iOS 18.1-ის გამოშვებით, iPhone-ის მომხმარებლებმა საბოლოოდ მიიღეს სატელეფონო საუბრების ჩაწერის და მათი ტრანსკრიბციის შესაძლებლობა. აქ მოცემულია ინსტრუქცია, თუ როგორ ჩაიწეროთ ზარები თქვენს iPhone-ზე, რამდენად ლეგალურია ეს და რომელ მოწყობილობებს აქვთ ამ ფუნქციის მხარდაჭერა. ინსტრუქცია ვერიფიცირებულია და არ საჭიროებს დამატებით აპებს. სპოილერი: სრულიად ლეგალურია.

ვის შეუძლია Apple-ის ახალი ფუნქციის გამოიყენება?

კარგი ამბავი: Apple-მა ეს ფუნქცია მხოლოდ უახლესი მოდელებით არ შეზღუდა. აი, რა უნდა იცოდეთ თავსებადობის შესახებ:

·       მხარდაჭერის მქონე მოწყობილობები: iPhone XS-დან მოყოლებული ყველა მოდელი.

·       მოთხოვნები: განაახლეთ iOS 18.1 ან უფრო ახალი ვერსია.

დამატებითი მოთხოვნები არ არსებობს. თუ გაქვთ iPhone 15 Pro, iPhone 15 Pro Max, ან iPhone 16-ის ნებისმიერი მოდელი, “Notes” აპის გამოყენებით შეგიძლიათ ზარის ტრანსკრიფციების ნახვაც კი.

როგორ ჩავიწეროთ ზარი iOS 18.1 ან უფრო ახალი ვერსიის მქონე iPhone-ებზე?

კიდევ ერთი კარგი ამბავი – რეგიონის შეცვლა არ არის საჭირო. ფუნქცია მუშაობს თქვენი მდებარეობის მიუხედავად. მის ჩასართავად და გამოსაყენებლად:

1.     გახსენით Settings > Apps > Phone.

2.     აირჩიეთ Call Recording.

ჩართვის შემდეგ მიჰყევით ამ ნაბიჯებს ზარის ჩასაწერად:

·       აირჩიეთ კონტაქტი, ვისთანაც გსურთ ზარის განხორციელება.

·       ზარის დაწყების შემდეგ, ზედა მარცხენა კუთხეში გამოჩნდება ახალი ღილაკი, რომელიც ჰგავს აუდიო ტალღის ფორმას. დააჭირეთ მას და დაელოდეთ ათვლის დასრულებას.

·       თქვენც და მეორე მხარეც მოისმენთ გაფრთხილებას, რომ ზარი ჩაიწერება. ამ გაფრთხილების გამორთვა შეუძლებელია.

·       ეკრანზე გამოჩნდება ჩანაწერის ინდიკატორი და ასევე გექნებათ შესაძლებლობა, შექმნათ ჩანიშვნები საუბრის დროს.

·       ჩაწერის შესაჩერებლად დაასრულეთ ზარი ან დააჭირეთ ღილაკს Stop. სისტემა ორივე მხარეს გამოუცხადებს, რომ ხმის ჩაწერა დასრულდა.

სად ინახება ზარის ჩანაწერები?

iOS 18.1-ის გამოყენებით ზარის ჩაწერის შემდეგ, ჩანაწერი შეგიძლიათ იპოვოთ Notes აპში. ჩანაწერების საპოვნელად:

·       გახსენით Notes აპი და იპოვეთ საქაღალდე, სახელწოდებით Call Recordings.

·       თითოეული ჩანაწერი მიიღებს საკუთარ ჩანიშვნას. ჩანაწერის შიგნით შეგიძლიათ მოუსმინოთ აუდიოს და, თუ თქვენს მოდელს აქვს მხარდაჭერა, ნახოთ ტრანსკრიფციაც.

·       სამწუხაროდ, ტრანსკრიფციები ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურენოვანი მომხმარებლებისთვის.

ჩანაწერის ფაილების აპში შესანახად, ელფოსტით ან შეტყობინებების აპების გასაზიარებლად და სხვა ფუნქციების შესასრულებლად, ხანგრძლივად შეეხეთ ჩანაწერს.

დახმარება გჭირდებათ?

თუ გიჭირთ ზარების ჩაწერა ან ვერ პოულობთ ჩანაწერებს, გვეწვიეთ iSpace-ში. ჩვენი კონსულტანტები Apple-ის უახლესი ფუნქციების ექსპერტები არიან და დაგეხმარებიან ნებისმიერი საკითხთან დაკავშირებით. მაღაზიაში ასევე შეძლებთ Apple-ის უახლესი პროდუქციის და აქსესუარების გაცნობას, რომელთა გამოცდაც მაღაზიაშივე შეგიძლიათ.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *