AirPods Pro და Pro 2 აქტიური ხმაურის დახშობა (ANC) ადაპტირდება თქვენი ყურის ფორმის შესაბამისად, რაც აუმჯობესებს გარშემო არსებული ხმების დახშობას.

ხმაურის დახშობა სრულად ფუნქციონირებს მაშინ, როდესაც ორივე ყურსასმენს იყენებთ, თუმცა არსებობს შემთხვევები როდესაც მხოლოდ ერთ ყურსასმენში გსურთ ფუნქციის გააქტიურება: საწოლში ისვენებთ და მოგწონთ ცალი AirPod-ის გამოყენება, ან შესაძლოა თქვენი არც თუ ისე კარგი სმენა გაქვთ რომელიმე ყურში.

ნებისმიერ შემთხვევაში, შემდეგი ნაბიჯები გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა გააქტიუროთ აქტიური ხმაურის დახშობა მხოლოდ ერთ AirPod-ზე:

  • დააკავშირეთ AirPods Pro თქვენს სმარტფონთან და გახსენით Settings აპლიკაცია;
  • შეეხეთ AirPods Pro ჩანართს თქვენი Apple ID ბანერის ქვეშ;
  • ჩამოსქროლეთ და აირჩიეთ Accessibility;
  • კიდევ ერთხელ ჩამოსქროლეთ და Noise Control-ის ქვეშ გააქტიურეთ Noise Cancellation with One AirPod.

სულ ეს არის! ახლა შეგიძლიათ ხანგრძლივად დააწვეთ AirPod სენსორს და გადაერთოთ აქტიური ხმაურის დახშობას, გამჭვირვალობე რეჟიმსა და ფუნქციების გამორთვას შორის.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *