყენების სცენარების წარმოდგენა.
მაღალი პროფილის ადამიანები, როგორებიც არიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები ან სამხედრო ლიდერებს, ხშირ შემთხვევაში არც თუ ისე კარგად ერკვევიან თანამედროვე ტექნოლოგიებში. აქედან გამომდინარე მათი მოწყობილობების ან/და ანგარიშების მართვა სხვებს უწევთ. Lockdown რეჟიმში არსებული შეზღუდვების ეს კონკრეტული ნაკრებიც სწორედ ამ ფაქტით არის გამოწვეული.
როგორ გავააქტიუროთ Lockdown რეჟიმი?
თუ ფიქრობთ, რომ გჭირდებათ Lockdown რეჟიმის გააქტიურება ამისათვის:
- ნებისმიერ მოწყობილობაზე გახსენით Settings;
- აირჩიეთ Privacy & Security;
- ჩამოსქროლეთ და გახსენით Lockdown Mode;
- გააქტიურეთ Turn On Lockdown Mode.
Lockdown რეჟიმის ჩართვამდე მოწყობილობა გადაიტვირთება. ფუნქციის გამოსართავად გაიმეორეთ მოცემული ნაბიჯები და გამორთეთ Turn On Lockdown Mode.
Lockdown რეჟიმის გამორთვის შემდეგ მოგიწევთ ისეთი ფუნქციების ხელახლა ჩართვა როგორიცაა გაზიარებული ფოტო ალბომები და სხვა. ეს ყველაფერი უნდა დამოწმდეს ხელით მომხმარებლის მიერ.
! Lockdown რეჟიმი არ იწვევს რაიმე მუდმივ ცვლილებებს. ფუნქციის ჩართვა-გამორთვისას თქვენს მოწყობილობას/მონაცემებს ზიანი არ მიადგება.
ასევე გაეცანით:
- iOS 16 Lock Screen პერსონალიზაცია: ვიჯეტები, ფონტები, ფოტოები და სხვა.
- მიმოხილვა: iPhone 14, Apple Watch, AirPods Pro
- iPhone 14 Pro – 5 ძირითადი მახასიათებელი.
- 14 Pro: რა არის და როგორ მუშაობს ახალი “დინამიური კუნძული”?
- 14 Pro: როგორ გამოვრთოთ Always-On Display?
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.