Live Text ფუნქციას შეუძლია როგორც კამერის მიერ დანახული, ისე გადაღებულ ფოტოზე არსებული ტექსტის ამოცნობა და შემდგომ რამდენიმე მოქმედების შესრულება. Apple-მა კი Live Text ფუნქციის მხარდაჭერა ვიდეო ფაილებზეც შემოგვთავაზა.
როგორ გამოვიყენოთ Live Text ვიდეოში?
- გადაიღეთ ვიდეო Camera აპის გამოყენებით;
- გახსენით Photos და ჩართეთ ვიდეო;
- დააპაუზეთ სადაც ჩანს ტექსტი, რომლის გამოყენებაც გსურთ;
- დიდხანს დააჭირეთ ტექსტს, სანამ არ მოინიშნება ნაწილი;
- გამოიყენეთ ლურჯი ინდიკატორები ტექსტის ზუსტად მოსანიშნად;
- Pop-up ფანჯარაში აირჩიეთ სასურველი ფუნქცია.
! გაითვალისწინეთ, რომ თეორიულად ფუნქცია მთელს iOS 16-ში მუშაობს, თუმცა შესაძლოა მისი მხარდაჭერა არ ვრცელდებოდეს სხვადასხვა აპლიკაციაზე.
- iPhone 14 Pro – 5 ძირითადი მახასიათებელი.
- 14 Pro: რა არის და როგორ მუშაობს ახალი “დინამიური კუნძული”?
- iPhone 14: როგორ გამოვიყენოთ 4K კინემატოგრაფიული რეჟიმი?
- iPhone 14 თუ iPhone 14 Pro?
- iPhone 14 Pro: როგორ გადავიღოთ 48MP ProRaw ფოტოები?
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.