მოიფიქრე რის გადაღებას გეგმავ…

შეარჩიე შესაფერისი ლინზა!

ლინზა სინათლის შემგროვებელი მოწყობილობაა კამერაში. იმის მიხედვით, თუ რა ზომის, ფორმის და დანიშნულებისაა ლინზა, მას შეუძლია ერთი მიმართულებით მიმართოს ან გაფანტოს სინათლე.ლინზის სწორი შერჩევის დროს, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ რის გადაღებას ვაპირებთ, რა ზომის და რა რაკურსით.

ლინზა სამ ძირითად კატეგორიად იყოფა:

  1. Wide Angle (ფართე კუთხე)  რომელიც საშუალებას გვაძლევს “ჩავტიოთ რაც შეიძლება მეტი გარემო სივრცე. მისი მხატვრულობა იმაში მდგომარეობს რომ სივრცეს ტოვებს მთავარ ობიექტსა და უკანა ფონს შორის, რაც ფოტოს მეტ სიღრმეს ანიჭებს.

2. Telephoto ( ასევე სუპერტელეფოტო ლინზა)  – ლინზა, რომელსაც წინასწარ აქვს გათვლილი ფოკუსის მანძილი. მისი მხატვრულობა იმაში მდგომარეობს, რომ მხატვრული მხარე არ გააჩნია და პირდაპირ, მოცემულ მიზანსცენას გადმოსცემს. იღებს ზუსტად იმას და ისე, როგორც თვალი აღიქვამს.

ქვემოთ მოცემული ფოტოთი შეგიძლიათ ამ ორი ლინზით გადაღებულ ფოტოებს შორის სხვაობა იხილოთ:

3. Standart (prime) – აღნიშნული ლინზით შეგვიძლია უფრო მოვაახლოოთ შორს მყოფი ობიექტი, მისი მხატვრულობაც სწორედ ამაში მდგომარეობს, გადასაღებ ობიექტსა და გარემოს ერთმანეთში აერთიანებს და ქმნის ერთ მთლიან გამოსახულებას.

მხატვრულობაზე ვსაუბრობთ და ყველას სმენია fish-eye ლინზა, რომელიც მხოლოდ გემოვნების მიხედვით გამოიყენება.

დღეს უკვე შესაძლებლობა გაქვთ თქვენს მობილურსაც მოარგოთ სხვადასხვა ფორმის, ზომის თუ დანიშნულების ლინზა. თუმცა, როგორც კამერის შემთხვევაში, მობილური ტელეფონისთვის ლინზის შერჩევა გადაღების მიზანზე და ფოტოს მხატვრულ არსზეა დამოკიდებული.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *