უახლესი MacBook Air და Pro, Mac Mini, iMac საკმაოდ მძლავრი მოდელებია, თუმცა გარკვეული ამოცანები ხშირად მოითხოვენ მეტად ეფექტურ კონფიგურაციებს, რომელთა მაღაზიებში შეძენაც თითქმის შეუძლებელია. მაგალითად, მოდელები უფრო მძლავრი პროცესორით და გაზრდილი ოპერატიული მეხსიერებით.

Apple კომპიუტერების თითოეული უახლესი სტანდარტული კონფიგურაციის მოდელი წარმოდგენილია iSpace-ში, რომელიც ერთადერთი Apple Premium Reseller–ია საქართველოში. 

რა არის Custom Mac?

ეს არის Apple კომპიუტერი არასტანდარტული სპეციფიკაციებით, რომელიც კონკრეტულად თქვენი მოთხოვნებისა და საჭიროებების მიხედვით არის აწყობილი. Custom მოდელებში შეგვიძლია შევცვალოთ:

  • ოპერატიული მეხსიერება;
  • გრაფიკული ბარათი;
  • პროცესორი;
  • კლავიატურის განლაგება (US, UK, RUS).

Custom Mac ვიზუალურად არაფრით განსხვავდება სტანდარტული კონფიგურაციის მქონე მოდელებისაგან. ისინიც იმავე ქარხანაში ეწყობა და ასევე სარგებლობს Apple–ის გარანტიით.

რომელი მოდელებშია შესაძლებელი Custom პროდუქტის შერჩევა?

  • MacBook Air;
  • MacBook Pro;
  • iMac;
  • Mac Mini.

ვის სჭირდება Custom Mac?

Custom Mac გამოადგებათ IT პროფესიონალებს, გრაფიკულ დიზაინერებს, ვიდეო მემონტაჟეებს და ასევე ყველა იმ რიგით მომხმარებელს, რომელსაც არ აკმაყოფილებს სტანდარტული კონფიგურაციის რესურსი.

Custom Mac–ის საშუალო მიწოდების დრო 4-6 კვირაა. თუმცა ჩვენ წინასწარ შემოგვაქვს გარკვეული Custom მოდელები, რომელთა მიწოდებაც იმავე ან მომდევნო დღეს არის შესაძლებელი.

სად შევიძინო Custom Mac საქართველოში?

Custom Mac-ის შეძენა შესაძლებელია ოფიციალურ დისტრიბუტორთან, რომელსაც საქართველოში კომპანია ASBC წარმოადგენს. კომპანია საერთაშორისო ჰოლდინგის ASBIS Enterprises Plc–ის ნაწილია, რომელიც IT პროდუქტების უდიდესი დისტრიბუტორია ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 

Custom პროდუქტის შეძენა შესაძლებელია iSpace მაღაზიათა ქსელში – გალერია თბილისი, თბილისი მოლი, სითი მოლი – საბურთალო.

სამი მიზეზი თუ რატომ უნდა შეიძინოთ Custom Mac iSpace-ში

  • მხოლოდ ორიგინალური პროდუქტი ოფიციალური გარანტიით;
  • პოპულარული Custom Mac მოდელები საწყობში. თქვენ არ გჭირდებათ 4-6 კვირიანი ლოდინი;
  • სერტიფიცირებული ექსპერტების კონსულტაცია.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *