Apple-ის AirPods Pro 2-ის ახალი H2 ჩიპი გვთავზობს მეტად ინტელექტუალურ ხმაურის დახშობას, რომელიც ახლა უკვე ორჯერ მეტ არასასურველ ხმაურს აუქმებს. ახალ ყურსასმენებს აქვს გაუმჯობესებული სამგანზომილებიანი აუდიო და ელემენტის ავტონომიურობა. AirPods Pro 2 ასევე გვთავაზობს განახლებულ დამტენ ქეისს, დიზაინის რამდენიმე ცვლილებით და Find My მხარდაჭერით.
სპეციფიკაციები | AirPods Pro: 1-ლი თაობა | AirPods Pro: მე-2 თაობა |
ზომები (ინჩი) | 1.22 x 0.86 x 0.94 | 1.22 x 0.86 x 0.94 |
წონა (გრამი) | 5.3 | 5.3 |
ქეისის ზომები (ინჩი) | 1.78 x 2.39 x 0.85 | 1.78 x 2.39 x 0.85 |
ქეისის წონა (გრამი) | 45.6 | 50.7 |
ელემენტის ავტონომიურობა (ყურსასმენები) | 4.5 საათი აქტიური ხმაურის დახშობით. | 6 საათი აქტიური ხმაურის დახშობით. |
ელემენტის ავტონომიურობა (დამტენი ქეისით) | 24 საათამდე. | 30 საათამდე. |
კავშირი | Bluetooth 5.0 | Bluetooth 5.3 |
მიკროფონები | ორმაგი სხივის ფორმირების მიკროფონები, შიგნით მიმართული მიკროფონი. | ორმაგი სხივის ფორმირების მიკროფონები, შიგნით მიმართული მიკროფონი. |
სენსორები | ორმაგი ოპტიკური სენსორი, მოძრაობის დეტექტორი აქსელერომეტრი, საუბრის ამომცნობი აქსელერომეტრი, დაწოლის სენსორი. | ორმაგი ოპტიკური სენსორი, მოძრაობის დეტექტორი აქსელერომეტრი, საუბრის ამომცნობი აქსელერომეტრი, დაწოლის სენსორი, შეხების კონტროლი. |
ოფლის და წყლის წინააღმდეგობა | IPX4 | IPX4 |
აქტიური ხმაურის დახშობა | კი | კი |
სივრცული აუდიო | კი | კი |
დიზაინი და ზომები
AirPods Pro 2 კორპუსის დიზაინი დიდად არ შეცვლილა, თუმცა ოდნავ დამძიმდა წონაში. ამის მიზეზი ლითონის ფირფიტაა, რომელიც სამაგრს დაემატა.
ქეისი ასევე აღჭურვილია ახალი დინამიკით Lightning პორტის გვერდით. დინამიკი გამოიყენება ქეისის დაკარგვის შემთხვევაში Find My აპლიკაციის ხმოვანი სიგნალით საპოვნელად. დამტენი ქეისის დინამიკი ასევე გამოსცემს ხმას დასატენად დაერთების შემთხვევაში.
უშუალოდ Pro და Pro 2 ყურსასმენები ვიზუალურად თითქმის არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ისინი იგივე ზომისა და ფორმისაა, თუმცა გვაქვს მცირე ცვლილებები.
Apple-მა ასევე გააუმჯობესა კანის ამოცნობის სენსორი, რომელიც გვხვდება მესამე თაობის AirPods-ზე.
ფუნქციონალი
AirPods Pro 2 აქტიური ხმაურის დახშობის ორჯერ უკეთეს შესაძლებლობებს გვთავაზობს, რაც H2 ჩიპის წყალობით გახდა შესაძლებელი. ახალი დრაივერი და გაუმჯობესებული აკუსტიკური დრაივერები, ANC-ს არასასურველი ხმაურის შემცირებაში ეხმარება.
ახალი დრაივერები დადებითად აისახა აუდიო ხარისხსზეც – უფრო მდიდარი ბასი და მეტად მკაფიო აუდიო სიხშირეები ფართო დიაპაზონში.
ადაპტირებადი გამჭვირვალე რეჟიმს კი მინიმუმამდე დაჰყავს ხმები (წამში 48000-ჯერ) და ჭკვიანურად ამცირებს ხმამაღალ ხმაურს, ეს ყველაფერის H2 ჩიპმა უზრუნველყო.
! ადაპტირებადი გამჭვირვალე რეჟიმი მოითხოვს H2 ჩიპს და შესაბამისად არ არის ხელმისაწვდომი პირველი თაობის AirPods Pro-ზე.
AirPods Pro-ს ორივე ვერსია იყენებს Force Stems-ს ფიზიკური კონტროლისთვის – მუსიკის ჩართვა-დაპაუზება, ზარებზე პასუხი/დასრულება. ხანგრძლივი დაჭერით კი შესაძლებელია აქტიურ ხმაურის დახშობასა და ადაპტირებად გამჭვირვალე რეჟიმებს შორის გადართვა.
! ამასთან ერთად, მეორე თაობის AirPods Pro გვთავაზობს ხმის ფიზიკურ კონტროლსაც. Force Stem-ზე თითის აწევა-დაწევით, შესაძლებელია ხმის დარეგულირება iPhone და Apple Watch-ისგან დამოუკიდებლად.
ელემენტი
AirPods Pro 2-ში ელემენტის ავტონომიურობა ერთი სრული მუხტით 6 საათს შეადგენს(მოსმენის დრო ჩართული აქტიური ხმაურის დახშობით). ეს დრო მცირდება 5,5 საათამდე როდესაც ჩართულია სივრცული აუდიო და Head Tracking. პირველი თაობის ყურსასმენები იმავე ფუნქციონალით 4,5 და 4 საათიანი სამუშაო დროს გვთავაზობს.
! მეორე თაობის ქეისი იძლევა 30 საათამდე მოსმენის დროს, რაც პირველი თაობის 24 საათიან მაჩვენებელზე 6 საათით მეტია.
კავშირი და სხვა დეტალები
AirPods Pro 2-ს აქვს Bluetooth 5.3 ნაცვლად Bluetooth 5.0-ისა. ამას გარდა, AirPods Pro 2-ის ქეისი აღჭურვილია U1 ჩიპის Precision Finding-ით, რომელიც მოწყობილობის დაკარგვის შემთხვევაში მის მარტივად და მაქსიმალური სიზუსტით პოვნაში გვეხმარება. ეს ფუნქცია მხოლოდ მეორე თაობის AirPods Pro-ზეა ხელმისაწვდომი. AirPods Pro 2-ის დამტენ ქეისში ჩაშენებული დინამიკიც სწორედ მისი აღმოჩენაში დაგვეხმარება.
! როგორც პირველი, ისე მეორე თაობის AirPods Pro-ს დამუხტვა შესაძლებელია Lightning-ის, Qi-ს ან MagSafe-ის საშუალებით. ახალი 2022 AirPods Pro-ს დაემატა Apple Watch დამტენების მხარდაჭერაც.
ასევე გაეცანით:
- AirPods Pro 2 – 6 ძირითადი მახასიათებელი.
- AirPods Pro 2: როგორ ჩავრთოთ/გამოვრთოთ დამტენი ქეისის ხმები?
- როგორ გამოვიყენოთ ხმის გაძლიერება AirPods Pro-ზე?
- რა არის U1 ჩიპი, Precision Finding და როგორ გამოვიყენოთ?
- როგორ ჩავრთოთ აქტიური ხმაურის დახშობა მხოლოდ ერთ AirPods-ზე?
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.