iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max გვთავაზობს რამდენიმე ექსკლუზიურ ფუნქციას, რომელთა შორისაც არის Always-On Display.
Always-On Display მარტივად რომ ვთქვათ არის მუდმივად ჩართული ეკრანი. უფრო დეტალურად კი თქვენი Lock Screen-ის ჩაბნელებული ვერსია, რომელიც გვიჩვენებს ეკრანის ფონს, ვიჯეტებს და ცოცხალ აქტივობებს.
Apple-მა ელემენტის ხანგრძლივობაზე მინიმალური გავლენით შეძლო მუდმივად ჩართული ეკრანის 14 Pro მოდელებში დანერგვა. ეს შესაძლებელი გახდა ენერგოეფექტური OLED პანელის და კადრის სიხშირის 1Hz-მდე დავარდნის საშუალებით.
ამის მიუხედავად, iPhone 14 Pro-ს ზოგიერთმა მიმომხილველმა აცხადებს, რომ მუდამ ჩართულ ეკრანის ერთი შეხედვით უმნიშვნელო ენერგომოხმარება არც თუ ისე უმნიშვნელოა.
იმის თქმა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ან/და უმნიშვნელოა ელემენტის მუხტზე გავლენა საკმაოდ რთულია. თუმცა, თუ გსურთ თქვენი ელემენტის მაქსიმალური ენერგოეფექტურობის მიღწევა და Always-On Display-ს გამორთვა, შეასრულეთ შემდეგი ნაბიჯები:
- გახსენით Settings აპლიკაცია; პარამეტრების აპი;
- ჩამოსქროლეთ და აირჩიეთ Display & Brightness;
- ჩამოსქროლეთ და გამორთეთ Always On;
- სულ ეს არის!
iPhone-ის დაბლოკვის შემდეგ ეკრანი სრულად ჩაქრება და არ აინთება სანამ თავად არ შეეხებით ან განბლოკავთ მას.
ასევე გაეცანით:
- iOS 16 Lock Screen პერსონალიზაცია: ვიჯეტები, ფონტები, ფოტოები და სხვა.
- მიმოხილვა: iPhone 14, Apple Watch, AirPods Pro
- iPhone 14 Pro – 5 ძირითადი მახასიათებელი.
- iPhone 14 Pro: რა არის და როგორ მუშაობს ახალი “დინამიური კუნძული”?
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.