2026 წლის 26 ოქტომბერს Apple-მა ახალი iPad mini 8 წარადგინა, რომელიც A20 Pro ჩიპითა და OLED-ეკრანითაა აღჭურვილი. წინა თაობის მოდელთან შედარებით, მოწყობილობა უფრო მსუბუქი და თხელი გახდა, ეკრანის ჩარჩოების შევიწროების წყალობით კი ეკრანის დიაგონალი 0,2 დუიმით გაიზარდა. ახალი მოდელის წარმადობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, განსაკუთრებით გრაფიკის დამუშავებისა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ამოცანების შესრულებისას. პლანშეტს ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად ორი 12-მეგაპიქსელიანი კამერა აქვს – ძირითადი და წინა. მაღალი ხარისხის ხმას ინოვაციური Acoustic Display აუდიოსისტემა უზრუნველყოფს. პლანშეტი Apple Intelligence-ის უახლეს ფუნქციებსაც უჭერს მხარს, თუმცა მათი ხელმისაწვდომობა რეგიონსა და სისტემის ენაზეა დამოკიდებული. 

თქვენთვის iPad mini 8-ის დეტალური მიმოხილვა მოვამზადეთ: განვიხილავთ მის ახალ შესაძლებლობებს და წინა თაობის მოდელს შევადარებთ. საქართველოში Apple-ის ორიგინალური ტექნიკის შეძენა iSpace-ში შეგიძლიათ. 

რა სიახლეები აქვს iPad mini 8-ს? 

მთავარი სიახლე OLED-ეკრანია – iPad mini-ს სერიაში ასეთი ეკრანი პირველად გამოიყენეს. წინა თაობის LCD-ეკრანისგან განსხვავებით, OLED-ეკრანის თითოეული პიქსელი თავად ასხივებს სინათლეს. ამის წყალობით შავი ფერი უფრო ღრმა ჩანს, გამოსახულება კი – უფრო კონტრასტული. 

მოწყობილობის მაღალ წარმადობას ახალი A20 Pro ჩიპი უზრუნველყოფს. 128 და 256 გბ მეხსიერების მქონე ვერსიებში მას 5-ბირთვიანი ცენტრალური პროცესორი (CPU) აქვს, 512 გბ ვერსიაში კი – 6-ბირთვიანი. გრაფიკული პროცესორი (GPU) ყველა მოდელში 7-ბირთვიანია. გრაფიკული წარმადობა 2,7-ჯერ გაიზარდა, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ამოცანების დამუშავების სიჩქარე – 4,5-ჯერ, ხოლო ცენტრალური პროცესორის წარმადობა მრავალნაკადიან რეჟიმში – 60%-მდე. 

სხვა სიახლეები: 

  • სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერა – 35 ვტ სიმძლავრის ადაპტერით ბატარეა 30 წუთში 50%-მდე იმუხტება (ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა კი უცვლელი დარჩა – ვიდეოს ყურებისას 10 საათამდე); 
  • ძირითადი კამერის Adaptive True Tone ნათება; 
  • Center Stage ფუნქციის მქონე წინა კამერა ეკრანის გრძელი გვერდის გასწვრივ; 
  • გაუმჯობესებული ხმა ახალი Acoustic Display აუდიოსისტემის წყალობით; 
  • წყლისა და მტვრისგან დაცვა IP67 სტანდარტით – პირველად ამ სერიის პლანშეტებში; 
  • N1 ჩიპი Bluetooth 6-ის, Wi-Fi 7-ისა და Thread-ის მხარდაჭერით; 
  • C2 მოდემი Wi-Fi + Cellular ვერსიებისთვის. 

ახალ მოდელზე თავიდანვე დაყენებულია iPadOS 27, რომელიც Apple Intelligence-ის გაფართოებულ შესაძლებლობებს გთავაზობთ. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ განახლებული ინტელექტუალური ასისტენტი Siri. მას შეუძლია კითხვებზე პასუხის გაცემა, ტექსტების დაწერა და რედაქტირება, თქვენს შესახებ ინფორმაციისა და თქვენი საჭიროებების დამახსოვრება, ასევე შეტყობინებებში, ელფოსტასა და ფოტოებში ინფორმაციის მოძიება. ეს შესაძლებლობები მხოლოდ მხარდაჭერილ ენებზეა ხელმისაწვდომი, რომელთა შორის ქართული ჯერ არ არის. 

iPadOS 27-ში ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობა უფრო მოსახერხებელი გახდა: ფანჯრების ზომისა და მდებარეობის შეცვლით სამუშაო სივრცეს თქვენს საჭიროებებს მოარგებთ. Safari-ს დაემატა Notify Me ფუნქცია, რომელიც ვებსაიტებზე განახლებებს თვალს ადევნებს და მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ გაცნობებთ – მაგალითად, როდესაც თქვენთვის სასურველი პროდუქტი კვლავ გამოჩნდება გაყიდვაში. 

iPad mini 8-ის დიზაინი და ეკრანი 

წინა თაობის მოდელთან შედარებით, iPad mini 8-ის ეკრანის დიაგონალი 8,3-დან 8,5 დუიმამდე გაიზარდა. თავად მოწყობილობის ზომები კი თითქმის უცვლელი დარჩა – ეკრანის ჩარჩოები 24%-ით შევიწროვდა, რის შედეგადაც ეკრანის ფართობი გაიზარდა. 

ამ სერიაში პირველად გამოიყენეს Super Retina XDR OLED-ეკრანი, რომლის გარჩევადობა 2316 × 1512 პიქსელია. ეკრანი P3-ის ფართო ფერთა გამას უჭერს მხარს, რაც ფერების უფრო ბუნებრივად გადმოცემას უზრუნველყოფს. SDR-კონტენტის ჩვენებისას ეკრანის სიკაშკაშე 500-დან 600 ნიტამდე გაიზარდა. ახალ მოდელს HDR-კონტენტის მხარდაჭერაც აქვს, რომლის ჩვენებისას სიკაშკაშე 1200 ნიტს აღწევს. 

256 და 512 გბ მეხსიერების მქონე მოდელებისთვის შეგიძლიათ სტანდარტული ან ნანოტექსტურული მინა აირჩიოთ. ნანოტექსტურული მინა ეკრანზე სინათლის არეკვლას ამცირებს, ამიტომ პლანშეტით მუშაობა სხვადასხვა განათების პირობებში მოსახერხებელია – მაშინაც კი, თუ გარეთ, დღის კაშკაშა შუქზე ხატვას გადაწყვეტთ. 

ეკრანის გაზრდის მიუხედავად, Apple-მა iPad mini 8 ოდნავ უფრო კომპაქტური გახადა. მოწყობილობა უფრო თხელი და მსუბუქია, ამიტომ ხელში მისი დაჭერა კიდევ უფრო მოსახერხებელია. 

მახასიათებლები iPad mini (A20 Pro) iPad mini (A17 Pro) 
სიმაღლე, მმ 132,6 134,8 
სიგანე, მმ 195,3 195,4 
სისქე, მმ 5,4 6,3 
Wi-Fi ვერსიის წონა, გ 255 293 
Wi-Fi + Cellular ვერსიის წონა, გ 263 297 

კორპუსი მთლიანად გადამუშავებული ალუმინისგანაა დამზადებული და ორ ფერშია ხელმისაწვდომი: Midnight და Starlight. 

კამერები, ხმა და დამატებითი შესაძლებლობები 

2026 წლის ახალ iPad mini-ში 12-მეგაპიქსელიანი წინა კამერა კორპუსის გრძელ მხარეს გადაიტანეს. ასეთი განლაგება განსაკუთრებით მოსახერხებელია, თუ სამუშაო ვიდეოზარების დროს პლანშეტს ჰორიზონტალურად იყენებთ. კამერა უკვე ნაცნობ Center Stage ტექნოლოგიას უჭერს მხარს: ის თქვენს მოძრაობას თვალს ადევნებს და ვიდეოშეხვედრების დროს კადრის ცენტრში გტოვებთ. 

ძირითადი კამერის გარჩევადობა 12 მეგაპიქსელია და მას ახალი Adaptive True Tone ნათება აქვს. ის სუსტი განათების პირობებში გადაღებისას ობიექტს უკეთ ანათებს და დოკუმენტების სკანირებისას მკვეთრი ჩრდილების წარმოქმნას ამცირებს. კამერას ასევე აქვს ავტომატური სტაბილიზაციის ფუნქცია, რომელიც მოძრაობისას ვიდეოს რხევას ამცირებს. 

სტანდარტული სტერეოდინამიკების ნაცვლად Apple-მა ინოვაციური Acoustic Display სისტემა გამოიყენა. ამ სისტემაში სპეციალური ელემენტები ეკრანს მსუბუქად არხევს და ამ გზით დაბალი სიხშირის ბგერებს წარმოქმნის, მაღალ სიხშირეებს კი კორპუსსა და მინას შორის მოთავსებული დინამიკები გამოსცემს. შედეგად, ხმა უფრო ძლიერი, მკაფიო და სივრცითი გახდა, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია ფილმების ყურებისა და მუსიკის მოსმენისას. 

პლანშეტი Apple-ის სტილუსებსაც უჭერს მხარს. Apple Pencil (USB-C)-ით შეგიძლიათ ჩანაწერების გაკეთება, დოკუმენტებზე მუშაობა და ესკიზების შექმნა. უფრო მრავალფუნქციური Apple Pencil Pro მოჭერასა და ბრუნვას ამოიცნობს და ვიბრაციული უკუკავშირიც აქვს, რაც რთულ გრაფიკულ ნამუშევრებზე მუშაობას უფრო მოსახერხებელს ხდის. ფაილების გადასატანად, აქსესუარების დასაკავშირებლად და პლანშეტის დასამუხტად USB-C პორტი გამოიყენება. 

უსადენო კავშირს N1 ჩიპი უზრუნველყოფს. iPad mini-ს უსადენო კავშირის შესაძლებლობებია: 

  • Wi-Fi 7 – ქსელთან მაღალი სიჩქარით დასაკავშირებლად; 
  • Bluetooth 6 – ყურსასმენების, კლავიატურებისა და სხვა თავსებადი აქსესუარების დასაკავშირებლად; 
  • Thread – ჭკვიანი სახლის სისტემის თავსებად მოწყობილობებთან დასაკავშირებლად. 

თუ გსურთ, ინტერნეტით Wi-Fi ქსელთან დაკავშირების გარეშეც ისარგებლოთ, აირჩიეთ პლანშეტის Wi-Fi + Cellular ვერსია. მას C2 მოდემი აქვს და 5G-სა და eSIM-ს უჭერს მხარს. ამასთან, 5G-ის ხელმისაწვდომობა თქვენს მობილურ ოპერატორზეა დამოკიდებული. 

ახალი მოდელი მეხსიერების სამი ვარიანტითაა ხელმისაწვდომი: 128, 256 და 512 გბ. საბაზისო მოცულობა ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად საკმარისია, მაქსიმალური კი დიდი რაოდენობით მონაცემების შესანახად გამოგადგებათ. შერჩეული კონფიგურაცია iPad mini 8-ის ფასზეც აისახება. 

სად შეიძინოთ iPad mini 8? 

საქართველოში iPad mini 8-ის შეძენა და წინასწარ შეკვეთა შეგიძლიათ iSpace-ში, რომელსაც Apple Premium Partner-ის სტატუსი აქვს. ჩვენი ექსპერტები ყოველთვის მზად არიან, მოწყობილობის შერჩევასა და გამართვაში დაგეხმარონ. ჩვენს მაღაზიებში მხოლოდ ორიგინალური მოწყობილობებია წარმოდგენილი, რომლებსაც ოფიციალური გარანტია მოჰყვება. 

შეიძინეთ ტექნიკა ჩვენს საფირმო მაღაზიებში თბილისსა და ბათუმში ან შეუკვეთეთ ონლაინ, საქართველოს მასშტაბით მიწოდებით. Trade In პროგრამით შეგიძლიათ ძველი მოწყობილობა ახლით შეცვალოთ, ახალი მოწყობილობა კი განვადებით ან კრედიტით შეიძინოთ. შეუერთდით iSpace Community-ს და პირველებმა მიიღეთ ექსკლუზიური შეთავაზებები. 

FAQ 

როდის გამოვიდა iPad mini 8? 

ახალი მოდელის პრეზენტაცია 2026 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა. საქართველოში მისი წინასწარ შეკვეთა iSpace-ში შეგიძლიათ. 

რით განსხვავდება iPad mini 8 iPad mini 7-ისგან? 

პლანშეტი აღჭურვილია მძლავრი A20 Pro ჩიპით, 8,5-დუიმიანი OLED-ეკრანითა და Acoustic Display აუდიოსისტემით. ეკრანის ჩარჩოები 24%-ით შევიწროვდა. ახალ მოდელს Apple Intelligence-ის გაფართოებული ფუნქციების მხარდაჭერა აქვს. 

ვისთვისაა შესაფერისი iPad mini 8? 

პლანშეტი შესაფერისია ყველასთვის, ვისაც სამუშაოდ, სასწავლად და შემოქმედებითი საქმიანობისთვის კომპაქტური მოწყობილობა სჭირდება. პლანშეტით მოსახერხებელია დოკუმენტების რედაქტირება, ჩანაწერების გაკეთება, ხატვა და ფილმების ყურება. 

ასევე იხილეთ 

iPhone 18 Pro Max: გამოსვლის თარიღი, მახასიათებლები, კამერა და 2026 წლის ახალი ფლაგმანის ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა

iPhone Duo: პირველი დასაკეცი iPhone-ის მახასიათებლები

Apple Watch Ultra 4: გამოსვლის თარიღი, მახასიათებლები და Apple-ის ახალი საათის სიახლეები

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.