iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max გვთავაზობს რამდენიმე ექსკლუზიურ ფუნქციას, რომელთა შორისაც არის Always-On Display.

Always-On Display მარტივად რომ ვთქვათ არის მუდმივად ჩართული ეკრანი. უფრო დეტალურად კი თქვენი Lock Screen-ის ჩაბნელებული ვერსია, რომელიც გვიჩვენებს ეკრანის ფონს, ვიჯეტებს და ცოცხალ აქტივობებს.

Apple-მა ელემენტის ხანგრძლივობაზე მინიმალური გავლენით შეძლო მუდმივად ჩართული ეკრანის 14 Pro მოდელებში დანერგვა. ეს შესაძლებელი გახდა ენერგოეფექტური OLED პანელის და კადრის სიხშირის 1Hz-მდე დავარდნის საშუალებით.

ამის მიუხედავად, iPhone 14 Pro-ს ზოგიერთმა მიმომხილველმა აცხადებს, რომ მუდამ ჩართულ ეკრანის ერთი შეხედვით უმნიშვნელო ენერგომოხმარება არც თუ ისე უმნიშვნელოა.

იმის თქმა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ან/და უმნიშვნელოა ელემენტის მუხტზე გავლენა საკმაოდ რთულია. თუმცა, თუ გსურთ თქვენი ელემენტის მაქსიმალური ენერგოეფექტურობის მიღწევა და Always-On Display-ს გამორთვა, შეასრულეთ შემდეგი ნაბიჯები:

  • გახსენით Settings აპლიკაცია; პარამეტრების აპი;
  • ჩამოსქროლეთ და აირჩიეთ Display & Brightness;
  • ჩამოსქროლეთ და გამორთეთ Always On;
  • სულ ეს არის!

iPhone-ის დაბლოკვის შემდეგ ეკრანი სრულად ჩაქრება და არ აინთება სანამ თავად არ შეეხებით ან განბლოკავთ მას.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *