აკუსტიკური ბრენდი Bang&Olufsen დანიაში დაიბადა. ქვეყანაში, რომელსაც განსაკუთრებულად ახასიათებს უმაღლეს ხარისხზე, ავთენტურობასა და ესთეტიურობაზე ორიენტირება. 96 წლიანი არსებობის განმავლობაში B&O სწორედ ამ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს და ქმნის უნიკალურ აუდიო ტექნიკას.
B&O: დიზაინი და ხარისხი ფასზე მნიშვნელოვანია.
განვიხილოთ Beosound Edge, რომელიც ერთი შეხედვით დიდი ზომის მონეტას მოგვაგონებს. კომპაქტური და მძლავრი უსადენო დინამიკი გვაოცებს საკუთარი სიზუსტითა და ლაკონურობით. დინამიკის მართვაც საოცრად ინტუიტიურია, ზედაპირზე შეხება კი სასიამოვნო.
აღსანიშნავია, რომ Beosound Edge ავთენტური და მძლავრი ჟღერადობის წარმოქმნისთვის მოწინავე აკუსტიკურ ტექნოლოგიებს იყენებს. უფრო მეტიც, მოწყობილობა გვთავაზობს B&O დაპატენტებულ მსოფლიოში პირველ აქტიურ დაბალსიხშირიან პორტს, რომლის დანიშნულებაც იდეალური ბასის შექმნაა ხმის ნებისმიერ დონეზე.
უნიკალურობა: ვერავინ ქმნის ყალბ B&O მოწყობილობას!
დღევანდელ სამყაროში მომხმარებელი გარშემორტყმულია უამრავი სახის მოწყობილობით, რაც მწარმოებლისთვის საკმაოდ ართულებს გამორჩეული პროდუქტის შექმნას. თუმცა, ამ ამოცანის წინაშე B&O ნამდვილად არ დგას, რაც Bang&Olufsen–ის დამფუძნებლების დამსახურებაა.
ელექტრონული მოწყობილობა ვერ იქნება ვიზუალურად მიმზიდველი – ეს იყო საკმაოდ მყარად გამჯდარი სტერეოტიპი, რომელიც პიტერ ბენგმა და სვენდ ოლუფსენმა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაამსხრიეს. თუ როგორ შეძლეს და რა გზის გავლა დასჭირათ ამისათივს, უკვე ვისაუბრეთ ბლოგში.
Beoplay M5, Beosound 1, Beosound 2, Beoplay A9, Beosound Edge.
B&O ლოგოტიპის მქონე ნებისმიერი პროდუქტი, ელექტრონულ მოწყობილობასთან ერთად ინტერიერის უნიკალური ნაწილია. მაგალითისთვის განვიხილოთ BeoSound Balance-ის დიზაინი.
BeoSound Balance-ის დიზაინი შემუშავებულია ბენჯამინ უბერტის მიერ (Layer Design Studio – London). ვიზუალი შთაგონებულია სკანდინავიური მინიმალიზმის, კონსტრუირებული ნატურალური ხის, ალუმინისა და ბუნებრივი ქსოვილის უზადო სინთეზით.
მარცხნივ – Beoplay A9, მარჯვნივ – Beosound Edge, ცენტრში – Beosound Balance, უკან – Beosound 1 და Beosound 2.
უბრალოდ უნაკლო და არანაირი კომრპომისი.
ბრენდისა და მომხმარებლის საუკუნოვანმა ურთიერთობამ დაამკვიდრა გარკვეული მოლოდინები, რომელთა გამართლება და გადაჭარბებაც B&O ინჟინრებისა და დიზაინერების უმთავრესი ამოცანაა.
მატერიალები – მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ანოდირებული ალუმინი, ნატურალური ხე, უმაღლესი ხარისიხის ტყავი, პრემიალური ტექსტილი. მთავარი კრიტერიუმი – გაუძლოს საუკუნეს.
ჟღერადობა – მკაფიო, სუფთა, დეტალიზებული. მთავარი კრიტერიუმი – ეჭვქვეშ დააყენოს სხვა მოწყობილობები.
ტექნოლოგია – მხოლოდ თანამედროვე და ყოველდღიურად გამოყენებადი. ინტუიტიური და მოსახერხებელი. მთავარი კრიტერიუმი – უსწრებდეს დროს.
დიზაინი – საკულტო, ამაყი და ჰარმონიული. მთავარი კრიტერიუმი – მოერგეოს ნებისმიერ სივრცეს.
მარადიულობა: B&O გადის დროის გამოცდას.
მომხმარებლებზე ზრუნვით და პატივისცემით პიტერ ბენგმა და სვენდ ოლუფსენმა დიმსახურეს მათი ნდობა და ლოაიალობა, რაზეც ამაზე შემდეგი ფაქტებიც მეტყველებენ:
– Bang&Olufsen-ის აკუსტიკა შექმნილია როგორიც მომავლის, ისე წარსული გათვალისწინებით. 80-იან წლებში შექმნილი მოწყობილობები დღესაც აქტუალურია და იგივე ეფექტურობით ფუნქციონირებენ. უფრო მეტიც, მათზე ჯერ კიდევ ვრცელდება ოფიციალური სერვის–ცენტრების მომსახურება.
– გაგიკვირდებათ და მოწყობილობების ასეთი ასაკის მიუხედავად, მათ უმრავლესობას აქვს Smart Home და ხმოვანი ბრძანებების მხარდაჭერა.
– თუ თქვენ მემკვიდრეობით გერგოთ ასეთი რარიტეტი, ნუ იჩქარებთ მასთან განშორებას, რადგან, ასეთი ვინტაჟური მოდელების ღირებლება დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება.
– ბრენდის ლოგოტიპიც კი საოცრად აქტუალურია, თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ ის 1930–იან წლებში შეიქმნა. ლოგოტიპის დიზაინი ეკუთვნის 16 წლის Henning Dahl Mikkelsen–ს – დანიელი კარიკატურისტი, რომელიც ცნობილი გახდა საკმაოდ მრავალსერიანი კომიქსის Ferd’nand-ის შექმნით.
B&O მოწყობილობების გამძლეობა და სიმტკიცე განპირობებულია გამძლეობაზე ჩატარებული ტესტირებებით. დიზაინი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იქმნება რათა გაუძლოს დროს. ეს ყველაფერი კი ბრენდის უკვდავ აქტუალობას უსვამს ხაზს და მის მიმართ სრულიად გამართლებულ სიმპათიებს იწვევს.
მომხმარებლებზე ზრუნვა
Bang&Olufsen განსაკუთრებული ყურადღებით ეოპყრობა მომხმარებლებზე ზრუნვას. ბრენდი ამას უამრავი ხერხით და მეთოდით გამოხატავს, თუმცა რამოდენიმე მათგანს აქვე გავუსვამთ ხაზს:
– ყოველი ახალი მოწყობილობის შემუშავებისას ინჟინერები ცდილობენ, რომ ის წინა თაობასთან თავსებადი იყოს. რაც ისევ და ისევ ბრენდის აკუსტიკის აქტუალობას უსვამს ხაზს.
– მოწყობილობების კონსტრუქციისა და დიზაინის შეფასებისას, დიზაინერების ერთ–ერთი უმთავრესი სახელმძღვანელო კრიტერიუმია ნებისმიერი ტიპის ინტერიერზე უნაკლოდ მორგება.
– კომპანია ასევე დიდ ყურადღებას აქცევს პროდუქტის ელეგანტურ და დახვეწილ პრეზენტაციას: დეტალური პრეს–რელიზები, დაწვრილებითი ინსტრუქციები მომხმარებლებისათვის და, რა თქმა უნდა, თვალისმომჭრელი ვიდეორგოლები.
ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ Bang&Olufsen კოლაბორაციისათვის მხოლოდ საუკეთესოებს იწვევს: Supreme, Saint Laurent, Louis Vuitton და ა.შ.
მაგალითად, Louis Vuitton–მა საკუთარი წვილი შეიტანა პორტატული დინამიკის, Beosound 2-ის დახვეწილი ტყავის ჩანთის შექმნაში. ნამუშევარი შექმნილია Nomade-ს ტყავით, რომელიც გამოიყენება Louis Vuitton-ის ჩანთებისა და ფეხსაცმელის შექმნისათვის.
2017 წელს შეიქმნა Beoplay A9, რომლის ვიზუალის შემუშავებაში თავისი წვლილი შეიტანა რეჟისორმა დევიდ ლინჩმა. ნამუშევარი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ Bang&Olufsen-მა ექსპერიმენტის გამეორება გადაწყვიტა და ლინჩთან კოლაბორაციით უკვე ახალი აკუსტიკური სისტემა Paris Suite A9 გამოუშვა.
მოწყობილობამ მიიღო Kvadrat დინამიკის ლიტოგრაფიული სახურავი, რომელზეც გამოსახული იყო დევიდ ლინჩის პრინტი ცნობილი სერიიდან Paris Suite. ტირაჟი ძალიან მცირე, კერძოდ 30 ეგზემპლარისაგან შედგებოდა და რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.