AirPods Pro 2 გვთავაზობს გაუმჯობესებულ დამტენი ქეისს, რომელსაც დაემატა U1 ჩიპი Find My აპლიკაციის Precision Finding-ისთვის. ეს ნიშნავს, რომ სხვა ფუნქციებთან ერთად დამტენი ქეისის კორპუსში ჩაშენებულია დინამიკი, რომელიც გამოსცემს ხმას და გვეხმარება მის პოვნაში.

თუმცა, დინამიკი ასევე გამოსცემს შესაბამის ზარს, როდესაც მას დასამუხტად ვაერთებთ. ქეისი გამოსცემს ხმას მიუხედავად დამუხტვის მეთოდისა, იქნება ეს Lighning კაბელი, თუ დამტენი ბალიში.

თუ ფუნქცია არ მოგწონთ და გსურთ მისი გამორთვა:

  • დააკავშირეთ Pro 2 თქვენს iPhone-თან;
  • გახსენით Settings აპლიკაცია;
  • აირჩიეთ AirPods Pro 2 თქვენი Apple ID-ის ქვეშ;
  • ჩამოსქროლეთ და გამორთეთ Enable Charging Case Sounds.

! სულ ეს არის. გაითვალისწინეთ, რომ პარამეტრი არ იქნება ხელმისაწვდომი, თუ დამტენი ქეისი მიერთებულია დენზე.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *