WWDC22-ზე Apple-მა სხვა მრავალ სიახლესთან ერთად განახლებული iOS 16 წარმოგვიდგინა. iPhone-ის განახლებული სისტემა გვთავაზობს ისეთ სიახლეებს როგორიცაა: Lock Screen კონფიგურაცია, გაუმჯობესებული Messages, Maps, Home აპლიკაციები და ა.შ. უახლოეს რამდენიმე თვეში კი iPhone და iPad მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტი ფუნქცია ელოდებათ.
დღევანდელ ბლოგში შემოგთავაზებთ iPhone/iPad-ის 5 საინტერესო ფუნქციას, რომლებსაც წლის ბოლომდე უნდა ველოდოთ. ზოგიერთი მათგანი iOS 16.1-ის ნაწილია, რომელიც ამჟამად ბეტა ტესტირებაშია, ხოლო ზოგი წლის ბოლოს ჩაეშვება.
1. iCloud Shared Photo Library
ახალი iCloud Shared Photo Library დაგვეხმარება გაზიარებადი ფოტო ბიბლიოთეკის შექმნასა და მის სხვა Apple მოწყობილობებზე გაზიარებაში.
ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელი იქნება Pop-up ინტერფეისის დახმარებით, რომელიც შესაბამისი iOS 16 განახლების ინსტალაციის შემდეგ Photos აპლიკაციის პირველი გახსნისას გაიხსნება. iCloud Shared Photo Library დაყენება შესაძლებელი იქნება Settings აპლიკაციის გამოყენებითაც.
Apple-მა iCloud Shared Photo Library-ის გაშვება გადადო და ახლა აცხადებს, რომ ფუნქცია ამ წლის ბოლოს ჩაეშვება გამოყენებაში.
2. ცოცხალი აქტივობები მესამე მხარის აპებისთვის
ცოცხალი აქტივობების მესამე მხარის აპლიკაციებზე გაფართოვება iOS 16.1-ში იგეგმება. მისი დახმარებით Lockscreen-სა და დინამიურ კუნძულზე, რეალურ დროში გააკონტროლებთ ნებისმიერ სასურველ ინფორმაციას, როგორიცაა სპორტული თამაში, შეკვეთის თრექინგი და სხვა.
iPhone 13 და უფრო ძველ მოდელებზე Live Activities ჩაკეტილი ეკრანის ბოლოში გამოჩნდება, ასევე iPhone 14 და iPhone 14 Plus-ზე. iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max-ზე Live Activities გამოჩნდება Dynamic Island-ზე, თუ მოწყობილობა განბლოკილია. თუ მოწყობილობა დაბლოკილია ინფორმაცია აისახება Lockscreen-ზე ან/და Always-On რეჟიმში.
3. Apple Music Classical
2021 წლის აგვისტოში Apple-მა კლასიკური მუსიკის სერვისის Primephonic-ის შეძენისა და საკუთარი კლასიკური მუსიკის აპლიკაციის შემუშავების შესახებ გააკეთა განცხადება. აპლიკაციის გამოყენებაში ჩაშვებას კი 2022 წლისთვის გეგმავდა.
Apple აგრძელებს Apple Music Classical-ზე მუშაობას, თუმცა კონკრეტული დეტალები და ჩაშვების ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.
4. Apple Fitness+ Apple Watch-ის გარეშე
Apple Fitness+ ხელმისაწვდომი იქნება iPhone მომხმარებლებისთვის Apple Watch-ის გარეშე დაწყებული iOS 16.1, iPadOS 16.1 და tvOS 16.1. თუმცა, Apple Watch-ის გარეშე, iPhone მომხმარებლები რეალურ დროში ვერ გააკონტროლებენ ისეთ მონაცემებს როგორიცაა: გულისცემა, კალორიების წვა და ა.შ.
2020 წლის დეკემბერში გაშვებული Apple Fitness+ მოიცავს 3000-ზე მეტ ვარჯიშისა და მედიტაციის ვიდეო გაკვეთილს, რაც ყოველკვირეულად მატულობს.
5. Freeform
Apple აცხადებს, რომ ამ წლის ბოლოს iPhone/iPad-ზე ჩაუშვებს ციფრული დაფის აპლიკაციას სახელწოდებით Freeform.
აპლიაკაცია არის მოქნილი სამუშაო სივრცე, სადაც შესაძლებელია რამდენიმე ადამიანის ერთდროულად მუშაობა. აპლიკაცია საკმაოდ მოსახერხებელი და ფუნქციონალური იქნება კოლაბორაციისა და საერთო პროექტებზე მუშაობისას. Freeform ასევე შემოგვთავაზებს Apple Pencil მხარდაჭერას.
Freeform სესიის დაწყება მომხმარებლებს პირდაპირ FaceTime-დან შეეძლებათ. განახლებების კონტროლი კი iMessage ჩათშიც იქნება შესაძლებელი.
ასევე გაეცანით:
- iOS16: განახლებული სისტემა და ფუნქციონალი.
- iOS16: როგორ გამოვიყენოთ Live Text ფუნქცია ვიდეოში?
- iOS16: Lock Screen პერსონალიზაცია, ვიჯეტები, ფონტები, ფოტოები და სხვა.
- iOS16: როგორ შევქმნათ საერთო iCloud ფოტო ბიბლიოთეკა?
- iOS16: როგორ გამოვიყენოთ Live Text ფუნქცია ვიდეოში?
- iOS16: როგორ შევქმნათ და დავარედაქტიროთ Siri-ს მალსახმობები?
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.