M4 ჩიპიანი iMac Apple-ის ელეგანტური და ძლიერი მონობლოკი კომპიუტერია. ის შესანიშნავი არჩევანია მთელი ოჯახის სწავლისთვის, მუშაობისა და დასვენებისთვის. „ყველაფერი ერთში“ ფორმატის მოწყობილობა ჩვეულებრივი კომპიუტერისგან განსხვავდება: ეკრანი, სისტემური ბლოკი და აუდიოსისტემა ერთ კომპაქტურ კორპუსშია გაერთიანებული. საკმარისია მონობლოკი ელექტროქსელში ჩართოთ და მაუსი და კლავიატურა დააკავშიროთ – ისინი უკვე კომპლექტში შედის.

iMac-ს აქვს 24-დიუმიანი Retina ეკრანი მკაფიო და ნათელი გამოსახულებით, Dolby Atmos-ის მხარდაჭერის მქონე აუდიოსისტემა და მარტივად ერთიანდება Apple-ის ეკოსისტემაში. მოწყობილობის ყველა უპირატესობის შესაფასებლად ეწვიეთ iSpace-ს – Apple Premium Partner-ს საქართველოში. აქ მარტივად შეარჩევთ iMac-ის კონფიგურაციას თქვენი სახლისთვის. ამ მასალაში შევკრიბეთ ხუთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ არის მონობლოკი ოჯახისთვის შესაფერისი არჩევანი.

მიზეზი № 1. iMac სივრცის დაზოგვაში გეხმარებათ და ინტერიერში ლამაზად გამოიყურება

თხელი კორპუსის წყალობით M4 ჩიპიანი iMac იდეალურად ერგება ნებისმიერ სივრცეს. ის ბუნებრივად გამოიყურება მაშინაც კი, როცა ოთახის ცენტრში დგას. მოწყობილობა:

  • საშუალებას გაძლევთ, მოაწყოთ სამუშაო ადგილი დისტანციური მუშაობისთვის ან სწავლისთვის;
  • 14,7 მმ სისქის კორპუსში აერთიანებს სისტემურ ბლოკს, მონიტორსა და აუდიოსისტემას;
  • წარმოდგენილია შვიდ სხვადასხვა ფერში.

iMac ფუნქციურ სივრცეს ქმნის. შეგიძლიათ, ის მისაღებ ოთახში, საძინებელში, საბავშვო ოთახში ან სამზარეულოში განათავსოთ.

მიზეზი № 2. iMac მთელი ოჯახისთვის შესაფერისი კომპიუტერია

iMac სახლისთვის შექმნილი კომპიუტერია, რომელიც ოჯახის სხვადასხვა წევრის საჭიროებებს ერგება. ის გამოდგება:

  • დისტანციური სწავლისა და მუშაობისთვის;
  • ვიდეომონტაჟისა და ფოტოების რეტუშისთვის;
  • დინამიკური თანამედროვე თამაშებისთვის.

M4 ჩიპი და მინიმუმ 16 GB გაერთიანებული მეხსიერება მოწყობილობას სხვადასხვა ტიპის ამოცანისთვის საკმარის წარმადობას აძლევს: შეგიძლიათ, დაწეროთ რეფერატები, მოამზადოთ საბუღალტრო ანგარიში, დაამუშაოთ ფოტოები და უყუროთ ფილმებს.

მიზეზი № 3. ხარისხიანი ეკრანი და კომფორტი თვალებისთვის

24-დიუმიანი Retina 4,5K ეკრანი 500 ნიტის სიკაშკაშით ნათელ და დეტალურ გამოსახულებას უზრუნველყოფს. ეკრანი კომფორტულია თვალებისთვის – მასზე მოსახერხებელია ვიდეოს ხანგრძლივად ყურება, ტექსტებთან მუშაობა და გრაფიკის დამუშავება.

დიდი ეკრანისა და ხარისხიანი ჟღერადობის წყალობით iMac სახლში მარტივად იქცევა კინოთეატრის ალტერნატივად. მოწყობილობის ქვედა ნაწილში განთავსებულია 4 დაბალსიხშირული და 2 მაღალსიხშირული დინამიკი, რომლებიც ხმამაღალ, მდიდარ ჟღერადობასა და გამოკვეთილ დაბალ სიხშირეებს უზრუნველყოფს. მოწყობილობა მხარს უჭერს სივრცულ აუდიოს – ეს განსაკუთრებით შესამჩნევია Dolby Atmos-ის მხარდაჭერის მქონე აუდიოჩანაწერებში. მონობლოკის უპირატესობებია:

  • გაფართოებული ფერთა გამის (P3) წყალობით ფერებს რეალისტურად გადმოსცემს;
  • ეკრანის ფერის ტემპერატურას ავტომატურად არგებს ოთახის განათებას (True Tone);
  • საშუალებას გაძლევთ, იმუშაოთ, ისწავლოთ და ეკრანთან დრო კომფორტულად გაატაროთ.

ეკრანის გარჩევადობა გრაფიკასა და ტექსტებთან მუშაობისთვის კომფორტულია – ყველა დეტალი მკაფიოდ ჩანს.

მიზეზი № 4. iMac სწრაფი და ჩუმია ყოველდღიური გამოყენებისას

მონობლოკი ყოველდღიურ ამოცანებზე კონცენტრირებაში გეხმარებათ და მუშაობის დროს ზედმეტ ხმაურს არ გამოსცემს. ის ძლიერი მოწყობილობაა და მრავალ ამოცანას ერთდროულად უმკლავდება. M4 ჩიპიანი მოწყობილობის უპირატესობებია:

  • M1 ჩიპიან მონობლოკებთან შედარებით 2,1-ჯერ მაღალი წარმადობა აქვს;
  • Windows-ზე მომუშავე ბევრ მონობლოკ კომპიუტერთან შედარებით 4,5-ჯერ სწრაფია;
  • Intel-ის პროცესორიან მოწყობილობებთან შედარებით ამოცანებს 6-ჯერ სწრაფად ასრულებს.

მაქსიმალური დატვირთვის დროს აქტიური გაგრილების სისტემა ირთვება. ვენტილატორები ჩუმად მუშაობს და ხელს არ გიშლით.

მიზეზი № 5. Apple-ის ეკოსისტემაში მარტივად ერთიანდება

iMac Apple-ის ეკოსისტემის ნაწილია. მისი დახმარებით შეგიძლიათ:

  • ფაილები Apple-ის სხვა მოწყობილობებს გაუზიაროთ;
  • მუშაობა სხვადასხვა მოწყობილობაზე გააგრძელოთ;
  • მონაცემები სინქრონულად განაახლოთ.

იმისთვის, რომ კომპიუტერით სარგებლობა მთელი ოჯახისთვის მოსახერხებელი იყოს, უმჯობესია, თითოეული მომხმარებლისთვის ცალკე პროფილი შექმნათ. საწყისი დაყენებისთვის:

  1. შედით „სისტემურ პარამეტრებში“, გახსენით ჩანართი „მომხმარებლები და ჯგუფები“ და დაამატეთ ახალი ანგარიში. თუ სისტემა შეცდომას აჩვენებს, შეამოწმეთ, არის თუ არა მეხსიერებაში საკმარისი თავისუფალი ადგილი.
  2. თითოეულ მომხმარებელს ცალკე iCloud ანგარიში დაუკავშირეთ. შესვლისთვის პირადი Apple ID გამოიყენება.
  3. განყოფილებაში „AirDrop და Handoff“ ჩართეთ Handoff და Universal Clipboard ფუნქციები. საერთო ბუფერის გამართულად მუშაობისთვის ყველა მოწყობილობაზე ჩართული უნდა იყოს Wi-Fi და Bluetooth.
  4. საჭიროების შემთხვევაში დააყენეთ Sidecar, რათა iPad მეორე ეკრანად გამოიყენოთ.
  5. მენიუში „Touch ID და პაროლი“ გაააქტიურეთ Mac-ის Apple Watch-ით განბლოკვა. თუ ფუნქცია არ ჩანს, განაახლეთ macOS და watchOS უახლეს ვერსიამდე.

მოწყობილობის დაყენებას ძალიან ცოტა დრო სჭირდება. ამის შემდეგ მთელი ოჯახი კომფორტულ სამუშაო სივრცეს მიიღებს.

ვის შეეფერება iMac ყველაზე მეტად?

მონობლოკი შეეფერება მათ, ვინც სახლიდან მუშაობს და Apple-ის ტექნიკას ანიჭებს უპირატესობას. ასეთი ფორმატი მოსახერხებელია სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვისაც.

ის მოეწონებათ მათაც, ვისაც წესრიგი უყვარს და სამუშაო სივრცეში ზედმეტი კაბელები არ სურს. თუ უკვე იყენებთ Apple-ის მოწყობილობებს და ფიქრობთ კომპაქტურ სახლის კომპიუტერზე, რომელიც ეკოსისტემაში მარტივად ერთიანდება, მონობლოკი ოპტიმალური არჩევანია.

საბოლოოდ: ღირს თუ არა iMac-ის შეძენა სახლისთვის?

ელეგანტურ კორპუსში გაერთიანებულია შესანიშნავი ეკრანი, მაღალი წარმადობის ჩიპი და ექვსდინამიკიანი აუდიოსისტემა. მოწყობილობა მთელი ოჯახისთვის არის შესაფერისი და ინტერიერს მარტივად ერგება – დიდი ალბათობით, ის ოჯახის ყველა წევრს მოეწონება.

მონობლოკის გამოცდა და შეძენა iSpace-ში შეგიძლიათ. M4 ჩიპიანი iMac-ის საბაზისო ვერსიის ფასი 4 999 ₾-დან იწყება. ორიგინალური მოწყობილობების ხელსაყრელი პირობებით შეძენა შესაძლებელია ჩვენს ფიზიკურ მაღაზიებში თბილისსა და ბათუმში, ასევე ონლაინმაღაზიაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ექსპერტები მზად არიან, არჩევაში დაგეხმარონ.

FAQ

გამოდგება თუ არა iMac სახლში სწავლისა და ონლაინ გაკვეთილებისთვის?

დიახ, ის საშუალებას გაძლევთ, სრულფასოვანი სასწავლო და სამუშაო სივრცე მოაწყოთ. კომპაქტური მოწყობილობის განთავსება ნებისმიერ ოთახში შეიძლება.

საკმარისია თუ არა M4 ჩიპიანი iMac მუშაობისა და საშუალო სირთულის ამოცანების შესასრულებლად?

მისი შესაძლებლობები საკმარისია როგორც საბაზისო, ისე უფრო რთული ამოცანებისთვის. M4 ჩიპი სხვადასხვა დატვირთვის დროს მაღალ წარმადობას უზრუნველყოფს.

რომელი დიაგონალია კომფორტული სახლისთვის და რატომ არის 24″ უნივერსალური?

24-დიუმიანი ეკრანი საკმარის სივრცეს გაძლევთ რამდენიმე ფანჯარაში ერთდროულად მუშაობისთვის, ხოლო მაღალი დეტალიზაციის წყალობით კონტენტი მკაფიოდ ჩანს და თვალებისთვის კომფორტულია.

ასევე იხილეთ

მიგრაცია Mac-იდან Mac-ზე: მონაცემების გადატანის წესები

Mac mini ხელოვნური ინტელექტისთვის: როგორ ვაქციოთ კომპაქტური კომპიუტერი ლოკალურ AI ცენტრად

MacBook არ ირთვება: ეტაპობრივი გზამკვლევი – რა უნდა გააკეთოთ

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *