Mac-ზე უამრავი მესამე მხარის ფოტოკონვერტორი აპლიკაციაა ხელმისაწვდომი, თუმცა თუ იყენებთ macOS Monterey სისტემას ამ აპლიკაციების გადმოტვირთვა აღარ გესაჭიროებათ. ფოტოს კონვერტაცია შესაძლებელია პირდარპი Finder-ში წინასწარ შექმნილი Convert Image Quick Action–ის გამოყენებით.

1. Convert Image–ს გამოსაყენებლად გამოსახულებაზე დააქლიქეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით, აირჩიეთ Quick Actions > Convert Image;

2. აირჩიეთ სასურველი ფორმატი (JPEG, PNG ან HEIF) და ფაილის სასურველი ზომა (small, medium, large, ან ორიგინალი);

3. მონიშნეთ ორიგინალი ფოტოს მეტადატას შენახვა;

4. და ბოლოს, შეეხეთ Convert to [Format].

კონვერტირებული ფოტო შეინახება იმავე საქაღალდეში, სადაც ორიგინალური სურათია (ორიგინალი ფოტო ხელუხლებელია).

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.