AirPods Pro 2 გვთავაზობს გაუმჯობესებულ დამტენი ქეისს, რომელსაც დაემატა U1 ჩიპი Find My აპლიკაციის Precision Finding-ისთვის.

დაკარგული AirPods-ის საპოვნელად, Find My იყენებს ყურსასმენის მიერ გავრცელებულ Bluetooth სიგნალებს. Bluetooth-ის გარდა, მეორე თაობის AirPods Pro Charging Case ასევე აღჭურვილია U1 Ultra Wideband ჩიპით. ეს ნიშნავს, რომ U1 ჩიპის მქონე iPhone-ებზე ხელმისაწვდომი ფუნქცია სახელად Precision Finding, ბევრად უფრო ზუსტად განსაზღვრავს დაკარგულ ყურსასმენამდე გასავლელ მანძილს და მიმართულებას.

თუ გსურთ დაკარგული AirPods Pro 2-ის პოვნა და გაქვთ iPhone 11 ან უფრო ახალი მოდელი, Precision Finding მიგიყვანთ AirPods-ის ზუსტ მდებარეობამდე კამერის, აქსელერომეტრისა და გიროსკოპის გამოყენებით. მიმართულების მითითებისათვის გამოიყენება ხმია, ჰაპტიკური სენსორი და ვიზუალური გამოხმაურება.

Precision Finding-ის გამოისაყენებლად:

  • დააკავშირეთ AirPods Pro 2 თქვენს სმარტფონთან, გახსენით Settings და შეეხეთ AirPods ჩანართს Apple ID-ის ქვემოთ, ჩამოსქროლეთ და დააჭირეთ ღილაკს Show in Find My. თუ დაგავიწყდათ სად დევს თქვენი AirPods და დამტენი ქეისი, გახსენით Find My აპი და აირჩიეთ თქვენი AirPods “Devices” სიაში.
  • შეეხეთ ღილაკს Find. თუ ხელმისაწვდომია Precision Finding ფუნქცია, Find ღილაკის ქვეშ უნდა ეწეროს “Nearby”;
  • AirPods-ის საპოვნელად დაიწყეთ მოძრაობა და მიჰყევით ეკრანზე არსებულ მითითებებს. დააკვირდით ისარს, რომელიც მიმართულია AirPods-ის მიმართულებით. ასევე ნახავთ სავარაუდო მანძილს და ინფორმაციას მოწყობილობის სხვა სართულზე არსებობის შესახებ.

AirPods-თან მიახლოვების შემთხვევაში იგრძნობთ ჰაპტიკურ გამოხმაურებას თქვენი ტელეფონიდან და გაიგებთ შესაბამის აუდიო გამოხმაურებას. ასევე შეიცვლება AirPods გრაფიკა iPhone-თან მიახლოვებისას. AirPods-ის პოვნის შემდეგ Precision Finding ფუნქცია ავტომატურად გაითიშება.

გაითვალისწინეთ, რომ U1 ჩიპი და Ultra Wideband არ არის მთელ მსოფლიოში უნივერსალურად მხარდაჭერილი ფუნქცია. შესაბამისად, Precision Finding არ იმუშავებს ზოგიერთ ქვეყანაში. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ AirPods Pro 2 დამუხტვის ქეისს მოყვება ჩაშენებული დინამიკი, ასე რომ თქვენ ასევე შეგიძლიათ ხმოვანი გამოხმაურების ჩართვა Find My-ის გამოყენებით, რაც კიდევ უფრო ამარტივებს დაკარგული ყურსასმენის პოვნას.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *