AirPods Pro 2 გვთავაზობს გაუმჯობესებულ დამტენი ქეისს, რომელსაც დაემატა U1 ჩიპი Find My აპლიკაციის Precision Finding-ისთვის. ეს ნიშნავს, რომ სხვა ფუნქციებთან ერთად დამტენი ქეისის კორპუსში ჩაშენებულია დინამიკი, რომელიც გამოსცემს ხმას და გვეხმარება მის პოვნაში.
თუმცა, დინამიკი ასევე გამოსცემს შესაბამის ზარს, როდესაც მას დასამუხტად ვაერთებთ. ქეისი გამოსცემს ხმას მიუხედავად დამუხტვის მეთოდისა, იქნება ეს Lighning კაბელი, თუ დამტენი ბალიში.
თუ ფუნქცია არ მოგწონთ და გსურთ მისი გამორთვა:
- დააკავშირეთ Pro 2 თქვენს iPhone-თან;
- გახსენით Settings აპლიკაცია;
- აირჩიეთ AirPods Pro 2 თქვენი Apple ID-ის ქვეშ;
- ჩამოსქროლეთ და გამორთეთ Enable Charging Case Sounds.
! სულ ეს არის. გაითვალისწინეთ, რომ პარამეტრი არ იქნება ხელმისაწვდომი, თუ დამტენი ქეისი მიერთებულია დენზე.
ასევე გაეცანით:
- iOS 16 Lock Screen პერსონალიზაცია: ვიჯეტები, ფონტები, ფოტოები და სხვა.
- მიმოხილვა: iPhone 14, Apple Watch, AirPods Pro
- iPhone 14 Pro – 5 ძირითადი მახასიათებელი.
- 14 Pro: რა არის და როგორ მუშაობს ახალი “დინამიური კუნძული”?
- 14 Pro: როგორ გამოვრთოთ Always-On Display?
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.