ღამის რეჟიმი კვლავ რჩება iPhone-ის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავ კამერის ფუნქციად. როდესაც ჩართულია, ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფოტოებს თქვენი iPhone-ის კამერის ექპოზიციის დროის გაზრდით. შედეგად ვიღებთ წარმოუდგენელი ხარისხის კადრებს დაბალი განათების პირობებში. ღამის რეჟიმი ხელმისაწვდომია iPhone 11 და უფრო ახალ მოდელებზე, ასევე iPad Pro-ზე.
აი, როგორ მუშაობს:
სურვილისამებრ ღამის რეჟიმის გააქტიურება შეუძლებელია. ფუნქციის გამოსაყენებლად სისტემამ უნდა აანთოს ნაცრისფერი/ყვითელი მთვარის სიმბოლო, ამისათვის კი დაბალი განათების პირობებია აუცილებელი.
- გახსენით Camera აპი და აირჩიეთ Photo რეჟიმი. მოძებნეთ მთვარის სიმბოლო ზედა მარცხენა კუთხეში (ლანდშაფტის ორიენტაციაში – ქვედა მარცხენა კუთხე);
- თუ მთვარის სიმბოლო ნაცრისფერია, ნიშნავს, რომ ღამის არ არის აქტიური, რადგან სცენა ძალიან ნათელია;
- თუ მთვარის სიმბოლო ყვითელია, ნიშნავს, რომ ღამის რეჟიმი აქტურია და მზად არის გამოსაყენებლად;
- შეეხეთ ზემოთ მიმართულ ისარს, შემდეგ ყვითელ მთვარის სიმბოლოს ხატულას და დაარეგულირეთ ექპოზიციის დრო;
- და ბოლოს, ღამის რეჟიმში გადაღებისას დაიჭირეთ iPhone რაც შეიძლება სტაბილურ პოზიციაში. ყვითელი მთვარის სიმბოლო მიუთითებს თუ რამდენი ხანი უნდა გეჭიროთ ღილაკზე.
- iOS16: როგორ გამოვიყენოთ Live Text ფუნქცია ვიდეოში?
- iOS16: Lock Screen პერსონალიზაცია, ვიჯეტები, ფონტები, ფოტოები და სხვა.
- iOS16: როგორ შევქმნათ საერთო iCloud ფოტო ბიბლიოთეკა?
- iOS16: როგორ გამოვიყენოთ Live Text ფუნქცია ვიდეოში?
- iOS16: როგორ შევქმნათ და დავარედაქტიროთ Siri-ს მალსახმობები?
- iOS16: TOP 5 ფუნქცია, რომლებიც 2022 წლის ბოლომდე გამოვა.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.