2026 წლის 27 ოქტომბერს Apple-მა M6 ჩიპით აღჭურვილი ახალი 14-დუიმიანი MacBook Pro წარადგინა. ცენტრალურ (CPU) და გრაფიკულ (GPU) პროცესორებს თითოეულს 12 ბირთვი აქვს, M6 ჩიპში კი ორი 16-ბირთვიანი Neural Engine ბლოკია ჩაშენებული. ახალი მოდელი M5 ჩიპით აღჭურვილ წინამორბედზე უფრო წარმადია, მუშაობს ახალ macOS 27 ოპერაციულ სისტემაზე და მხარს უჭერს Siri AI-ისა და Apple Intelligence-ის განახლებულ ფუნქციებს. ბატარეის ერთი დამუხტვით ის 24 საათამდე მუშაობს.
MacBook Pro M6-ის მიმოხილვა მოვამზადეთ, რათა ახალი მოდელის შესაძლებლობები შეაფასოთ და გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა ლეპტოპის გამოცვლა.
რა სიახლეები აქვს MacBook Pro M6-ს?
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ცენტრალურ პროცესორს შეეხო. წინა თაობის 10 ბირთვის ნაცვლად, M6 ჩიპის ცენტრალურ პროცესორს 12 ბირთვი აქვს:
- 2 სუპერბირთვი ამოცანებისთვის, რომლებიც დიდ გამოთვლით რესურსებს მოითხოვს;
- 4 მაღალი წარმადობის ბირთვი დიდი დატვირთვისას სწრაფი მუშაობისთვის;
- 6 ენერგოეფექტური ბირთვი ყოველდღიური ამოცანებისთვის.
ამის წყალობით ლეპტოპი აპლიკაციებს უფრო სწრაფად უშვებს, სწრაფად რეაგირებს ბრძანებებზე და რთულ ამოცანებსაც უმკლავდება. მაგალითად, შეგიძლიათ ერთდროულად დააკომპილიროთ კოდი, დაამუშაოთ ფოტოები და იმუშაოთ დოკუმენტებზე.
გრაფიკულ პროცესორსაც 10-ის ნაცვლად 12 ბირთვი აქვს, რის შედეგადაც გრაფიკული წარმადობა 30%-ით გაიზარდა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია გრაფიკასთან მუშაობისას, ვიდეოს მონტაჟისა და თამაშების დროს, რადგან გამოსახულების დამუშავება და გრაფიკული სცენების შექმნა ნაკლებ დროს მოითხოვს. სხივების მიკვლევის მესამე თაობის ტექნოლოგია განათებისა და ჩრდილების გამოსახვას კიდევ უფრო რეალისტურს ხდის.
ორი 16-ბირთვიანი Neural Engine ბლოკის წყალობით ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ამოცანები 1,9-ჯერ სწრაფად სრულდება. გრაფიკული პროცესორის თითოეულ ბირთვს ნეირონული ამაჩქარებლები აქვს, რომლებიც ამ ამოცანების შესრულების სიჩქარეს M5-თან შედარებით დამატებით 25%-ით ზრდის.
Apple Intelligence-სა და განახლებულ Siri AI-ს მეტი შესაძლებლობა აქვთ. Siri AI-ს შეუძლია საჭირო ინფორმაცია შეტყობინებებში, ელფოსტასა და ფოტოებში მოძებნოს. მაგალითად, თუ სთხოვთ, ბილეთის ფოტოს ან თქვენ მიერ დაჯავშნილი სასტუმროს მისამართს იპოვის. Safari-ში Apple Intelligence ჩანართების თემების მიხედვით დაჯგუფებაში გეხმარებათ და ვებსაიტებზე მომხდარი ცვლილებების შესახებ გაცნობებთ, მაგალითად, როცა თქვენთვის საინტერესო პროდუქტი იაფდება. Apple Intelligence-ის ფუნქციების ხელმისაწვდომობა რეგიონსა და მოწყობილობის ენაზეა დამოკიდებული.
საბაზისო მოდელს 16 გბ გაერთიანებული მეხსიერება აქვს. პროგრამებისთვის, რომლებსაც მეტი რესურსი სჭირდება, უმჯობესია აირჩიოთ მოდელი 24 ან 32 გბ მეხსიერებით.
მონაცემების შესანახად ხელმისაწვდომია 1, 2 და 4 ტბ მოცულობის SSD-ები. საბაზისო მოდელის საცავის მოცულობა საკმარისია ფოტოარქივის, ვიდეოჩანაწერებისა და სამუშაო მასალების შესანახად. თუ მოწყობილობაზე დიდი ზომის ფაილებს ინახავთ, უფრო ტევადი საცავის მქონე მოდელი გამოგადგებათ.
ვიდეოს დაკვრისას ლეპტოპი ბატარეის ერთი დამუხტვით 24 საათამდე მუშაობს. ენერგოეფექტური პროცესორის წყალობით ის მაღალ წარმადობას ბატარეით მუშაობის დროსაც ინარჩუნებს. ლეპტოპს სწრაფი დამუხტვის ფუნქციაც აქვს. თავსებადი 96 ვტ სიმძლავრის USB-C კვების ადაპტერით ბატარეის 50%-მდე დამუხტვას 30 წუთი სჭირდება. ბოლო წლებში პროფესიონალური ლეპტოპების ბატარეით მუშაობის ხანგრძლივობა საგრძნობლად გაიზარდა. მაგალითად, 2026 წლის ახალი მოდელი MacBook Pro M1-ზე ოთხი საათით მეტხანს მუშაობს.
MacBook Pro M6-ის დიზაინი და ეკრანი
Apple-მა ლეპტოპის ნაცნობი დიზაინი შეინარჩუნა. ალუმინის კორპუსი ორ ფერშია ხელმისაწვდომი – Silver და Space Black. მოწყობილობის სისქე 1,55 სმ-ია, სიგანე – 31,26 სმ, სიღრმე – 22,12 სმ, წონა კი 1,55 კგ. კომპაქტური ზომების წყალობით მისი თან ტარება მოსახერხებელია როგორც სამსახურში ან სასწავლებელში, ისე მოგზაურობისას.
MacBook Pro M6-ს 14,2-დუიმიანი Liquid Retina XDR ეკრანი აქვს. HDR კონტენტის ჩვენებისას ეკრანის სიკაშკაშე 1600 ნიტს აღწევს, ხოლო ProMotion ტექნოლოგიის წყალობით ეკრანის განახლების სიხშირე 120 ჰც-მდეა. ეკრანზე დეტალები მკაფიოდ ჩანს როგორც გამოსახულების ნათელ უბნებში, ისე ბნელ სცენებში, განახლების მაღალი სიხშირე კი მოძრავი გამოსახულების შეუფერხებელ ჩვენებას უზრუნველყოფს. თუ მკვეთრად განათებულ ოფისში მუშაობთ ან სამუშაო ადგილი ფანჯარასთან გაქვთ მოწყობილი, შეგიძლიათ შეიძინოთ მოდელი ნანოტექსტურიანი მინით, რომელიც სინათლის ანარეკლებს ამცირებს.
გარე მოწყობილობების უმეტესობის დასაკავშირებლად დამატებითი ადაპტერი არ დაგჭირდებათ, რადგან MacBook Pro-ს საკმარისი რაოდენობის პორტები და შესაერთებლები აქვს:
- სამი Thunderbolt 4 პორტი – მონაცემების 40 გბიტ/წმ-მდე სიჩქარით გადასაცემად და გარე ეკრანების დასაკავშირებლად;
- HDMI პორტი – ტელევიზორზე ან მონიტორზე გამოსახულების საჩვენებლად;
- SDXC ბარათის სლოტი – ფოტოაპარატებისა და ვიდეოკამერების მეხსიერების ბარათებთან სამუშაოდ;
- 3,5 მმ-იანი აუდიოშესაერთებელი – სადენიანი ყურსასმენებისთვის;
- MagSafe 3 – დასამუხტად.
ლეპტოპი ერთდროულად სამი ეკრანის გამოყენების საშუალებას გაძლევთ: ჩაშენებული ეკრანისა და ორი გარე მონიტორის. მაგალითად, ჩაშენებულ ეკრანზე შეგიძლიათ დოკუმენტები და მიმოწერა გახსნათ, გარე მონიტორებზე კი – პრეზენტაცია და სამუშაო პროგრამები.
ახალი მოდელი აღჭურვილია უსადენო კავშირის N1 ჩიპით, რომელიც კავშირის თანამედროვე სტანდარტებს უჭერს მხარს. Bluetooth 6-ის საშუალებით შეგიძლიათ თავსებადი უსადენო მოწყობილობები დააკავშიროთ, Wi-Fi 7-ის საშუალებით – მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით ისარგებლოთ, ენერგოეფექტური Thread ტექნოლოგიით კი – ჭკვიანი სახლის მოწყობილობები მართოთ.
ვიდეოზარებისთვის მოწყობილობას 12-მეგაპიქსელიანი წინა კამერა აქვს, რომელიც უკვე ნაცნობ ფუნქციებს უჭერს მხარს:
- Center Stage – ვიდეოზარის დროს ავტომატურად უზრუნველყოფს, რომ კადრის ცენტრში დარჩეთ;
- Desk View – თქვენი სამუშაო მაგიდის ზედაპირს ზემოდან აჩვენებს.
ხმის გამოსაცემად მოწყობილობას ექვსი დინამიკი აქვს, ხმის ჩასაწერად კი – სტუდიური ხარისხის სამი მიკროფონი.
ვის გამოადგება MacBook Pro M6?
მიმოხილვა მარტივი კითხვით დავასრულოთ – ვისთვის ღირს ახალ მოდელზე გადასვლა? ციფრული კონტენტის შემქმნელები დააფასებენ, რამდენად სწრაფად ამუშავებს MacBook Pro M6 ვიდეოსა და 3D გრაფიკას. დიზაინერები Affinity-ში გრაფიკულ მასალას უფრო ეფექტიანად დაამუშავებენ, პროგრამისტები კი Xcode-ში პროექტების კომპილაციას უფრო სწრაფად შეძლებენ.
ახალ მოდელს სტუდენტებიც და ოფისის თანამშრომლებიც დააფასებენ. ლეპტოპი ბატარეის ერთი დამუხტვით დიდხანს მუშაობს და პროფესიონალური პროგრამებისთვის საკმარისი სიმძლავრე აქვს. თუ M5 ჩიპით აღჭურვილი მოდელიდან ახალზე გადახვალთ, წარმადობის ზრდას ყველაზე მეტად ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისა და გრაფიკასთან მუშაობისას შეამჩნევთ. თუ Intel-ის პროცესორით ან M1-M4 ჩიპით აღჭურვილ მოდელს იყენებთ, სხვაობა გაცილებით შესამჩნევი იქნება ყველა ამოცანის შესრულებისას.
სხვათა შორის, 2026 წლის ოქტომბერში Apple-მა სენსორული ეკრანით აღჭურვილი პირველი MacBook-იც წარადგინა.
სად შეიძენთ MacBook Pro M6-ს?
საქართველოში MacBook Pro M6-ის შეძენა შეგიძლიათ iSpace-ში, რომელსაც Apple Premium Partner-ის სტატუსი აქვს. გაყიდვაში მხოლოდ Apple-ის გარანტიით უზრუნველყოფილი ორიგინალი მოწყობილობებია. გსურთ, მეტი გაიგოთ? ჩვენი სპეციალისტები მზად არიან, მოწყობილობის შერჩევასა და გამართვაში დაგეხმარონ.
შეუკვეთეთ ლეპტოპი ონლაინ, სახლში მიტანით, ან ეწვიეთ ჩვენს მაღაზიებს, სადაც შეძენამდე მოწყობილობების გამოცდას შეძლებთ. ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ Trade In პროგრამით, ასევე საქართველოს წამყვანი ბანკების საკრედიტო და განვადების პროგრამებით. შეუერთდით iSpace Community-ს, რათა ახალი პროდუქტების შესახებ სხვებზე ადრე შეიტყოთ და ჩვენი ექსკლუზიური შეთავაზებებით ისარგებლოთ.
შეარჩიეთ ტექნიკა ჩვენს ვებსაიტზე:
FAQ
როდის გამოვიდა MacBook Pro M6?
Apple-მა ახალი ლეპტოპი 2026 წლის 27 ოქტომბერს წარადგინა. საქართველოში MacBook Pro M6-ის გაყიდვა 13 ნოემბერს დაიწყო.
რა მახასიათებლები აქვს MacBook Pro M6-ს?
MacBook Pro M6 აღჭურვილია M6 ჩიპით, რომელშიც 12-ბირთვიანი ცენტრალური და გრაფიკული პროცესორები და ორი 16-ბირთვიანი Neural Engine ბლოკია ჩაშენებული. საბაზისო მოდელს 16 გბ გაერთიანებული მეხსიერება და 1 ტბ მოცულობის SSD აქვს. ლეპტოპი 14,2-დუიმიანი Liquid Retina XDR ეკრანითაა აღჭურვილი და ბატარეის ერთი დამუხტვით 24 საათამდე მუშაობს.
რით განსხვავდება MacBook Pro M6 M5 მოდელისგან?
მთავარი სიახლეებია M6 ჩიპი და უსადენო კავშირის N1 ჩიპი. M6-ის წყალობით გრაფიკული წარმადობა 30%-ით გაიზარდა, N1 ჩიპი კი Bluetooth 6-სა და Wi-Fi 7-ს უჭერს მხარს.
ასევე იხილეთ
iPhone 18 Pro: გამოსვლის თარიღი, მახასიათებლები და Apple-ის ახალი ფლაგმანის მთავარი სიახლეები
iPhone Duo: პირველი დასაკეცი iPhone-ის მახასიათებლები
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.


