ახალი თაობის MacBook Pro აღჭურვილია PROLED XDR OLED ეკრანით და მხარს უჭერს Multi-Touch ტექნოლოგიას – სწორედ ეს არის მისი მთავარი განსხვავება სტანდარტული MacBook Pro-სგან. მოწყობილობა ხელმისაწვდომია ორი ვერსიით: M5 Pro და M5 Max ჩიპებით.
სენსორული ეკრანი სხვადასხვა ტიპის მასალაზე მუშაობის ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ. შეგიძლიათ უშუალოდ ეკრანზე ხატოთ, ობიექტები გადაადგილოთ, ფოტოები თითებით გაადიდოთ და სხვა ნაცნობი ჟესტებიც გამოიყენოთ. macOS 27 მორგებულია შეხებით მართვაზე. ეს სიახლე განსაკუთრებით სასარგებლოა დიზაინერებისთვის, ფოტოგრაფებისთვის, ვიდეომონტაჟის სპეციალისტებისთვის და ყველასთვის, ვინც მუდმივად იყენებს პროგრამებს, რომლებიც სისტემის დიდ რესურსებს მოითხოვს.
რა არის MacBook Pro სენსორული ეკრანით?
სენსორული ეკრანით აღჭურვილი MacBook Pro Apple-ის პროფესიონალური ლეპტოპების განახლებული სერიის ნაწილია. ამ სერიის ლეპტოპების მართვა პირველად არის შესაძლებელი უშუალოდ ეკრანზე შეხებითაც, სენსორული პანელის, მაუსისა და კლავიატურის გამოყენებასთან ერთად. ლეპტოპი ხელმისაწვდომია 14,2 ან 16,3-დუიმიანი ეკრანითა და Apple M5 Pro ან M5 Max ჩიპით.
OLED ეკრანი: რა შეიცვალა?
ლეპტოპი აღჭურვილია PROLED XDR ეკრანით. მთავარი ცვლილება tandem OLED ტექნოლოგიაზე გადასვლაა. თითოეული პიქსელი სინათლეს დამოუკიდებლად ასხივებს. ამის წყალობით შესაძლებელი გახდა ღრმა შავი ფერის მიღება და კონტრასტის თანაფარდობის 10 000 000:1-მდე გაზრდა (წინა თაობის ლეპტოპებში ეს მაჩვენებელი 1 000 000:1 იყო).
SDR და HDR მასალის ჩვენებისას ეკრანის მაქსიმალური სიკაშკაშე 2000 ნიტს აღწევს. შედეგად, გამოსახულების ნათელი უბნები უფრო მკაფიოდ ჩანს, ტექსტი კი ძლიერი განათების პირობებშიც ადვილად იკითხება. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია გარეთ ან მკვეთრად განათებულ ოფისში მუშაობისას. ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ნანოტექსტურული მინით აღჭურვილი ვერსია, რომელიც სინათლის არასასურველ ანარეკლებს მინიმუმამდე ამცირებს.
MacBook Pro-ს OLED ეკრანი მხარს უჭერს ProMotion ტექნოლოგიას, რომელიც განახლების ადაპტიურ სიხშირეს 120 ჰც-მდე უზრუნველყოფს. ეკრანზე მოძრაობა უფრო თანაბრად და შეუფერხებლად აისახება, განახლების სიხშირე კი ავტომატურად ერგება ნაჩვენებ მასალას, რაც ბატარეის ენერგიის დაზოგვას უწყობს ხელს.

როგორ მუშაობს შეხებით მართვა?
სენსორული ეკრანით აღჭურვილი MacBook Pro-ს მართვა პლანშეტის გამოყენებას ჰგავს: შეგიძლიათ ნაცნობი ჟესტებით ისარგებლოთ. შეხებისას ეკრანი რომ არ ირყეოდეს, Apple-მა მისი დამაგრების მექანიზმი გაამაგრა. შეხებით მართვა სენსორულ პანელსა და კლავიატურას ავსებს, ამიტომ შეგიძლიათ ლეპტოპის მართვის თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელი მეთოდი აირჩიოთ.
macOS 27-ში ხელმისაწვდომია შემდეგი ჟესტები:
- დოკუმენტებისა და ვებგვერდების ერთი თითით გადაფურცვლა;
- ორმაგი შეხებით სრულეკრანიან რეჟიმზე გადასვლა;
- ობიექტებისა და სლაიდების გადათრევა;
- გამოსახულების მასშტაბის შეცვლა თითების ერთმანეთთან მიახლოებითა და დაშორებით;
- თითის სწრაფი მოძრაობით ფანჯრის ეკრანის სასურველ ნაწილში განთავსება.
დიზაინერებს შეუძლიათ ნახატები უშუალოდ ეკრანზე შექმნან და დაამუშაონ, iOS-ისა და iPadOS-ის აპლიკაციების შემქმნელებს – შეხებით მართვის ჟესტები პირდაპირ ლეპტოპზე გამოსცადონ, ვიდეომონტაჟის სპეციალისტებს კი – ცალკეული მონაკვეთები მონიშნონ და ვიდეოკლიპები გადაადგილონ.
Apple-ის ლეპტოპების კიდევ ერთი სიახლეა ინტერაქტიული არე Dynamic Island, რომელიც Siri AI-ზე, Live Activities-სა და Spotlight-ზე სწრაფ წვდომას უზრუნველყოფს. მისი მეშვეობით შეგიძლიათ ხმოვან ასისტენტს მიმართოთ, მიიღოთ უახლესი ინფორმაცია და რეალურ დროში თვალი ადევნოთ განახლებებს.

M5 Pro თუ M5 Max: რომელი ჩიპი აირჩიოთ?
სენსორული ეკრანით აღჭურვილი ლეპტოპები ხელმისაწვდომია ორი ვერსიით, რომლებიც ერთმანეთისგან ძირითადად ჩიპით, წარმადობითა და მეხსიერების მახასიათებლებით განსხვავდება. თუ ძირითადად ფოტოებს ამუშავებთ, პროგრამირებით ან ვიდეომონტაჟით ხართ დაკავებული, MacBook Pro M5 Pro გამოგადგებათ. მას აქვს 15 ან 18-ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი (CPU) და 16 ან 20-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი (GPU). ასეთი წარმადობა პროფესიონალურ პროგრამებთან მუშაობისთვის საკმარისია.
MacBook Pro M5 Max კიდევ უფრო რთულ ამოცანებს უმკლავდება, რადგან მისი ჩიპი აღჭურვილია 18-ბირთვიანი ცენტრალური პროცესორითა და 32 ან 40-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორით. მაღალი გრაფიკული წარმადობა განსაკუთრებით შესამჩნევია 8K ვიდეოს დამუშავებისას, ვიზუალური ეფექტების რენდერისას, სამგანზომილებიანი ანიმაციის შექმნისას და ლეპტოპზე დიდი ენობრივი მოდელების (LLM) გაშვებისას.
განსხვავებულია ოპერატიული მეხსიერების მოცულობაც. M5 Pro ჩიპით აღჭურვილი ვერსიებისთვის ხელმისაწვდომია 24-დან 64 გბ-მდე, ხოლო M5 Max ჩიპით აღჭურვილი ვერსიებისთვის – 36-დან 128 გბ-მდე. მეხსიერების მაქსიმალური გამტარუნარიანობა, შესაბამისად, 307 და 614 გბ/წმ-ია.

დიზაინი და კორპუსი
MacBook Pro-მ ნაცნობი იერსახე შეინარჩუნა, თუმცა მისი კონსტრუქცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. გაგრილების ახალი სისტემისა და tandem OLED ტექნოლოგიაზე გადასვლის წყალობით კორპუსი უფრო თხელი და მსუბუქი გახდა. სისქე 0,5-1 მმ-ით შემცირდა. M5 Pro ჩიპით აღჭურვილი 14-დუიმიანი მოდელი 1,38 კგ-ს იწონის, ხოლო 16-დუიმიანი – 1,82 კგ-ს.
ალუმინის კორპუსი ხელმისაწვდომია ორ ფერში: Silver და Space Black. ეკრანის სახურავზე კვლავ გამოჩნდა Apple-ის მანათობელი ლოგო, რომელიც ბრენდის ლეპტოპებს დაახლოებით 10 წლის განმავლობაში აღარ ჰქონდათ. ლეპტოპს აქვს HDMI პორტი, SDXC მეხსიერების ბარათის სლოტი, სამი Thunderbolt 5 პორტი და ბატარეის დასატენად განკუთვნილი MagSafe 3 კონექტორი.
სენსორული ეკრანით აღჭურვილი თუ სტანდარტული MacBook Pro: რა განსხვავებაა?
Apple-მა ერთდროულად ორი ახალი მოდელი წარადგინა – სენსორული ეკრანით აღჭურვილი MacBook Pro და MacBook Pro M6. თუ ამ ლეპტოპებს შორის არჩევანს აკეთებთ, სასარგებლო იქნება მათი ძირითადი განსხვავებების გაცნობა.
| პარამეტრი | MacBook Pro შეხებით მართვის მხარდაჭერით | MacBook Pro M6 |
| ჩიპი | M5 Pro ან M5 Max | M6 |
| ეკრანის დიაგონალი | 14,2 ან 16,3 დუიმი | 14,2 დუიმი |
| ეკრანის ტიპი | PROLED XDR | Liquid Retina XDR |
| შეხებით მართვა | Multi-Touch | არ აქვს მხარდაჭერა |
| სიკაშკაშე | 2000 ნიტამდე (SDR და HDR) | 1600 ნიტამდე (HDR) |
| კონტრასტის თანაფარდობა | 10 000 000:1 | 1 000 000:1 |
| ბატარეით მუშაობის ხანგრძლივობა | 22 ან 24 საათამდე (M5 Pro); 20 ან 22 საათამდე (M5 Max) | 24 საათამდე |
| კორპუსის სისქე | 1,5 ან 1,6 სმ | 1,5 სმ |
| მოწყობილობის წონა | 1,38 ან 1,82 კგ (M5 Pro); 1,4 ან 1,84 კგ (M5 Max) | 1,55 კგ |
სენსორული ეკრანით აღჭურვილი ლეპტოპი კარგი არჩევანია, თუ ხშირად მუშაობთ ვიდეოსა და გრაფიკულ მასალაზე და გსურთ, მოწყობილობა შეხებითა და ჟესტებითაც მართოთ. თუ სენსორული პანელისა და კლავიატურის გამოყენებას ხართ მიჩვეული, ლეპტოპი კი პროგრამირებისა და დოკუმენტებთან მუშაობისთვის გჭირდებათ, ყურადღება MacBook Pro M6-ს მიაქციეთ.
ვის გამოადგება?
ილუსტრატორები და დიზაინერები სენსორული ეკრანით აღჭურვილ MacBook Pro-ს დააფასებენ, რადგან გამოსახულებებზე მუშაობა უშუალოდ ეკრანზეა შესაძლებელი. ფოტოგრაფებისთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება OLED ეკრანზე ფერების ზუსტი გადმოცემა და ფოტოების სასურველი მონაკვეთების შეხებით გადიდების შესაძლებლობა. პროგრამების შემქმნელებს კი macOS 27-ში შეხებით მართვის ინტერფეისების უშუალოდ ლეპტოპზე გამოცდა შეეძლებათ.
სად შეიძინოთ MacBook Pro სენსორული ეკრანით?
სენსორული ეკრანით აღჭურვილი MacBook Pro მწარმოებლის ოფიციალური გარანტიით შეგიძლიათ შეიძინოთ iSpace-ში, რომელსაც საქართველოში Apple Premium Partner-ის სტატუსი აქვს. კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ სპეციალისტებს დაუკავშირდეთ ტელეფონით, ვებსაიტზე არსებული ჩატის მეშვეობით ან უშუალოდ მაღაზიებში.
ხელმისაწვდომი კონფიგურაციებისა და მარაგში არსებული მოდელების შესახებ უახლესი ინფორმაცია პროდუქციის გვერდებზე შეამოწმეთ. შეკვეთა შეგიძლიათ ონლაინ გააფორმოთ და ისარგებლოთ საკურიერო მიწოდებით საქართველოს მასშტაბით, ხოლო Apple-ის ტექნიკა ადგილზე დაათვალიეროთ ჩვენს მაღაზიებში, თბილისსა და ბათუმში. ხელმისაწვდომია Trade In, განვადება და კრედიტი. გაწევრიანდით iSpace Community-ში, რათა არ გამოგრჩეთ ექსკლუზიური შეთავაზებები და სიახლეები.
FAQ
აქვს თუ არა MacBook-ს სენსორული ეკრანი?
დიახ, 2026 წლის 28 ოქტომბერს Apple-მა სენსორული ეკრანით აღჭურვილი პირველი პროფესიონალური ლეპტოპი წარადგინა. ამასთან, შენარჩუნებულია მოწყობილობის კლავიატურით, მაუსითა და სენსორული პანელით მართვის შესაძლებლობაც.
რით განსხვავდება სენსორული ეკრანით აღჭურვილი MacBook Pro სტანდარტული მოდელისგან?
მთავარი სიახლეა PROLED XDR ეკრანი Multi-Touch ტექნოლოგიის მხარდაჭერით. ახლა ლეპტოპის მართვა შეგიძლიათ როგორც სენსორული პანელითა და კლავიატურით, ისე უშუალოდ ეკრანზე შეხებითა და ჟესტებით.
რომელი ჩიპი აირჩიოთ: M5 Pro თუ M5 Max?
არჩევანი თქვენს ამოცანებზეა დამოკიდებული. პროგრამირებისა და ვიდეომონტაჟისთვის M5 Pro ჩიპით აღჭურვილი MacBook Pro გამოგადგებათ. M5 Max ჩიპით აღჭურვილი ვერსია კი დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავებასა და რთულ გრაფიკულ ამოცანებს უკეთ გაუმკლავდება.
ღირს თუ არა სენსორული ეკრანით აღჭურვილ მოდელში მეტის გადახდა?
დამატებითი თანხის გადახდა გამართლებულია, თუ შეხებით მართვის რეგულარულად გამოყენებას გეგმავთ. ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით სასარგებლოა ილუსტრატორებისთვის, დიზაინერებისა და ფოტოგრაფებისთვის.
ასევე იხილეთ
iPhone Duo: პირველი დასაკეცი iPhone-ის მახასიათებლები
iPhone 18 Pro: გამოსვლის თარიღი, მახასიათებლები და Apple-ის ახალი ფლაგმანის მთავარი სიახლეები
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.


