ახალი მეორე თაობის AirPods Pro მომხმარებლებისთვის 23 სექტემბრიდან გახდება ხელმისაწვდომი. თუ თქვენ იყენებთ პირველი თაობის AirPods Pro-ს ან/და სხვა AirPods მოდელს და განიხილავთ AirPods Pro 2-ის შეძენას, ეს მიმოხილვა თქვენთვისაა.

დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ 6 ძირითად მახასიათებელს, რომლებსაც გვთავაზობს უახლესი AirPods Pro 2.

1. გაუმჯობესებული აქტიური ხმაურის დახშობა აქტიური ხმაურის გაუქმება

პირველი თაობის AirPods Pro-ში დანერგილი ფუნქციის ბაზაზე, ახალი AirPods Pro 2 შემოგვთავაზებს 2-ჯერ უკეთეს აქტიური ხმაურის დახშობას. გაუმჯობესება ნიშნავს, რომ ნაკლები ხმაური მიაღწევს მომხმარებლის ყურამდე. ასეთი შედეგების მიღება შესაძლებელი გახადა გაუმჯობსებული ხმაურის დახშობის მიკროფონების, ახალი დრაივერისა და უკეთესი ალგორითმების წყალობით.

2. ხმის გაუმჯობესებული ხარისხი და უფრო მდიდარი ბასი

ახალ AirPods Pro-ს აქვს სპეციალურად შემუშავებული დრაივერი და გამაძლიერებელი, რომელიც მუშაობს H2 ჩიპთან და უზრუნველყოფს დაბალ დისტორტს, ღრმა ბასს და მკვეთრ და მკაფიო მაღალ ნოტებს და სხვა. H2 ჩიპი ასევე გვთავაზობს ახალ ალგორითმს, რომელიც ხმას რეალურ დროში ამუშავებს და უფრო სწრაფად, არეგულირებს მას თქვენს ყურებზე.

3. ადაპტირებადი გამჭვირვალე რეჟიმი

აქტიურ ხმაურის დახშობასთან ერთად, AirPods Pro-ს აქვს გამჭვირვალე რეჟიმი, რომელიც იყენებს გარე მიკროფონებს, რათა მოვისმინოთ გარშემო არსებული ხმები.

ფუნქცია ჩვენთვის კარგად ნაცნობია, თუმცა AirPods Pro 2-ში მას მეტად გაუმჯობესებულ ადაპტირებულ ფორმაში ვიხილავთ. გარე სამყაროს მოსმენისას არსებობს ხმები, რომელთა მოსმენა არავის გვსიამოვნებს, ასეთი ხმებია გამაყრუებელი სირენა, ელექტო ხელსაწყოები, მანქანის სიგნალიზაცია და სხვა. ადაპტირებადი გამჭვირვალე რეჟიმი დაახშობს ასეთ ხმებს, თუმცა სხვა ხმებზე არ იქონიებს გავლენას.

Apple-ის თანახმად, უახლეს AirPods Pro-ს შეუძლია ხმაურის შემცირება წამში 48000-ჯერ.

4. ყურის გაუმჯობესებული ამოცნობა

პირველი თაობის AirPods Pro აღჭურვილია IR ოპტიკური სენსორებით, რომელთა დახმარებითაც მოწყობილობა ხვდება როდესაც მომხმარებელი მათ იკეთებს. მესამე თაობის AirPods-ის მსგავსად, ახალ AirPods Pro-ს აქვს კანის სენსორები ყურის ამოცნობისთვის. ახალი სენსორები გააუმჯობესებს საიმედოობას ახლომდებარე მოწყობილობებთან დაკავშირებისას.

5. გაუმჯობესებული ავტონომიურობა

მეორე თაობის AirPods Pro ერთი სრული მუხტით ექვს საათამდე მოსმენის დროს გვთავაზობსმ თანაც აქტიური ხმაურის დახშობით – ორნახევარი საათით მეტი ვიდრე პირველი თაობის AirPods Pro.

ახალი MagSafe Charging Case, AirPods 2-ს შეუძლია 30 საათამდე მოსმენის დროის უზრუნველყოფა აქტიური ხმაურის დახშობით – 6 საათით მეტი ვიდრე ადრე.

6. ქეისი სპიკერით, Find My მხარდაჭერით და Lanyard Loop-ით

ახალ AirPods Pro-ს მოყვება განახლებული MagSafe ქეისი, რომელსაც ახლა აქვს ჩაშენებული დინამიკი Find My-სთვის, Precision Tracking-ის მხარდაჭერა და სამაგრი, რომელიც ამარტივებს მის ტარებას.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *