Apple პროდუქტები მთელ მსოფლიოში სარგებლობს უდიდესი პოპულარობით — iPhone, iPad, Mac, Apple Watch და AirPods უკვე ასოცირდება ხარისხთან და სანდოობასთან. სწორედ ამიტომ ბაზარზე ხშირად ჩნდებიან არაოფიციალური გამყიდველები, რომლებიც გვთავაზობენ გაურკვეველი წარმომავლობის მოწყობილობებს. როგორ არ მოტყუვდეთ და როგორ ამოიცნოთ სანდო მაღაზია?

სად იყიდება Apple ტექნიკა?

Apple ტექნიკის შეძენის რამდენიმე გზა არსებობს, თუმცა მხოლოდ ორი მათგანია 100%-ით უსაფრთხო.

1. Apple Store

Apple-ის მაღაზია, რომელიც პირდაპირ კომპანიის მიერ იმართება. თუმცა საქართველოში Apple Store ჯერ არ არსებობს, ხოლო ოფიციალური ონლაინ-შეკვეთები ჩვენს ქვეყანაში არ იგზავნება.

2. ავტორიზებული Apple-ის პარტნიორები

ეს არის მაღაზიები, რომლებიც მუშაობენ Apple სტანდარტებით და ყიდიან მხოლოდ ორიგინალ, ახალ მოწყობილობებს.

პარტნიორების სიის გადამოწმება შესაძლებელია Apple-ის ოფიციალურ ვებსაიტზე.

სანდო პარტნიორებს აქვთ ერთ-ერთი ასეთი სტატუსი:

  • Apple Authorised Reseller
  • Apple Premium Reseller
  • Apple Premium Partner (უმაღლესი კატეგორია).

რას ნიშნავს „ნაცრისფერი“ გამყიდველი?

ასე უწოდებენ მაღაზიებსა და გამყიდველებს, რომელთაც ტექნიკა არაოფიციალურად, შემოვლითი გზებით შემოაქვთ ქვეყანაში. ისინი ხშირად არღვევენ საბაჟო წესებს და არ იხდიან გადასახადებს, რის გამოც დაბალ ფასს გვთავაზობენ. მაგრამ ასეთი „შეთავაზებები“ ხშირად სიცრუეა, რადგან:

  • მოწყობილობა შეიძლება იყოს მეორადი ან აღდგენილი;
  • ზოგჯერ ყიდიან ფალსიფიცირებულ iPhone-ს ორიგინალის ფასად;
  • შესაძლოა მოწყობილობა საერთოდ ვერ განახლდეს ან დაიბლოკოს.

ასეთ პროდუქციაზე ოფიციალური Apple გარანტია არ ვრცელდება.

მეორეული ბაზარი და განცხადებები

ხშირად ვხვდებით შემოთავაზებებს სხვადასხვა პლატფორმაზე, სადაც ტექნიკა „შესანიშნავ მდგომარეობაშია“. მაგრამ გარედან იდეალური iPhone შიგნით შეიძლება უკვე შეკეთებული იყოს. პროფესიული დიაგნოსტიკის გარეშე ამის დადგენა შეუძლებელია.

სად შევიძინოთ ოფიციალური Apple ტექნიკა საქართველოში?

ოფიციალური Apple ტექნიკის შეძენა საქართველოში iSpace-ში შეიძლება, ეს არის Apple-ის ოფიციალური პარტნიორი და საქართველოში ერთადერთი Apple Premium Partner.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ახალ და ორიგინალ Apple ტექნიკას — iPhone, iPad, MacBook, iMac, Apple Watch, AirPods, Apple TV და აქსესუარებს;
  • პროფესიონალურ კონსულტაციას და დახმარებას შერჩევაში;
  • მოწყობილობის პირველადი გაშვების, მონაცემების გადატანისა და აპების დაყენების მომსახურებას;
  • ოფიციალურ გარანტიასა და Apple სტანდარტების შესაბამის სერვისს;
  • შეძენის მოქნილ პირობებს: Trade-in, განვადება;
  • ბონუსებს ლოიალობის პროგრამით და მიტანას საქართველოს ნებისმიერ კუთხეში.
Произошла ошибка проверьте шорткод

რატომ არ ღირს გარისკვა?

„ნაცრისფერი“ გამყიდველებისგან ან უცნაური ონლაინ-მაღაზიებიდან შეძენამ შეიძლება დაზოგოს რამდენიმე ლარი, მაგრამ შედეგად სერიოზული პრობლემები მოგიტანოთ:

  • მოწყობილობა შეიძლება აღმოჩნდეს ბლოკირებული ან არაოფიციალური წარმოშობის;
  • ზოგიერთ უცხო ქვეყანაში ნაყიდ iPhone-ს SIM-ბარათთან დაკავშირების პრობლემა აქვს;
  • ასეთ ტექნიკაზე არ მოქმედებს Apple მხარდაჭერა და გარანტია.

რჩევა: შეამოწმეთ მოწყობილობის სერიული ნომერი Settings > General > About და შეადარეთ ყუთზე მითითებულ ინფორმაციას.

შემდეგ გადაამოწმეთ ნომერი Apple-ის ოფიციალურ საიტზე. თუ ინფორმაცია ემთხვევა, მოწყობილობა ორიგინალია.

აირჩიეთ სანდო პარტნიორი

ნუ გარისკავთ თქვენს ფულს და მოწყობილობას — შეიძინეთ მხოლოდ ოფიციალური Apple პარტნიორებისგან.

საქართველოში ასეთი მაღაზიაა iSpace – ერთადერთ Apple Premium პარტნიორი ქვეყანაში.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *