macOS Monterey-ს გამოსვლით FaceTime–მა კიდევ უფრო გაზარდა საკუთარი ფუნქციონალი, რაც საბოლოოდ, ვიდეო კონფერენციის აპების ეფექტურ ალტერნატივად გადაქცევას ისახავს მიზნად.
ერთ-ერთი ასეთი ახალი ფუნქციაა მიკროფონის ხმის იზოლაცია, რომლის დახმარებითაც მოწყობილობა განასხვავებს თქვენს ხმას სხვადანარჩენი ხმებისაგან და ახშობს მათ.
ხმაურის დასახშობად გამოიყენება მანქანური სწავლება, რომელიც ხმის იზოლაციასთან ერთად, ხმის სისუფთავესაც უზრუნველყოფს.
ხმის იზოლაციის გასააქტიურებლად საჭიროა macOS Monterey ან უფრო ახალი ოპერაციული სისტემა:
- გახსენით FaceTime და განახორციელეთ ვიდეო/აუდიო ზარი;
- დაკავშირების შემდეგ დააწკაპუნეთ საკონტროლო ცენტრის სიმბოლოზე მენიუს ზოლის მარჯვენა მხარეს;
- დააწკაპუნეთ ღილაკზე Mic Mode;
- და აირჩიეთ Voice Isolation.
ხმის იზოლაციის გამორთვის და სტანდარტული ან ფართო სპექტრის რეჟიმის გამოსაყენებლად (რომელიც აძლიერებს ფონურ ხმაურს თქვენს ირგვლივ), უბრალოდ გაიმეორეთ ზემოაღნიშნული ნაბიჯები და ბოლო მენიუში აირჩიეთ შესაბამისი ფუნქცია.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.