Apple-მა ახალი Apple Watch Ultra 4 2026 წლის სექტემბერში წარადგინა. ჭკვიანი საათი აღჭურვილია ახალი S11 ჩიპითა და Health Sensing System-ით, რომელიც გულის აქტივობის დასაკვირვებლად განკუთვნილ სენსორებს მოიცავს. აქტივობის მონიტორინგის ახალ შესაძლებლობებს შორისაა Steps Complication – ნაბიჯების დათვლის განახლებული ფუნქცია – და Readiness, რომელიც ფიზიკური დატვირთვისთვის ორგანიზმის მზადყოფნას აფასებს. ახალ მოდელს Audio Intelligence-ის მხარდაჭერაც აქვს და ჩვეულებრივი გამოყენებისას ერთი დამუხტვით 50 საათამდე მუშაობს.
როდის გამოვიდა Apple Watch Ultra 4?
ახალი მოდელი მომხმარებლებს Apple-ის ტრადიციულ პრეზენტაციაზე წარუდგინეს – Apple Watch Ultra 4 2026 წლის 9 სექტემბერს წარმოადგინეს. ღონისძიებაზე წარმოდგენილი სიახლეების მოკლე მიმოხილვა იხილეთ ჩვენს ვიდეოში:
თუ გსურთ, პირველთა შორის შეიტყოთ სიახლეები, მიიღოთ ღონისძიებებზე მოსაწვევები და iSpace-ის საიტზე ახალ პროდუქტებზე წინასწარი შეკვეთა გააფორმოთ, შეუერთდით iSpace Community-ს.
ახალი ჭკვიანი საათის დიზაინი, კორპუსი და ეკრანი
Apple Watch Ultra 3-ის მსგავსად, ახალ მოდელსაც 49 მმ ზომის კორპუსი აქვს. მის დასამზადებლად გამოყენებულია 100% გადამუშავებული მე-5 კლასის ტიტანი. Apple Watch Ultra 4-ში გადამუშავებული მასალების წილი 45%-მდე გაიზარდა, მაშინ როცა წინა თაობის მოდელში ეს მაჩვენებელი 40% იყო. ახალი მოდელი ხელმისაწვდომია ორი ვარიანტით: ბუნებრივი ტიტანისა და შავი ტიტანის კორპუსით.
Apple Watch Ultra 2026-ისთვის Alpine Loop, Trail Loop და Ocean Band ხაზების სამაჯურები ახალ ფერებშიც გამოვიდა.
მორგებადი ფიზიკური ღილაკი Action Button სხვადასხვა ფუნქციის მართვის საშუალებას გაძლევთ. მაგალითად, ერთი სწრაფი დაჭერით შეგიძლიათ ჩართოთ ფანარი ან დაიწყოთ ვარჯიში. კორპუსზე ასევე განთავსებულია გვერდითი ღილაკი, რომელიც მართვის ცენტრთან, უკონტაქტო გადახდებსა და გადაუდებელი დახმარების ფუნქციებთან სწრაფ წვდომას უზრუნველყოფს. განსაკუთრებით მოსახერხებელია ტაქტილური უკუკავშირის მქონე Digital Crown. მისი დატრიალებით შეგიძლიათ სხვადასხვა მაჩვენებელს შორის გადაადგილება და ინტერფეისის ელემენტების გადიდება ან შემცირება.
Apple Watch Ultra 4-ის ერთი ხელით მართვა ეკრანზე შეხების გარეშეც შესაძლებელია. ერთჯერადი და ორმაგი შეხების ჟესტებით შეგიძლიათ გახსნათ ვიჯეტი, უპასუხოთ ზარს, გააჩეროთ ტაიმერი ან მართოთ მუსიკა.
ფართო ხედვის კუთხის მქონე სენსორული Always-On Retina ეკრანი გამძლე საფირონის მინით არის დაცული. მაქსიმალური სიკაშკაშე 3000 ნიტს აღწევს. საათის სისქე მხოლოდ 12 მმ-ია, ხოლო წონა 63,1 გ-ს არ აღემატება.
საათს დაემატა Audio Intelligence ფუნქციები, რომლებიც მეტყველებისა და გარემოს ხმების დამუშავებას ამარტივებს. მათ შორისაა:
- Live Rewind ეკრანზე აჩვენებს საუბრის ბოლო 15 წამის ტექსტურ ჩანაწერს;
- Siri Recap ქმნის საუბრის მოკლე შეჯამებას;
- Sound Recognition ამოიცნობს გარემოში მნიშვნელოვან ხმებს;
- Shazam ამოიცნობს იმ მომენტში გაჟღერებულ მუსიკას.
მონაცემების დამუშავება უშუალოდ საათში ხდება, ხოლო საწყისი აუდიოჩანაწერები არ ინახება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში Live Rewind, Siri Recap და Apple Intelligence ფუნქციებზე რეგიონული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუმცა მათი გამოსაყენებლად საჭიროა თავსებადი მოწყობილობა და მხარდაჭერილი ინტერფეისის ენა.

პროცესორი და ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობა
Apple Watch Ultra 4-ის განახლებული შესაძლებლობები განსაკუთრებით მოეწონებათ აქტიური ცხოვრების წესის მოყვარულებს. მოწყობილობა აღჭურვილია ახალი S11 პროცესორით, რომელიც წარმადობით Apple-ის საათებისთვის შექმნილ ყველა სხვა ჩიპს აღემატება. მისი წყალობით შესაძლებელი გახდა:
- Audio Intelligence ფუნქციების გამოყენება;
- ნაბიჯების დათვლის სისტემის გაუმჯობესება;
- პულსის გაზომვის სიზუსტის გაზრდა.
Apple Watch Ultra 3-თან შედარებით გაიზარდა ერთი დამუხტვით მუშაობის ხანგრძლივობაც. ჩვეულებრივი გამოყენებისას ახალი მოდელი 50 საათამდე მუშაობს, ხოლო ენერგიის დაზოგვის რეჟიმში – 84 საათამდე. ეს წინამორბედ მოდელთან შედარებით, შესაბამისად, 8 და 12 საათით მეტია. გათვალისწინებულია ვარჯიშისთვის განკუთვნილი ორი რეჟიმიც:
- Extended Workout – 25 საათამდე მუშაობა პულსისა და GPS-ის მონიტორინგით;
- Max Extended Workout – 45 საათამდე მუშაობა GPS-ით, სირბილისა და სიარულის მარშრუტის ჩასაწერად.
გაჯეტი წინა მოდელთან შედარებით უფრო სწრაფ დატენვასაც უჭერს მხარს. 15-წუთიანი დატენვა მოწყობილობას დამატებით 18 საათამდე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.

Apple Watch Ultra 4 ცურვისა და დაივინგისთვის
ახალი მოდელი წყალში გამოსაყენებლად არის შექმნილი – მას WR100 წყალგამძლეობის კლასი აქვს და 40 მ-მდე სიღრმეზე ჩაყვინთვის საშუალებას იძლევა. ჭკვიანი საათის გამოყენება შეგიძლიათ არა მხოლოდ ცურვისა და სნორკელინგის დროს, არამედ წყლის სპორტის მაღალი სიჩქარის სახეობებშიც. მოწყობილობას შეუძლია:
- საერთო მანძილის გამოთვლა;
- ცურვის მონაკვეთების აღრიცხვა;
- ცურვის სტილის ავტომატურად განსაზღვრა;
- საშუალო ტემპის დაფიქსირება;
- წყლის ტემპერატურის გაზომვა.
სიღრმის სენსორის წყალობით, ერთი მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთვისას მოწყობილობა დაივინგის რეჟიმს ავტომატურად ააქტიურებს. ახალ მოდელს შეუძლია:
- ჩაყვინთვის ხანგრძლივობის აღრიცხვა;
- მიმდინარე და მაქსიმალური სიღრმის ჩვენება;
- წყალში შესვლისა და წყლიდან გამოსვლის ადგილების GPS-ის საშუალებით დაფიქსირება, რათა ცურვის დასრულების შემდეგ მარშრუტის აღდგენა უფრო მარტივი იყოს.
App Store-დან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ დაივინგისთვის განკუთვნილი აპლიკაცია. ინფორმაციის სამართავად გამოიყენეთ Digital Crown.

ჯანმრთელობის ფუნქციები და სენსორები
ახალ ჭკვიან საათში შენარჩუნებულია ჯანმრთელობის მონიტორინგის ყველა ფუნქცია, რომლებიც წინა მოდელიდან უკვე კარგად არის ცნობილი. მათ შორისაა ძილის მონიტორინგი, გულისცემასთან დაკავშირებული შეტყობინებები და ეკგ-ის აპლიკაცია. თუმცა მთავარი სიახლეა ორგანიზმის მდგომარეობის მონიტორინგის ახალი სისტემა – Health Sensing System. გულის აქტივობის ოპტიკური სენსორის ენერგოეფექტური მწვანე LED-ების წყალობით, სისტემა პულსს ყოველ 5 წამში ზუსტად ზომავს. გაზომვის ასეთი სიხშირე ზრდის მონაცემების სიზუსტეს და გულის მუშაობის დინამიკას რეალურ დროში ასახავს.
HRV-ის – გულისცემის ცვალებადობის – მონიტორინგის სიხშირეც 24-ჯერ გაიზარდა. ახლა „პულსის“ აპლიკაციაში ორი მაჩვენებლის ნახვა შეგიძლიათ:
- Recovery HRV – აჩვენებს ყოველდღიურ ცვლილებებს;
- Overall HRV – დაგეხმარებათ მაჩვენებლის საერთო დინამიკის შეფასებაში.
Daytime Vitals ფუნქციით ჯანმრთელობის ღამისა და დღის მაჩვენებლების ცალ-ცალკე ნახვა შეგიძლიათ. ეს საშუალებას გაძლევთ, თქვენთვის ჩვეულ მაჩვენებლებში ცვლილებები უფრო ადრე შეამჩნიოთ.
Apple Watch Ultra 4-ის კიდევ ერთი ახალი ფუნქციაა Readiness. ის შემდეგ მონაცემებს აანალიზებს:
- სასიცოცხლო მაჩვენებლებს;
- ძილის მონაცემებს;
- ბოლო პერიოდის აქტივობას;
- სავარჯიშო დატვირთვას.
სისტემა ორგანიზმის მდგომარეობას 0-დან 10 ქულამდე აფასებს და გირჩევთ, კონკრეტულ დღეს დატვირთვის რა დონე აირჩიოთ: Recover (0-1 ქულა), Pace Yourself (2-4 ქულა), Ready (5-7 ქულა) ან Go For It (8-10 ქულა).
Recover მიუთითებს, რომ ორგანიზმს აღდგენა სჭირდება და ინტენსიური ვარჯიში არ არის რეკომენდებული. Pace Yourself ზომიერი ფიზიკური აქტივობის არჩევას გირჩევთ. Ready ნიშნავს, რომ ორგანიზმი აღდგენილია და შეგიძლიათ ჩვეულ დატვირთვას დაუბრუნდეთ. Go For It კი მიუთითებს, რომ ინტენსიური ვარჯიშისთვის მზად ხართ. დღის განმავლობაში რეკომენდაცია განახლდება.
ახალი მოდელი ნაბიჯებს უფრო ზუსტად ითვლის მანქანური სწავლების ახალი ალგორითმებისა და მძლავრი S11 ჩიპის წყალობით. ჭკვიანი საათი ასევე უფრო ზუსტად განსაზღვრავს სირბილისა და სიარულის დროს გავლილ მანძილს. დაემატა Steps Complication ფუნქციაც – ახლა ნაბიჯების რაოდენობას რეალურ დროში პირდაპირ ეკრანზე შეგიძლიათ ადევნოთ თვალი.

სად ვიყიდოთ Apple Watch Ultra 4?
ახალი მოდელის შეძენა შეგიძლიათ iSpace-ში – Apple Premium Partner-ში საქართველოში. ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ ორიგინალ მოწყობილობებს Apple-ის გარანტიით. ტექნიკური მომსახურება ხელმისაწვდომია iSupport-ის სერვისცენტრებში.
შეკვეთა შეგიძლიათ ონლაინ გააფორმოთ და კურიერის მეშვეობით მიიღოთ. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ თვითგატანის სერვისით და შეკვეთა თბილისის ან ბათუმის თქვენთვის მოსახერხებელ iSpace-ის მაღაზიაში აიღოთ. მოწყობილობის უფრო ხელსაყრელი პირობებით შესაძენად ან ახალ მოდელზე გადასასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ კრედიტით, განვადებით ან Trade In-ით. პრეზენტაციაზე Apple-მა Apple Watch Series 12-ის ჭკვიანი საათების ხაზიც წარადგინა – ყველაზე საინტერესო სიახლეები თქვენთვის ჩვენს ბლოგში შევკრიბეთ.
[postprods prod_sku="MJA84QI/A|MJC04QI/A|MJAG4QI/A"]
FAQ
რა არის ახალი Apple Watch Ultra 4-ში?
Apple Watch Ultra 4-ის სიახლეებს შორისაა უფრო სწრაფი დატენვა და წინა მოდელთან შედარებით ერთი დამუხტვით უფრო ხანგრძლივი მუშაობა. შეგიძლიათ გამოიყენოთ Sound Recognition, Shazam, Live Rewind და Audio Intelligence-ის სხვა ახალი შესაძლებლობები. ახალ მოდელს ასევე დაემატა ჯანმრთელობისა და ფიტნესის ახალი ფუნქციები.
სად შეიძლება ახალი Apple Watch Ultra 4-ის შეძენა?
ახალი მოდელის შეძენა შეგიძლიათ iSpace-ში – Apple Premium Partner-ში საქართველოში. გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები და გამოგვყევით Instagram-ზე, რათა ექსკლუზიური შეთავაზებები არ გამოგრჩეთ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის რომელი ფუნქციები დაემატა ახალ Apple Watch Ultra 4-ს?
ახალი Health Sensing System პულსს უფრო ხშირად და ზუსტად ზომავს. ასევე გაიზარდა HRV-ის მონიტორინგის სიხშირე. ორგანიზმის ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნის შესაფასებლად კი დაემატა Readiness ფუნქცია.
რამდენ ხანს მუშაობს Apple Watch Ultra 4 დამუხტვის გარეშე?
ჩვეულებრივი გამოყენებისას ჭკვიანი საათი 50 საათამდე მუშაობს. ენერგიის დაზოგვის რეჟიმში კი ერთი დამუხტვით მუშაობის ხანგრძლივობა 84 საათამდე იზრდება. ასევე დაემატა ვარჯიშისთვის განკუთვნილი ორი რეჟიმი.
გამოდგება თუ არა Apple Watch Ultra 4 დაივინგისთვის?
დიახ, საათი დაივინგისთვის გამოდგება WR100 წყალგამძლეობის კლასის, სიღრმის სენსორისა და 40 მ-მდე ჩაყვინთვის შესაძლებლობის წყალობით. ერთი მეტრის სიღრმეზე ჩაყვინთვისას ახალი მოდელი დაივინგის რეჟიმს ავტომატურად ააქტიურებს.
ასევე იხილეთ
iPhone Duo: პირველი დასაკეცი iPhone-ის მახასიათებლები
iPhone 18 Pro: გამოსვლის თარიღი, მახასიათებლები და Apple-ის ახალი ფლაგმანის მთავარი სიახლეები
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.


