iPhone 14-ში Apple-მა კიდევ რამდენიმე დამატებით გაფართოების ვარიანტი შემოგვთავაზა კინემატოგრაფიულ რეჟიმში გადაღებისას. Cinematic Mode იყენებს Dolby Vision HDR-ს და მეთოდს სახელად “Rack Focus”, რათა ვიდეოგადაღებისას უპრობლემოდ გადაიტანოს ფოკუსი ერთი საგნიდან მეორეზე.
iPhone 13 სერიის მოდელებზე კინემატოგრაფიულ რეჟიმში ვიდეოს ჩაწერა მხოლოდ 1080p 30fps-ით არის შესაძლებელი. Apple-მა გააუმჯობესა კინემატოგრაფიული რეჟიმი iPhone 14 სერიაში, რომელსაც შეუძლია 4K 30fps და 4K 24fps ვიდეოს ჩაწერა.
iPhone 14-ის ოთხივე მოდელს შეუძლია Cinematic Mode 4K გაფართოებით გადაღება, უფრო მაღალი გარჩევადობის მისაღებად ხელმისაწვდომია 24fps (კინემატოგრაფიული სტილი) ან 30 fps.
როგორ გამოვიყენოთ 4K კინემატოგრაფიული რეჟიმი?
- გახსენით Settings აპი თქვენს iPhone 14-ზე;
- ჩამოსქროლეთ და გახსენით Camera;
- შეეხეთ ღილაკს Record Cinematic;
- აირჩიეთ 4K 24 fps ან 4K 30 fps.
! გაითვალისწინეთ, რომ Cinematic ვიდეოს 4K 24fps ერთი წუთი 135MB მეხსიერებას მოითხოვს, ხოლო 4K 30 170MB-ს.
ასევე გაეცანით:
- iOS 16 Lock Screen პერსონალიზაცია: ვიჯეტები, ფონტები, ფოტოები და სხვა.
- მიმოხილვა: iPhone 14, Apple Watch, AirPods Pro
- iPhone 14 Pro – 5 ძირითადი მახასიათებელი.
- 14 Pro: რა არის და როგორ მუშაობს ახალი “დინამიური კუნძული”?
- 14 Pro: როგორ გამოვრთოთ Always-On Display?
- iPhone 14 Pro Always-On Display: როგორ მუშაობს, როგორ გამოიყურება, გავლენა ელემენტზე და სხვა.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.