iOS 16-ში Apple-მა წარმოადგინა iCloud Shared Photo Library, რომლის მიზანია გაამარტივოს ფოტოების გაზიარება მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შორის.
ახალი iCloud Shared Photo Library გვეხმარება გაზიარებადი ფოტო ბიბლიოთეკის შექმნასა და მის სხვა Apple მოწყობილობებზე გაზიარებაში.
ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია Pop-up ინტერფეისის დახმარებით, რომელიც iOS 16 ინსტალაციის შემდეგ Photos აპლიკაციის პირველი გახსნის შემდეგ იხსნება. iCloud Shared Photo Library დაყენება შესაძლებელია პარამეტრების გამოყენებითაც.
როგორ შევქმნათ iCloud ფოტო ბიბლიოთეკა ?
- გახსენით Settings > Photos > Shared Library და აირჩიეთ Get Started;
- შეეხეთ ღილაკს Add Participants, აირჩიეთ ვისთან გსურთ ალბომის გაზიარება (შესაძლებელია 5 ადამიანის დამატება) ადამიანი) და შეეხეთ ღილაკს Next (ან ღილაკს Add Later);
- პირადი ბიბლიოთეკაში აირჩიეთ ფოტოები და ვიდეოები, რომელთა გაზიარებაც გსურთ შემდეგი ოფციების გამოყენებით: All My Photos and Videos, Choose by People or Date, ან Choose Manually და დააჭირეთ ღილაკს Next;
- სურვილისამებრ გადახედეთ-გადაამოწმეთ საერთო ბიბლიოთეკა;
- შეეხეთ ღილაკს Invite და აირჩიეთ მოწვევის სასურველი მეთოდი;
- შეეხეთ ღილაკს Done და დაასრულეთ საერთო iCloud ბიბლიოთეკის კონფიგურაცია.
iCloud ფოტო ბიბლიოთეკის შექმნის შემდეგ, ის გამოჩნდება Photos აპლიკაციაში, რის შემდეგაც შეგეძლებათ მისი კონფიგურაცია: ახალი ადამიანების დამატება/ამოშლა, ფოტო/ვიდეო მასალის ამოღება/დამატება და სხვა.
ასევე გაეცანით:
- iOS 16 Lock Screen პერსონალიზაცია: ვიჯეტები, ფონტები, ფოტოები და სხვა.
- მიმოხილვა: iPhone 14, Apple Watch, AirPods Pro
- iPhone 14 Pro – 5 ძირითადი მახასიათებელი.
- 14 Pro: რა არის და როგორ მუშაობს ახალი “დინამიური კუნძული”?
- 14 Pro: როგორ გამოვრთოთ Always-On Display?
- iPhone 14 Pro Always-On Display: როგორ მუშაობს, როგორ გამოიყურება, გავლენა ელემენტზე და სხვა.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.