Apple-ის სმარტფონებს შორის ფლაგმანურ მოდელებად ტრადიციულად Pro სერიის მოწყობილობები მიიჩნევა. ისინი გამოირჩევიან მაღალი წარმადობით, გაუმჯობესებული კამერებითა და ბატარეის ხანგრძლივი მუშაობით. ყოველი ახალი თაობა კი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს. მაგალითად, 2026 წლის მოდელებს აქვთ ახალი ჩიპი, 48 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა ცვლადი დიაფრაგმით და ფოტოებისა და ვიდეოების გადაღების დამატებითი პროფესიონალური პარამეტრები.
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალური სისწრაფე, ბატარეა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მუშაობს, და თითქმის პროფესიონალური დონის კამერა, ახალ მოდელზე გადასვლა შესაძლოა კარგი გადაწყვეტილება იყოს. არჩევანის გასამარტივებლად დეტალურად განვიხილოთ, რით განსხვავდება ერთმანეთისგან iPhone 17 Pro და iPhone 18 Pro. სმარტფონის განახლება ხელსაყრელი პირობებით Trade In პროგრამის ფარგლებში შეგიძლიათ iSpace-ში, რომელსაც საქართველოში Apple Premium Partner-ის სტატუსი აქვს.
iPhone 17-ისა და iPhone 18-ის Pro სერიის მოდელების ტექნიკური მახასიათებლების შედარება
სმარტფონის არჩევისას, როგორც წესი, ყურადღებას მის წარმადობასა და დამატებით შესაძლებლობებს აქცევენ. Apple Pro სერიის თითოეულ თაობაში ორ მოდელს უშვებს.
| მახასიათებელი | iPhone 17 Pro | iPhone 17 Pro Max | iPhone 18 Pro | iPhone 18 Pro Max |
| ჩიპი | A19 Pro: 6-ბირთვიანი CPU, 6-ბირთვიანი GPU Neural Accelerators-ით და 16-ბირთვიანი Neural Engine | A19 Pro: 6-ბირთვიანი CPU, 6-ბირთვიანი GPU Neural Accelerators-ით და 16-ბირთვიანი Neural Engine | A20 Pro: 6-ბირთვიანი CPU, 7-ბირთვიანი GPU Neural Accelerators-ით და 32-ბირთვიანი Neural Engine | A20 Pro: 6-ბირთვიანი CPU, 7-ბირთვიანი GPU Neural Accelerators-ით და 32-ბირთვიანი Neural Engine |
| ეკრანი | Super Retina XDR OLED | Super Retina XDR OLED | Super Retina XDR OLED | Super Retina XDR OLED |
| ეკრანის დიაგონალი | 6,3 დიუმი | 6,9 დიუმი | 6,3 დიუმი | 6,9 დიუმი |
| სიკაშკაშე | 3000 ნიტამდე | 3000 ნიტამდე | 3000 ნიტამდე | 3000 ნიტამდე |
| განახლების სიხშირე | 1-დან 120 ჰც-მდე, ProMotion ტექნოლოგიით | 1-დან 120 ჰც-მდე, ProMotion ტექნოლოგიით | 1-დან 120 ჰც-მდე, ProMotion ტექნოლოგიით | 1-დან 120 ჰც-მდე, ProMotion ტექნოლოგიით |
| ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა | 31 საათამდე | 37 საათამდე | 34 საათამდე | 43 საათამდე |
| სწრაფი სადენიანი დამუხტვა | 50%-მდე 20 წუთში (USB-C კაბელითა და მინიმუმ 45 ვტ სიმძლავრის ადაპტერით) | 50%-მდე 20 წუთში (USB-C კაბელითა და მინიმუმ 45 ვტ სიმძლავრის ადაპტერით) | 50%-მდე 15 წუთში (USB-C კაბელითა და მინიმუმ 60 ვტ სიმძლავრის ადაპტერით) | 50%-მდე 15 წუთში (USB-C კაბელითა და მინიმუმ 60 ვტ სიმძლავრის ადაპტერით) |
iPhone 17 Pro Max-ისა და iPhone 18 Pro Max-ის ტექნიკური მახასიათებლების შედარებისას განსხვავება განსაკუთრებით შესამჩნევია წარმადობასა და ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობაში.
გარეგნული იერსახე და დიზაინი
ახალი მოდელების ზომები წინა თაობასთან შედარებით არ შეცვლილა. 6,3-დიუმიანი ფლაგმანების ზომებია 150 × 71,9 × 8,75 მმ, ხოლო 6,9-დიუმიანი მოდელებისა – 163,4 × 78 × 8,75 მმ.
თუმცა ახალი მოდელების წონა გაიზარდა. 2025 წლის სმარტფონები 204 და 231 გრამს იწონიან, ხოლო 2026 წლის მოდელები – შესაბამისად, 211 და 249 გრამს. ყოველდღიური გამოყენებისას ეს განსხვავება თითქმის შეუმჩნეველია. ოთხივე ფლაგმანს ალუმინის მონოლითური კორპუსი აქვს. უკანა პანელი Ceramic Shield-ის დამცავი საფარითაა დაფარული, ხოლო წინა მხარეს უფრო გამძლე Ceramic Shield 2 გამოიყენება.
უცვლელი დარჩა მართვისა და დაკავშირების ძირითადი ელემენტები: ხმის რეგულირების, მოქმედებისა და კამერის მართვის ღილაკები, ასევე მიკროფონები, სტერეოდინამიკები და USB-C პორტი.
2026 წლის მოდელებში Dynamic Island უფრო კომპაქტური და ინფორმაციული გახდა: ახლა შესაძლებელია ერთდროულად სამ Live Activities-ზე თვალის დევნება. Face ID კვლავინდებურად მუშაობს.

2025 წლის სმარტფონები Silver, Cosmic Orange და Deep Blue ფერებში გამოვიდა. 2026 წელს ფერთა არჩევანს Glacier, Burgundy და Black დაემატა, ხოლო Silver კვლავ ხელმისაწვდომია.

iPhone 17 Pro-სა და iPhone 18 Pro-ს გარეგნული იერსახის შედარებისას განსხვავება ყველაზე მეტად კორპუსის ფერებსა და Dynamic Island-ის ზომაში შეიმჩნევა. გამოყენებული მასალები და მოწყობილობების ზომები უცვლელი დარჩა. იგივე ითქმის 6,9-დიუმიან მოდელებზეც.
iPhone-ის 2025 და 2026 წლების Pro სერიის კამერები
2026 წლის სმარტფონების 48 მეგაპიქსელიანი მთავარი Fusion კამერა ცვლადი დიაფრაგმით აღიჭურვა, მაშინ როცა წინა თაობის მოდელებს ფიქსირებული დიაფრაგმა ჰქონდა. სპეციალური ფირფიტები გადაადგილდება და კამერაში შემავალი სინათლის რაოდენობას არეგულირებს – შედეგად, პრაქტიკულად პროფესიონალური კამერის შესაძლებლობებს იღებთ. მისი დახმარებით პეიზაჟები კიდევ უფრო მკაფიოდ აღიბეჭდება, პორტრეტებში ფონის დაბინდვა გაგიმარტივდებათ, ხოლო ფოტოები სუსტი განათების პირობებშიც შესანიშნავი გამოვა. თუ ყველა პარამეტრში გარკვევა არ გსურთ, შეგიძლიათ ავტომატური რეჟიმით ისარგებლოთ.

„კამერის“ აპში დამატებული ახალი პროფესიონალური პარამეტრები გადაღების შედეგის კიდევ უფრო ზუსტად გაკონტროლების საშუალებას გაძლევთ. შეგიძლიათ გადაღების პარამეტრები ხელით დაარეგულიროთ: შეარჩიოთ ფონის დაბინდვის სასურველი ხარისხი და მოძრავი ობიექტებიც მკაფიოდ აღბეჭდოთ. Photographic Styles 3-ის საშუალებით შეგიძლიათ კანის ტექსტურა შეარბილოთ ან ფოტოებს ფოტოფირზე გადაღებული სურათის ეფექტი მიანიჭოთ.
ოთხივე მოდელს აქვს მაკროგადაღების ფუნქცია, რომელიც 48 მეგაპიქსელამდე გარჩევადობას უზრუნველყოფს. უცვლელი დარჩა Fusion-ის ულტრაფართოკუთხიანი კამერის (48 მპ) და წინა Center Stage კამერის (18 მპ) გარჩევადობაც.
iPhone 18 Pro თუ iPhone 17 Pro – რომელი აირჩიოთ?

სმარტფონის არჩევისას, როგორც წესი, ყურადღებას კამერის შესაძლებლობებს, ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობასა და მოწყობილობის საერთო წარმადობას აქცევენ. 2026 წლის მოდელებზე გადასვლა ღირს, თუ თქვენ:
- გიყვართ ფოტოების გადაღება. ცვლადი დიაფრაგმა უკეთესი ფოტოების გადაღებაში გეხმარებათ, ხოლო განახლებული ფოტოგრაფიული სტილები მათი დამუშავების მეტ შესაძლებლობას გაძლევთ.
- პროფესიონალურად იღებთ ვიდეოებს. უახლეს მოწყობილობებში კინემატოგრაფიული რეჟიმი მხარს უჭერს ვიდეოს ჩაწერას 4K Dolby Vision ფორმატში, წამში 60 კადრამდე სიხშირით. ასევე ხელმისაწვდომია გადაღების პარამეტრების მართვის დამატებითი შესაძლებლობები.
- იყენებთ აპებს, რომლებიც მაღალ წარმადობას მოითხოვს. ახალი ჩიპი 6-ბირთვიანი CPU-ით, 7-ბირთვიანი GPU-ითა და ორი 16-ბირთვიანი Neural Engine-ით განკუთვნილია დინამიკური თამაშებისთვის, დიდი გამოთვლითი რესურსის მომთხოვნი აპების გამოყენებისა და გრაფიკულ მასალებზე მუშაობისთვის.
- ხშირად იყენებთ სმარტფონს იქ, სადაც მისი დამუხტვის შესაძლებლობა არ გაქვთ. ახალი მოდელები დამუხტვის გარეშე უფრო დიდხანს მუშაობს, მათ შორის ვიდეოს ყურების დროსაც.
ამასთან, მე-17 თაობის სმარტფონებიც კვლავ კარგ არჩევანად რჩება. მათ აქვთ მძლავრი ჩიპი, მოსახერხებელი და ნათელი ეკრანი, ასევე პროფესიონალური კამერების სისტემა. ეს შესაძლებლობები სრულიად საკმარისია ყოველდღიური ამოცანების შესასრულებლად, სამუშაოდ და ხარისხიანი კონტენტის შესაქმნელად.
სად შეიძინოთ iPhone 18 Pro და iPhone 17 Pro საქართველოში?
iSpace-ში, რომელსაც საქართველოში Apple Premium Partner-ის სტატუსი აქვს, შეგიძლიათ შეიძინოთ ორიგინალური მოწყობილობები მწარმოებლის გარანტიით, მათ შორის ახალი iPhone 18 Pro და iPhone 18 Pro Max, 256 გბ, 512 გბ, 1 ტბ ან 2 ტბ მეხსიერებით. სმარტფონები ხელმისაწვდომია Glacier, Burgundy, Silver და Black ფერებში.
ასევე ხელმისაწვდომია iPhone 17 Pro და iPhone 17 Pro Max, 256 გბ, 512 გბ, 1 ტბ და 2 ტბ მეხსიერებით, Deep Blue, Cosmic Orange და Silver ფერებში. ვებსაიტზე შეგიძლიათ მოდელების შედარებაც – შეაფასეთ მოწყობილობების მახასიათებლები და შეარჩიეთ თქვენთვის იდეალური ვარიანტი. თუ დახმარება დაგჭირდებათ, მიმართეთ ჩვენს ექსპერტებს.
ონლაინ შეკვეთის გაფორმებისას შეგიძლიათ ისარგებლოთ საკურიერო მიწოდებით საქართველოს მასშტაბით. თუ შეძენამდე მოწყობილობების პირადად გამოცდა გსურთ, ეწვიეთ ჩვენს მაღაზიებს თბილისსა და ბათუმში. Trade In პროგრამის ფარგლებში შეგიძლიათ ძველი მოწყობილობა ახალში ხელსაყრელი პირობებით გაცვალოთ და ფასთა სხვაობა დაფაროთ. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ საბანკო კრედიტით ან თანხა ნაწილ-ნაწილ გადაიხადოთ. შეუერთდით iSpace Community-ს, რათა ისარგებლოთ ჩვენი ექსკლუზიური შეთავაზებებით.
FAQ
რით განსხვავდება iPhone 18 Pro iPhone 17 Pro-სგან?
ახალი მოდელი აღჭურვილია უფრო მძლავრი ჩიპითა და მთავარი კამერით, რომელსაც ცვლადი დიაფრაგმა აქვს. ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა სამი საათით გაიზარდა.
რით განსხვავდება ერთმანეთისგან iPhone 18-ისა და iPhone 17-ის Pro Max მოდელები?
ძირითადი ცვლილებები კამერას, ჩიპსა და ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობას შეეხო. ახალ მოდელს წინამორბედის ზომები შეუნარჩუნდა, თუმცა ოდნავ დამძიმდა და ახლა 249 გრამს იწონის. Dynamic Island უფრო კომპაქტური გახდა, ფერთა არჩევანს კი ახალი ფერები – Glacier და Burgundy – დაემატა.
რომელი iPhone Pro ჯობს შეიძინოთ – 17 თუ 18?
აირჩიეთ ახალი მოდელი, თუ თქვენთვის პრიორიტეტულია მაღალი წარმადობა, ბატარეის ხანგრძლივი მუშაობა და გადაღების ახალი შესაძლებლობები. თუმცა მე-17 თაობის მოწყობილობებიც შესაფერისია თამაშებისთვის, პროფესიონალური გადაღებისა და დიდი გამოთვლითი რესურსის მომთხოვნ აპებთან მუშაობისთვის. თუ უახლესი ტექნოლოგიები თქვენთვის გადამწყვეტი არ არის, შეგიძლიათ წინა თაობის მოდელი აირჩიოთ.
რა სიახლეები აქვს iPhone 18 Pro-სა და Pro Max-ს?
უახლესი ფლაგმანები აღჭურვილია ახალი თაობის პროცესორითა და კამერით, რომელსაც ცვლადი დიაფრაგმა აქვს. Dynamic Island უფრო კომპაქტური გახდა, თუმცა ერთდროულად სამამდე ვიჯეტის განთავსების შესაძლებლობას იძლევა.
ასევე იხილეთ
iPhone 18 Pro: გამოსვლის თარიღი, მახასიათებლები და Apple-ის ახალი ფლაგმანის მთავარი სიახლეები
iPhone Duo: პირველი დასაკეცი iPhone-ის მახასიათებლები
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.


