7 სექტემბრის პრეზენტაციაზე Apple-მა ახალი Apple Watch Ultra გაგვაცნო. საათი გათვლილია სპორტსმენებზე, მოცურავეებსა და ექტრემალური სიტუაციების მოყვარულ ადამიანებზე. Apple Watch Ultra იზიარებს იმავე მახასიათებლებს, როგორც ახალი Apple Watch Series 8, თუმცა საათში გაცილებით მეტს გვთავაზობს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
1. მუშაობა ექტრემალური ტემპერატურის პირობებში.
როგორც ვიცით iPhone და სხვა სმარტფონები ექტრემალური ტემპერატურის (ცხელი/ცივი) პირობებში ითიშება და სრულად უფუნქციოა. ტემპერატურის ასეთი ცვლილებები Apple Watch Ultra-ს არ აშინებს.
Apple-ის თქმით, საათი ერგება ყველაზე ექტრემალურ გარემოს და ტემპერატურებს. Apple Watch Ultra უძლებს მინიმალურ -20°C-ს და მაქსიმუმ 55°C-ს
2. მეტი ეკრანი, მეტი ინფორმაცია.
Apple-მა შექმნა ახალი Wayfinder საათის სახე, რომელიც შექმნილია სპეციალურად დიდი Apple Watch Ultra ეკრანისთვის. იგი მოიცავს ციფერბლატში ჩაშენებულ კომპასს და აქვს სივრცე ეკრანზე ერთდროულად რვა Complication-ისთვის. Wayfinder-ის საათის სახის მორგება შესაძლებელია ისეთი აქტივობებისთვის როგორიცაა სამთო, ოკეანის ან სხვა ექსპედიციები.
3. კონფიგურირებადი Action ღილაკი.
Apple Watch-ის წინა მოდელებისგან განსხვავებით, რომელთაც მხოლოდ ორი ფიზიკური კონტროლი აქვთ, Apple Watch Ultra გვთავაზობს მესამე Action ღილაკს.
Action ღილაკი გადაწყვეტილია ნარინჯისფერში და შეუძლია უამრავი ფუნქციის შესრულება. ღილაკი კონფიგურირებადია, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მომხმარებელი თავად გადაწყვეტს თუ რა ფუნქციას შეასრულებს ის.
4. უფრო ნათელი ეკრანი
საფირონის კრისტალის ქვეშ Retina ეკრანი იმალება, რომელიც ყველაზე დიდი Apple Watch ეკრანია Apple-ის ისტორიაში. ეკრანი ასევე გამოირჩევა გასაოცარი 2000 nit-მდე სიკაშკაშით, რაც 2-ჯერ უფრო მეტია ვიდრე ნებისმიერი სხვა Apple Watch ეკრანის სიკაშკაშე.
5. ღამის რეჟიმი
თუ იყენებთ Wayfinder საათის სახეს, ღამის რეჟიმის გააქტიურებით შეგიძლიათ დაბალი განათების პირობებში საათის ავტონომიურობის ოპტიმიზაცია. ამისათვის დაატრიალეთ ციფრული გვირგვინი, რაც თქვენს ინტერფეისს წითელ ელფერს მიანიჭებს და სრულად გააქრობს თვალისთვის საზიანო ლურჯ გამოსხივებას.
6. გადაუდებელი სირენა
თუ ოდესმე დაიკარგებით, დაშავდებით ან აღმოჩნდებით რაიმე სხვა სახიფათო სიტუაციაში და გსურთ ყურადღების მიქცევა თქვენს ლოკაციაზე, Apple Watch Ultra შეიცავს 86 დეციბელის მქონე სირენას, რომლის ჩართვაც Action ღილაკის დაჭერითაც არის შესაძლებელი.
Apple-ის თქმით სირენა იყენებს უნიკალურ ხმოვან ტალღას, რომელიც აერთიანებს ორ განსხვავებულ სირენის შაბლონს. გააქტიურების შემთხვევაში სირენა უწყვეტად ისმის რამდენიმე საათის განმავლობაში, რომლის გაგონებაც შესაძლებელია 180 მეტრის მანძილზე.
7. საუკეთესო GPS პოზიციონირება
Apple Watch Ultra იყენებს ზუსტი ორმაგი სიხშირის GPS-ს, რომელიც აერთიანებს როგორც L1, ასევე უახლეს L5 სიხშირეს.
Apple-ის თქმით პოზიციონირების ახალ ალგორითმებთან ეს არის ყველაზე ზუსტი და მოწინავე GPS ტექნოლოგია ბაზარზე.
8. კომპასის განახლებული აპლიკაცია
watchOS 9-ში კომპასი სპეციალურად Apple Watch Ultra-სთვის შემუშავდა და გვთავაზობს სამ ახალ განსხვავებული სახეს, ესენია Hybrid, Analog და Digital. ახალი Hybrid სახე, ერთდროულად აჩვენებს როგორც Analog ისე Digital კომპასს.
ციფრული გვირგვინის შემობრუნებით კი იხილავთ დამატებით სახეს, რომელიც აჩვენებს გრძედს, განედს, სიმაღლეს, დახრილობას, ორიენტირების ხედს. ეს უკანასკნელი ასახავს კომპასის მიმართულებებს და გავლილ გზას.
9. გასავლელი და უკან დასაბრუნებელი ბილიკების მარკირება
Compass აპში Action ღილაკის გამოყენებით ან Compass Waypoint სიმბოლოზე შეხებით, შეძლებთ გასავლელი გზის და მდებარეობის მონიშვნას. ასევე შესაძლებელია მონიშნული წერტილების რედაქტირება. უნდა აღინიშნოს, რომ კომპასში მითითებული ინფორმაცია რეალურ დროში ახლდება და ერთდროულად აჩვენებს როგორც მიმართულებას ისე დარჩენილ მანძილს.
GPS-ის დახმარებით, ახალი Backtrack ფუნქცია ქმნის ბილიკს, რომელიც გაჩვენებთ სად იყავით, რომლის გამოყენებაც შესალებელია დაკარგვის, დეზორიენტირების ან უკან დაბრუნების სურვილის შემთხვევაში.
10. წყლის ტემპერატურისა და სიღრმის სენსორი
Apple Watch Ultra-ს აქვს EN 13319-ით სერთიფიცირება, რომელიც აღიარებულია როგორც საერთაშორისო სტანდარტი ჩასაყვინთი აქსესუარებისთვის, მათ შორის სიღმის საზომი. Apple Watch Ultra ახალ აპლიკაციაში აერთიანებს ისეთ ინფორმაციას როგორიცაა: ყვინთვის დრო, მიმდინარე სიღრმე 40 მეტრამდე, წყლის ტემპერატურა, ხანგრძლივობა წყალში და მაქსიმალური მიღწეული სიღრმე.
წყალქვეშ ყოფნისას, Apple Watch Ultra ავტომატურად ააქტიურებს Depth აპს, რაც აადვილებს წვდომას კრიტიკულ ინფორმაციაზე მისი ხელით გახსნის გარეშე. ალტერნატიულად, შესაძლებელია Depth აპის Action ღილაკზე დანიშვნა, მისი მარტივად გასახსნელად.
11. AirPods-ის მართვა
AirPods-ის კონტროლი
Apple Watch-ით შეგიძლიათ სთხოვოთ Siri-ის ჩართოს ხმაურის გაუქმება ან გამჭვირვალე რეჟიმი თქვენს ყურსასმენებზე. მაგრამ ამისათვის ისინი უნდა იყოს დაკავშირებული თქვენს iPhone-სა და Apple Watch-თან.
Apple Watch-ზე გადადით პარამეტრები > Bluetooth.
მოწყობილობების განყოფილებაში დააკავშირეთ AirPods.
ამის შემდეგ, თქვენ უნდა გაააქტიუროთ Siri თქვენს Apple Watch-ზე და გაახმოვანოთ თქვენი მოთხოვნა.
შეიძინეთ Apple Watch ოფიციალური გარანტიით iSpace მაღაზიებში. კატალოგში შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი მოდელი: Apple Watch Series 8, 9, SE 2, ასევე Apple Watch Ultra ან Ultra 2.
“Find My iPhone”-ში:
ამის გასარკვევად ყველაზე მარტივი გზაა დააწკაპუნოთ გვერდით ღილაკზე და შემდეგ დააწკაპუნოთ Find iPhone ფუნქციაზე.
“Flashlight” განყოფილებაში:
ყველასთვის ნაცნობი სიტუაცია: ბნელ დერეფანში უნდა გააღოთ კარი. ან იპოვოთ გასაღები თქვენი ზურგჩანთის ბოლოში. გასაღების ხვრელის ან თქვენი ჩანთის შიგთავსის ხაზგასასმელად, დააჭირეთ Apple Watch-ის გვერდით ღილაკს. შემდეგ კი საკონტროლო ცენტრში აირჩიეთ ფანარი.
ასევე გაეცანით:
- iPhone 14 Pro – 5 ძირითადი მახასიათებელი.
- 14 Pro: რა არის და როგორ მუშაობს ახალი “დინამიური კუნძული”?
- iPhone 14: როგორ გამოვიყენოთ 4K კინემატოგრაფიული რეჟიმი?
- iPhone 14 თუ iPhone 14 Pro?
- iPhone 14 Pro: როგორ გადავიღოთ 48MP ProRaw ფოტოები?
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.