Apple–მა დეველოპერებს მეტი დრო მისცა მოძველებული აპების განახლებისა და App Store –ზე ატვირთვისათვის.

App Store-ის განახლებულმა პოლიტიკამ, რომელიც კომპანიამ წინა კვირას შემოგვთავაზა, უამრავი აპლიკაციის დეველოპერი ჩააგდო გაურკვევლობაში. ამასთან დაკავშირებით Apple-მა დადო განმარტება, რომელიც დეველოპერებს უფრო მეტ დროს მისცემს აპლიკაციების განახლებისათვის.

Apple-მა ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკა ახალი ნამდვილად არ არის. 2016 წლიდან დაიწყო App Store-ის გაუმჯობესების პროცესი და ამ დროის განმავლობაში დაახლოებით 3 მილიონი აპლიკაცია წაიშალა მაღაზიიდან. განცხადებაში ნათქვამია, რომ ასეთი პოლიტიკა “უზრუნველყოფს აპლიკაციების გამართულ მუშაობას მომხმარებლების უმეტესობისათვის და მხარს უჭერს ინოვაციების, უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მოთხოვნების დაკმაყოფილებას“.

აპლიკაციები, რომლებიც განახლებამდეა ჩამოტვირთული განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, თუმცა ახალ მომხმარებლებს მათზე არ ექნებათ წვდომა. იგივე სიტუაციაა მომხმარებლის მიერ აპლიკაციის წაშლის შემთხვევაშიც.

უცნობია წინასწარ გააფრთხილა თუ არა Apple–მა აპლიკაციების დეველოპერები. ახალი პოლიტიკა კი აპრილის ბოლოსთვის გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც ერთ–ერთმა დეველოპერმა გააზიარა Apple-სგან მიღებული წერილი. წერილში საუბარი იყო მისი აპლიკაციის შესახებ, რომელიც განახლების გარეშე მომდევნო 30 დღის შემდეგ წაიშლებოდა. წერილში განმარტა, რომ მოცემული თამაში, Motivoto, არ განახლებულა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ამ კონკრეტულმა დეტალმა კიდევ უფრო დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან ამ კრიტერიუმს მილიონობით აპლიკაცია არღვევს, მათ შორის Apple-ის Texas Hold’em–იც.

დეველოპერების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, Apple-მა ასევე განაცხადა, რომ დეველოპერებს “აპლიკაციების განახლებისათვის კიდევ უფრო მეტი დრო მიეცემათ. სტანდარტული 30 დღიანი ვადა 90 დღემდე გაიზარდა”.

Apple-მა ბარიერი 2 წლიდან 3 წლამდე გაზარდა და განმარტა ტერმინი ჩამოტვირთვის მინიმალური ზღვარი, რაც ნიშნავს რომ “აპლიკაცია საერთოდ არ არის ჩამოტვირთული ან უკანასკნელი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში ადგილი აქვს ჩამოტვირთების ძალიან მცირე ოდენობას”. ასეთი ქმედებით, Apple ცდილობს დეველოპერებისათვის აპლიკაციების განახლების გამარტივებას და იმედს იტოვებს, რომ ძველ და პოპულარულ აპლიკაციებს არ მოუწევთ App Store-ის დატოვება.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *