ახალი iPad აღჭურვილია დიდი 10.9 ინჩიანი Liquid Retina ეკრანით, მძლავრი A14 Bionic ჩიპით, მოწინავე კამერების სისტემით, სწრაფი უკაბელო კავშირით, USB-C კონექტორით, ახალი Magic Keyboard Folio-ს მხარდაჭერით და სხვა.
ახალი სრული ეკრანის დიზაინი ოთხ ენერგიულ ფერში
ახალი iPad გვთავაზობს სრული ეკრანის დიზაინს და 4 ენერგიულ ფერს – ლურჯი, ვარდისფერი, ყვითელი და ვერცხლისფერი. განსაცვიფრებელი 10.9 ინჩიანი Liquid Retina ეკრანი ვრცელდება კიდეებამდე, ასე რომ მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი ეკრანის ფართობი აქვთ აპების, თამაშების და გართობისთვის.
ახალი Liquid Retina ეკრანი უზრუნველყოფს მშვენიერ ვიზუალურ გამოცდილებას 2360×1640 პიქსელიანი გაფართოებით, თითქმის 4 მილიონი პიქსელით, 500 nits სიკაშკაშით და True Tone ტექნოლოგიით.
Touch ID გადადის iPad-ის ზედა ღილაკზე, რაც ამარტივებს განბლოკვას, აპებში შესვლას ან/და Apple Pay-ს გამოყენებას.
A14 Bionic და გაზრდილი სიმძლავრე
მძლავრი A14 Bionic ჩიპი უზრუნველყოფს CPU შესრულების 20 პროცენტით და GPU შესრულების 10 პროცენტით ზრდას. ახალი iPad 5-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე ყველაზე გაყიდვადი Android პლანშეტი. ახალი მოდელი კი მე-7 თაობის iPad-თან შედარებით 3-ჯერ უფრო მძლავრია.
მანქანური სწავლის გაფართოებული ფუნქციები იკვებება A14 Bionic ჩიპის 16-ბირთვიანი ნეირონული ძრავით და ასევე გვთავაზობს A13-ის ბირთვების ორმაგ რაოდენობას – ეს ყველაფერი აძლიერებს მანქანური სწავლის შესაძლებლობებს 80 პროცენტამდე.
A14 Bionic მოაქვს შესანიშნავი შესრულება და ეფექტურობა ისეთი აქტივობებისთვის როგორიცაა: ყოველდღიური ამოცანები, სასკოლო პროექტზე მუშაობა, მაღალი გარჩევადობის ვიდეოს რედაქტირება, გრაფიკული ინტენსიური თამაში და ა.შ.
გაუმჯობესებული კამერების და აუდიო სისტემა
ახალი iPad-ის ფრონტალური კამერა კორპუსის კიდეზეა განთავსებული, თუმცა მიუხედავად ამისა მომხმარებელი ყოველთვის კამერის ცენტრშია – იქნება ეს სხვადასხვა სოც. მედია ზარი, ვიდეოს ჩაწერა, თუ Facetime.
Landscape Ultra Wide ფრონტალური კამერა 12MP სენსორით და 122 გრადუსიანი ხედვის ველით მხარს უჭერს Center Stage ფუნქციას, რომელიც ავტომატურად მოძრაობს და მასშტაბირებს, რათა უკეთ აკონტროლოს გადაღების ცენტრი მომხმარებლის გადაადგილებისას.
განახლებული 12 მეგაპიქსელიანი Wide მთავარი კამერა იღებს მაღალი გარჩევადობის ფოტოებს და დეტალურ 4K ვიდეოს 240 fps slo-mo მხარდაჭერით.
ორმაგი მიკროფონები შექმნილია კამერებთან უნისონში მუშაობისთვის, ვიდეო გადაღებისას სუფთა აუდიოს ჩასაწერად და ფონური ხმაურის მინიმუმამდე დაყვანით. ახალი ლანდშაფტური სტერეო დინამიკები და iPad-ის გაზრდილ ეკრანთან ერთად, ვიდეოს ყურების ბევრად გაუმჯობესებულ გამოცდილებას გვთავაზობს.
Wi-Fi 6, 5G და USB-C კონექტორი სწრაფი კავშირისთვის
მომხმარებლებს შეუძლიათ კიდევ უფრო მეტი გააკეთონ iPad-ის სწრაფი უკაბელო კავშირით. Wi-Fi 6-ის ახალი მხარდაჭერით, კავშირი 30 პროცენტით უფრო სწრაფია, ვიდრე წინა თაობის 802.11ac Wi-Fi-ზე.
ფიჭური 5G მოდელები iPad-ის მაქსიმალურ სიჩქარეს 3,5 გბ/წმ-მდე ზრდუს, რაც ამარტივებს როგორიც ფაილებზე წვდომას, ისე მეგობრებთან კომუნიკაციასა და კონტენტის სტრიმინგს. Gigabit LTE-ის, ფიზიკური SIM ბარათები და eSIM-ის მხარდაჭერა iPad-ს საოცარ მოქნილობას ანიჭებს.
USB-C პორტი მხარს უჭერს აქსესუარების ფართო სპექტრს და უფრო სწრაფ დამუხტვას, თუ იყენებთ მაღალი სიმძლავრის დამტენს ან ადაპტერს.
აქსესუარები
აქსესუარები აფართოებს iPad-ის მრავალფეროვნებას და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გვთავაზობს შემოქმედებითობისა და პროდუქტიულობის კუთხით.
ახალი Magic Keyboard Folio, შექმნილია ახალი iPad-ისთვის. აქსესუარი გვთავაზობს აკრეფის წარმოუდგენელ გამოცდილებას სრული ზომის კლავიშებით, 1მმ სიმაღლით(Travel Time) და რეაგირების შეგრძნებით. iPad-ს პიველად ექნება დიდი თრექფედის მქონე კლავიატურა ნებისმიერ ადგილზე დაწკაპუნებისა და Multi-Touch ჟესტების მხარდაჭერით.
ახალი 14 კლავიშიანი ფუნქციის მწკრივი მალსახმობებისა მარტივად გამოყენებაში გვეხმარება. ასევე ითავსებს ისეთი ფუნქციების კონტროლს როოგრიცაა ხმის ან ეკრანის სიკაშკაშის რეგულირება.
უაღრესად კონფიგურირებადი და მრავალმხრივი ორნაწილიანი დიზაინი მოიცავს მოსახსნელ კლავიატურას და დამცავ უკანა საფარს, რომელიც მაგნიტურად ემაგრება iPad-ს. კლავიატურა მაგნიტურად მიმაგრებულია სმარტ კონექტორზე(iPad-ის კიდეზე), რომელიც უზრუნველყოფს როგორც ენერგიის, ისე მონაცემების გადაცემას. ეს ნიშნავს, რომ კლავიატურას არ სჭირდება დამუხტვა/დაწყვილება – უბრალოდ დააერთეთ/გამოაერთეთ და დაკეცეთ კლავიატურა. უკანა ყდას აქვს რეგულირებადი სადგამი, რაც კიდევ უფრო მეტ მოქნილობას ანიჭებს ამ აქსესუარს.
iPadOS 16-ის ახალი და საინტერესო ფუნქციონალი
iPadOS 16 გვთავაზობს პროდუქტიულობისა და თანამშრომლობის ახალ ფუნქციებს, რათა მომხმარებელმა კიდევ უფრო მეტი დავალების შესრულება შეძლოს.
- Messages-ის ახალი ფუნქციები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაარედაქტირონ ან გააუქმონ ახლახანს გაგზავნილი შეტყობინებები, აღადგინონ ახლახანს წაშლილი შეტყობინებები და მონიშნონ მიმოწერა წაუკითხავად, რათა მოგვიანებით დაუბრუნდნენ მათ.
- Freeform – მძლავრი ახალი პროდუქტიულობის აპი მოქნილი დაფით და Apple Pencil-ის სრული მხარდაჭერით, მომხმარებლებს პროექტების გააზიარებასა და თანამშრომლობაში ეხმარება, თანაც ეს ყველაფერი ერთ სივრცეში. აუცილებლად სცადედ აპლიკაცია.
- iCloud Shared Photo Library – გააზიარეთ ფოტოები შეუფერხებლად და ავტომატურად ოჯახის ექვს წევრს შორის.
- Safari ამატებს გაზიარებულ ჩანართის ჯგუფებს, რათა ვებსერფინგი სხვებთან ერთად შეძლოთ.
- Mail აპში მომხმარებლებს შეუძლიათ ელფოსტის წინასწარ დაგეგმვა და ეძლევათ ერთი წუთი გაგზავნილი წერილის გასაუქმებლად.
- Weather აპლიკაცია iPad-ზე – შექმნილია განსაცვიფრებელი ეკრანის სრულად გამოყენებით და ლამაზი ანიმაციებით. მხოლოდ ერთი შეხებით შეიძლება ამინდის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის ნახვა.
Live Text ფუნქცია ამოიცნობს ტექტს ვიდეო და ფოტო მასალებში და გვეხმარება ამ ტექსტის დაკოპირება/ჩასმაში, თარგმნასა და უბრალოდ უკეთ წაკითხვაში.
ასევე გაეცანით:
- iOS16: როგორ შევქმნათ საერთო iCloud ფოტო ბიბლიოთეკა?
- iOS16: როგორ გამოვიყენოთ Live Text ფუნქცია ვიდეოში?
- iOS16: როგორ შევქმნათ და დავარედაქტიროთ Siri-ს მალსახმობები?
- iOS16: TOP 5 ფუნქცია, რომლებიც 2022 წლის ბოლომდე გამოვა.
- MacOS: როგორ გავააქტიუროთ DND (არ შემაწუხოთ) რეჟიმი?
- MacOS: როგორ დავმალოთ ან შევცვალოთ Dock პოზიცია?
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.