iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max გვთავაზობს ფუნქციას სახელად Always-On Display, რაც აქამდე iPhone-ებზე არ იყო ხელმისაწვდომი. ფუნქციის დახმარებით მომხმარებელს საშუალება ექმნება, ეკრანის განბლოკვის გარეშე ადევნოს თვალყური მისთვის საინტერესო ინფორმაციას, მათ შორის: დრო, ფონი, ვიჯეტები, ცოცხალი აქტივობები და სხვა.
რადგან iPhone 14 Pro არის პირველი iPhone რომელიც ამ ფუნქციას ითავსებს, რთულია ითქვას თუ რამდენად ეფექტურად იმუშავებს სიახლე, იქნება თუ არა მომავალში კონფიგურირებადი, როგორ იმოქმედებს ელემენტის მუხტზე და სხვა.
როგორ მუშაობს Always-On Display?
ფუნქციის ეფექტურობისთვის Apple-მა თავისი ახალი ფლაგმანები აღჭურვა უფრო მოწინავე OLED პანელით და უფრო ცვალებადი განახლების სიჩქარით. iPhone 13 Pro განახლების სიჩქარე 10Hz-დან 120Hz-მდე იყო, ხოლო iPhone 14 Pro OLED პანელის განახლების სიჩქარე 1Hz-დან იწყება. ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი Always-On Display-ს მინიმალური ენერგომოხმარება გახდა.
როგორ გამოიყურება მუდმივად ჩართული ეკრანი?
iPhone 14 Pro Always-On Display შთაგონებულია iOS 16 ჩაკეტილი ეკრანით. გააქტიურებული მუდმივად ჩართული ეკრანის შემთხვევაში, iOS აბნელებს და გვიჩვენებს ისეთ ინფორმაციას როგორიცაა: ფონი, დრო, ვიჯეტები და ცოცხალი აქტივობები. ჩაკეტილი ეკრანის სხვა ვიზუალური ელემენტები, მათ შორის ინფორმაცია სტატუსის ზოლში, ფანარი და კამერის მალსახმობები, არ არის ნაჩვენები.
შეიძლება თუ არა მუდმივად ჩართული ეკრანის კონფიგურაცია?
იმის გათვალისწინებით, რომ ახალი iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max ჯერ არ არის მიწოდებული მომხმარებლებისთვის, არ ვიცით რა პერსონალიზაციის ფუნქციებს უზრუნველყოფს Apple მუდმივად ჩართული ეკრანისთვის. თუმცა, სავარაუდოა, რომ მუდმივად ჩართული ეკრანი არ იქნება პირდაპირ კონფიგურირებადი, მაგრამ ამის ნაცვლად მოერგება თქვენს მორგებულ iOS 16 Lock Screen-ს.
ექნებათ თუ არა წინა სერიის iPhone-ებს Always-On Display-ს მხარდაჭერა?
არა. iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max-ის მუდმივად ჩართული ეკრანი მოწინავე პანელის დახმარებით გახდა შესაძლებელი. სწორედ ამ მიზეზით, ძველი სმარტფონები ვერ შემოგვთავაზებენ Apple-ის ახალ ფუნქციონალს.
რა გავლენას ახდენს Always-On Display ელემენტის მუხტზე?
Apple-ის თანახმად, ახალი ეკრანის ტექნოლოგიის წყალობით, iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max საოცრად ენერგოეფექტურია. ახალი ეკრანი, A16 Bionic ჩიპი, ახალი Display Engine, სავსებითზე მეტად საკმარისია Always-On Display-ს გასაშვებად ენერგოეფექტორბაზე დაზოგვის გარეშე.
რაც შეეხება ელემენტის ფაქტობრივ დაპირებებს, Apple ამბობს, რომ iPhone 14 Pro Max 29 საათამდე მუშაობს ვიდეოების ყურებისას (28 საათი წინა iPhone 13 Pro Max-ზე), 25 საათამდე ვიდეოს სტრიმინგისთვის (გაუმჯობესების გარეშე). და 95 საათამდე აუდიო დაკვრის რეჟიმში (გაუმჯობესების გარეშე).
ასევე გაეცანით:
- iOS 16 Lock Screen პერსონალიზაცია: ვიჯეტები, ფონტები, ფოტოები და სხვა.
- მიმოხილვა: iPhone 14, Apple Watch, AirPods Pro
- iPhone 14 Pro – 5 ძირითადი მახასიათებელი.
- 14 Pro: რა არის და როგორ მუშაობს ახალი “დინამიური კუნძული”?
- 14 Pro: როგორ გამოვრთოთ Always-On Display?
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.