ღამის რეჟიმი კვლავ რჩება iPhone-ის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავ კამერის ფუნქციად. როდესაც ჩართულია, ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფოტოებს თქვენი iPhone-ის კამერის ექპოზიციის დროის გაზრდით. შედეგად ვიღებთ წარმოუდგენელი ხარისხის კადრებს დაბალი განათების პირობებში. ღამის რეჟიმი ხელმისაწვდომია iPhone 11 და უფრო ახალ მოდელებზე, ასევე iPad Pro-ზე.

აი, როგორ მუშაობს:

სურვილისამებრ ღამის რეჟიმის გააქტიურება შეუძლებელია. ფუნქციის გამოსაყენებლად სისტემამ უნდა აანთოს ნაცრისფერი/ყვითელი მთვარის სიმბოლო, ამისათვის კი დაბალი განათების პირობებია აუცილებელი.

  • გახსენით Camera აპი და აირჩიეთ Photo რეჟიმი. მოძებნეთ მთვარის სიმბოლო ზედა მარცხენა კუთხეში (ლანდშაფტის ორიენტაციაში – ქვედა მარცხენა კუთხე);
  • თუ მთვარის სიმბოლო ნაცრისფერია, ნიშნავს, რომ ღამის არ არის აქტიური, რადგან სცენა ძალიან ნათელია;
  • თუ მთვარის სიმბოლო ყვითელია, ნიშნავს, რომ ღამის რეჟიმი აქტურია და მზად არის გამოსაყენებლად;
  • შეეხეთ ზემოთ მიმართულ ისარს, შემდეგ ყვითელ მთვარის სიმბოლოს ხატულას და დაარეგულირეთ ექპოზიციის დრო;
  • და ბოლოს, ღამის რეჟიმში გადაღებისას დაიჭირეთ iPhone რაც შეიძლება სტაბილურ პოზიციაში. ყვითელი მთვარის სიმბოლო მიუთითებს თუ რამდენი ხანი უნდა გეჭიროთ ღილაკზე.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *