iPhone, iPad, Mac და ზოგადად Apple პროდუქტი სხვა ყველაფერთან ერთად საოცრად დაცული ოპერაციული სისტემებით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, აპლიკაციებისა და პროგრამების უსაფრთხოდ გადმოწერა მხოლოდ ერთი წყაროდან არის შესაძლებელი – App Store.
App Store–ში მილიონობით აპლიკაციაა ხელმისაწვდომი და ზოგიერთი მათგანი ფასიანია. ფასიანი აპლიკაციების გადმოსაწერად კი საჭიროა Apple ID-ზე გადახდის მეთოდის მიბმა.
საბანკო ბარათის მიბმა iPhone/iPad-ზე:
- გახსენით Settings და შეეხეთ თქვენს სახელს;
- აირჩიეთ “Payment & Shipping” და გაიარეთ ავტორიზაცია;
- აირჩიეთ “Add Payment Method” და შეიყვანეთ თქვენი ბარათის დეტალები.
საბანკო ბარათის მიბმა Mac-ზე:
- გახსენით App Store და შეეხეთ თქვენს სახელს;
- აირჩიეთ “View Information”;
- “Payment Information”–ის გვერდით აირჩიეთ “Manage Payments” (თუ იყენებთ ძველ macOS–ს, შეეხეთ Edit ღილაკს Payment Type-ის გვერდით – შესაძლოა მოგიწიოთ ავტორიზაცია);
- გაიარეთ ავტორიზაცია და შეეხეთ “Add Payment Method”.
თითოეული რეგიონის გადახდის მეთოდის პირობები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.