საოჯახო ლეპტოპი ყველაზე უნივერსალური მოწყობილობაა სახლში. როგორც წესი მასზე ვმუშაობთ, ვსწავლობთ, უყურებთ ფილმებს, ვთამაშობთ, ვსაუბრობთ და ა.შ. ამ ყველაფრისთვის კი იდეალური არჩევანია MacBook Air M1.
M1 ჩიპი Apple–ის გრანდიოზული მიღწევა
M1–ის გამოსვლამდე კომპიუტერის დედა პლატაზე მიმობნეული იყო უამრავი ჩიპი, რომლებიც სხვადასხვა დავალებებს ასრულებდნენ: ცენტრალური პროცესორი, გრაფიკული პროცესორი, მეხსიერება, კონტროლერები და ა.შ. M1 ტექნოლოგიამ კი ეს ყველაფერი ერთ მცირე ჩიპსეტში გააერთიანა.
ინტეგრაციის ასეთი დონე არ არის მხოლოდ წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს ჩვეულებრივი ტექნოლიგიური რევოლუციაა.
მეტს მუშაობს. ნაკლებს ჭამს.
სისტემის ცენტრი – 5 ნანომეტრიანი ტექპროცესის მქონე ცენტრალური პროცესორია, რომელიც 8 ბირთვისაგან შედგება. 4 ბირთვი მაღალმწარმოებლურია, რომლებიც შედარებით რთულ ამოცანებზე აგებენ პასუხს. ხოლო მეორე 4 კი ენერგოეფექტური, რომლებიც მაქსიმალურად ზოგავენ ელემენტის სიცოცხლეს და პასუხს აგებენ ყოველდღიურ მარტივ დავალებებზე.

8 ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი (საბაზო ვერსია – 7 ბირთვი) 25 ათასამდე მონაცემთა ნაკადს ამუშავებს. მისი წყალობით, გრაფიკული დამუშავების სიჩქარე 5-ჯერ გაიზარდა.
8K ხარისხის ვიდეოს ყურება შეფერხების გარეშეა შესაძლებელი. თამაშებიც ყოველგვარი ლაგისა და ხარვეზის გარეშე მუშაობს. მაღალი გრაფიკული მოთხოვნების მქონე დავალებებიც კი მყისიერად სრულდება. ეს არის მსოლფიოში ყველაზე მძლავრი ინტეგრირებული გრაფიკა კომპიუტერულ ჩიპებში.
16 ბირთვიანი Neural Engine კი მანქანურ სწავლებას 9–ჯერ აჩქარებს. ეს კონკრეტული ტექნოლოგია გამოიყენება ალგორითმების გამოყენებით ხმის ამოცნობის, ვიდეო ანალიზისა და ფოტო მასალის დამუშავების დროს. ნამდვილი კომპიუტერული გონება თქვენს სამსახურში.
პორტატული და ავტონომიური
MacBook Air ძალიან თხელი და მსუბუქია, რომელიც მხოლოდ 1,29 კგ–ს იწონის. ნოუთბუქის სისქე მის ყველაზე განიერ წერტილში სულ რაღაც 1,61 სმ–ია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ლეპტოპის სამოგზაუროდ, სამუშაოდ ან უნივერსიტეტში წაღება პრობლემას არ წარმოადგენს.

ეკრანის დიაგონალი 13,3 ინჩია. ეს არის იდეალური ზომა როგორც სამუშაოდ, ისე სასწავლად და სათამაშოდ. თანაც საკმარისად კომპაქტურია და თითქმის ყველა ზომის ჩანთაში ეტევა.
უახლესი MacBook Air M1 ერთი სრული მუხტით 18 საათამდე სამუშაო დროს უზრუნველყოფს. რაც ორი სამუშაო დღის ტოლფასია. MacBook Air M1 – ულტრა თხელი, სუპერ მძლავრი და საოცრად ავტონომიური.
MacOS Big Sur
ეს არის ერთ–ერთი ყველაზე დახვეწილი ოპერაციული სისტემა. განახლებული პანელი საოცრად ამარტივებს მოწყობილობის კონტროლს. ახლა ყველა ვიჯეტი და სოც. მედია შეტყობინებები ერთ სივრცეშია გაერთიანებული. მათი დაჯგუფება, გახსნა ან სულაც გასუფთავება თითის ერთი შეხებით არის შესაძლებელი.

MacBook–ის ისტორიაში პირველად არის შესაძლებელი iPhone ან iPad აპლიკაციების გახსნა. Safari ბრაუზერი კი ყველაზე სწრაფი და ენერგოეფექტურია. ასევე უნდა აღინიშნოს Spotlight, რომელიც უმარტივესად პოულობს ნებისმიერ ფაილსა თუ ფოლდერს – საკმარისია საჭირო ქივორდის მითითება.
ეკრანი
MacBook Air M1 გთვავაზობს Retina ეკრანს გაფართოებული ფერთა გამით (P3) და 500 ნიტი მაქსიმალური სიკაშკაშით. პიქსელის საოცრად მაღალი სიმჭიდროვე და 2560*1600 რეზოლუცია კი წარმოუდგენლად რეალისტურ გრაფიკას ქმნის. შექმენით პრეზენტაციები, იმუშავეთ Photoshop-ში, Lightroom-ში, Final Cut Pro-ში და უბრალოდ უყურეთ ფილმებს – ისიამოვნეთ ნებისმიერი აქტივობით.

ეკრანის ანტიამრეკლი საფარის წყალობით, ლეპტოპი გამოყენება შესძლებელია ნებისმიერი ჭარბი განათების პირობებში. ეკრანის სინათლის სენსორები და ავტომატურად არეგულირებს სიკაშკაშეს და ფერთა ტემპერატურას. Night Shift ტექნოლოგია კი აუქმებს ცივ ლურჯ ელვარებას, რაც ძილის გართულებებს იწვევს. ფუნქცია ეკრანის ფერებს უფრო თბილ ფერებად გარდაქმნის, რაც იდეალურია მათთვის ვინც ლეპტოპთან გვიანობამდე ატარებს დროს.
კლავიატურა და თრექფედი
MacBook Air M1 აღჭურვილია სუპერ კომფორტული “Scissor Switch” Magic Keyboard–ით. ჩვეულებრივ კლავიატურასთან შედარებით მათ აქვთ ნაკლები სისქე და რბილი შეხება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კლავიატურა ძალიან ჩუმია, რაც კიდევ ერთი დადებითი თვისებაა.

Apple-მა კლავიატურას მისცა რეგულირებადი განათება, ასე რომ მას შეუძლია სიკაშკაშის შეცვლა განათებიდან გამომდინარე. თუ ოთახი ბნელია, ლეპტოპის გახსნისას კლავიატურა ავტომატურად განათდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ღილაკების დიზაინი თავისთავად დახურულია, რაც ნიშნავს რომ ნამსხვრევები და ნამცეცები არ მოხვდება მათ ქვეშ.
სენსორული თრექფედი მომხმარებელთა უმეტესობისთვის მაუსზე კომფორტული იქნება. მას აქვს უამრავი ჟესტის მხარდაჭერა და ძალიან ზუსტად განსაზღვრავს თითის პოზიციას – შეუცვლელია მათთვის, ვინც ამუშავებს ფოტოებს ან არედაქტირებს ვიდეო მასალას.
საბოლოო ვერდიქტი?
MacBook Air M1 რევოლუციური მოწყობილობაა. არის ძალიან თხელი, მსუბუქი, საოცრად მძლავრი და ავტონომიური. მისი გამოყენება შეიძლება როგორც სამუშაოდ, ისე სწავლისა თუ გართობისათვის.
MacBook Air M1 წარმოდგენილია ორ მოდელში: SSD 256 გბ და SSD 512 გბ.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.


