Bang&Olufsen-ის თითოეული პროდუქტი ინოვაციის, ესთეტიკისა და პრაქტიკულობის განსახიერებაა, რაც კომპანიის 96–წლიანი ისტორიის განმავლობაში მრავალჯერ დამტკიცდა. არც სახლის აუდიო სისტემა Beoplay A9 არის გამონაკლისი. დღევანდელ ბლოგში სწორედ ამ კონკრეტულ მოწყობილობას განვიხილავთ.

დიზაინი: თანაბრად ერგება ინტერიერსა და თქვენი ცხოვრების სტილს.

Beoplay A9 პირველივე შეხედვისთანავე ხელოვნების ნიმუშის შთაბეჭდილებას ტოვებს და რთულად წარმოსადგენია, ასეთი ფასადი აუდიო სისტემას მალავს. მისი დიზაინერია Øivind Alexander Slaatto.

A9 დიამეტრში 70სმ, ხოლო სიმაღლეში 90სმ–ია. ერთი შეხედვით მოწყობილობის მრგვალი ფორმა სატელიტურ თეფშს ან სულაც სამიზნეს მოგვაგონებს.

აღსანიშნავია, რომ Beoplay A9-ის დინამიკის ქვეშ დამალულია უძველესი გეომეტრიული ფორმა, კერძოდ ფიბონაჩის სპირალი, რომელიც სლაატოს თქმით ცხოვრების ციკლის უნაკლო ამსახველი ფორმაა. მისი დანიშნულება არ შემოიფარგლება მხოლოდ ვიზუალური ან კონცეპტუალური ხედვით. სპირალი ასევე ასრულებს ჰაერის გამტარის როლს დაბალი სიხშირეებისთვის.

მთელი სტრუქტურა ეყრდნობა ხის(კერძოდ ნეკერჩხლის) სამ ფეხს, რომლებიც მარტივად მაგრდება მოწყობილობის ქვედა ნაწილში. კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია სახელური, რომელიც მოწყობილობის გადაადგილებას ამარტივებს, რასაც დიდი ალბათობით არც თუ ისე ხშირად გააკეთებთ, რადგან მოწყობილობა დაახლოებით 18 კილოგრამს იწონის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დინამიკის განთავსება კედელზეც შესაძლებელია.

ხმა: ბუნებრივი, მძლავრი, ცოცხალი.

Bang&Olufsen სახლის აუდიო სისტემას აქვს 7 დინამიკი ჯამური სიმძლავრით 1500ვტ და საბვუფერი 400ვტ ბასით.

მოწყობილობის მართვა საოცრად მარტივია: ხმის ჩართვა/გამორთვისთვის, მოათავსეთ ხელი ცენტრში ორი წამით; ხმის შესამცირებლად, ნაზად გადაუსვით ხელი მოწყობილობის ალუმინის კონტურის ზედა ზედაპირს მარჯვნიდან მარცხნივ, ხოლო მოსამატებლად პირიქით.

Beoplay A9-ის წინა მხარეს არც ერთი ფიზიკური ღილაკი არ არის განთავსებული, რაც მას მაქსიმალურად მინიმალისტურ და თანამედროვე ელფერს ანიჭებს.

Beoplay A9

გამაძლიერებელი სისტემისთვის შემუშავებულია უნიკალური ინტელექტუალური ტექნოლოგია. დინამიკ შეუძლია ოთახის მოცულობის ამოცნობა, რის მიხედვითაც დამოუკიდებლად არეგულირებს სიმძლავრეს.

ინჟინრებმა ასევე შეიმუშავეს Beoplay A9-ს შიდა სივრცეში პოზიციონირების სამი რეჟიმი – კუთხე, კედელი და თავისუფლად მდგომი. მოწყობილობა თითოეული რეჟიმის შესაბამისად, ავტონომიურად არეგულირებს ბასს და სიმძლავრეს.

Beoplay A9: დამატებითი მახასიათებლები

Bang&Olufsen-ის ინჟინრებმა ასევე იზრუნეს დაკავშირების პროცესის გამარტივებაზე.

აღსანიშნავია, რომ დაკავშირების ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი ვარიანტია AirPlay(რომელიც მხოლოდ Apple მოწყობილობებზეა ხელმისაწვდომი). Android მომხმარებლებს კი მუსიკის სამართავად შეუძლიათ Chromecast-ის გამოყენება.

A9–ს ასევე აქვს Wi-Fi, Bluetooth და DLNA სადენიანი კავშირის მხარდაჭერა. ასევე შესაძლებელია Google Home ხმოვან ასისტენტთან დაკავშირება და მუსიკის მართვა ხმოვანი ბრძანებებით.

ჩვენ ასევე გირჩევთ Bang&Olufsen უფასო აპის ჩამოტვირთვას. აპის დახმარებით შესაძლებელია როგორ მუსიკის მართვა, ისე ხმის პარამეტრების სურვილისამებრ შეცვლა/მორგება.

ასევე უნდა აღინიშნოს ორი ასეთი აუდიო სისტემის გაერთიანების შესაძლებლობა. დაწყვილებისას მოწყობილობები ინაწილებენ მარცხენა/მარჯვენა დინამიკის ფუნქციონალს, რაც აორმაგებს ხმის სიმძლავრეს და მიღებულ ეფექტს.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *