iPhone 17 Pro მხოლოდ 2 649 ლარიდან Trade In პროგრამით მეტის ნახვა
iPhone Air მხოლოდ 2 259 ლარიდან Trade In პროგრამით მეტის ნახვა

საგარანტიო ტალონი

1.საგარანტიო მომსახურების შინაარსი.

1.1. მომსახურება გულისხმობს ნივთის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად მის უფასოდ შეკეთებას, ან ახლით შეცვლას.


1.2 საგარანტიო მომსახურების სახე პროდუქციის სახეობის მიხედვით:


  • iPhone-ზე ვრცელდება შეკეთებითი გარანტია.
  • AirPods-ზე ვრცელდება შეცვლითი გარანტია დაზიანებულ ნაწილზე.
  • MacBook-ზე, iMac-სა და Mac Studio-ზე ვრცელდება შეკეთებითი გარანტია.
  • iPad-ზე ვრცელდება შეცვლითი გარანტია.
  • Apple Watch-ზე ვრცელდება შეცვლითი გარანტია.
  • Apple TV-ზე ვრცელდება შეკეთებითი გარანტია.
  • ყველა სახის აქსესუარზე, რომელიც მოყვება მოწყობილობას, ვრცელდება შეცვლითი გარანტია.
  • Non Serian Number (სერიული ნომრის არმქონე) აქსესუარებზე, რომელიც წარმოებულია APPLE-ის მიერ, ვრცელდება შეცვლითი გარანტია.
  • Bang & Olufsen-ზე ვრცელდება, როგორც შეკეთების, ასევე შეცვლითი გარანტია.


1.3. საგარანტიო მომსახურების გაწევისას, გარანტიის მიმცემი მოქმედებს მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის და წინამდებარე დოკუმენტის 1.1. მუხლის შესაბამისად და თითოეულ შემთხვევაში აფასებს საქონლის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის მისი შეცვლის, ან შეკეთების მიზანშეწონილობას საგარანტიო ტალონის 1.2. მუხლით განსაზღვრული მომსახურების სახეების გათვალისწინებით.


2.საგარანტიო მომსახურების პირობები და ვადა

2.1 “APPLE”-ის პროდუქციაზე საგარანტიო მომსახურების ვადაა 2 წელი, რაც სრულ თანხვედრაშია აღნიშნულ პროდუქტზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ ოფიციალურად გაცემულ გარანტიასთან. მოწყობილობის კომერციული გარანტიის ვადა „APPLE”-ის მომხმარებელს თავადვე შეუძლია შეამოწმოს ამავე კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მოწყობილობის უნიკალური ნომრით: https://checkcoverage.apple.com/


2.2. „Bang & Olufsen“-ის პროდუქციაზე საგარანტიო მომსახურების ვადა წარმოდგენილია საგარანტიო ტალონისთვის თანდართულ ცხრილში და სრულ თანხვედრაშია აღნიშნულ პროდუქტზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ ოფიციალურად გაცემულ გარანტიასთან. მოწყობილობის კომერციული გარანტიის ვადა მომხმარებელს ასევე შეუძლია შეამოწმოს ამავე კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, https://bang-olufsen.com


2.3.საგარანტიო მომსახურება ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, APPLE-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრ „აისაფორთში“, რომლის მისამართია თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა N12


2.4. გარანტია ვრცელდება ტექნიკის იმ დაზიანებაზე, რომელიც განპირობებულია ქარხნული წუნით.


2.5. მყიდველი ვალდებულია ნივთის ნაკლის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ მიმართოს სერვის-ცენტრს და არ გააგრძელოს ნაკლის მქონე ნივთის ექსპლუატაცია.


2.6. საგარანტიო მომსახურების მისაღებად, მყიდველმა უნდა წარადგინოს გამყიდველი ორგანიზაციის საგარანტიო წერილი გაყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად (ჩეკი, განვადების დიკუმენტი, ან სასაქონლო ზედნედები), სადაც აღნიშნული იქნება ნივთის დასახელება და სერიული ნომერი/იმეი კოდი, მყიდველის ვინაობა, შეძენის თარიღი, გამყიდველი ორგანიზაციის ბეჭედი, პასუხისმგებელი თანამშრომლისა და მყიდველის ხელმოწერები.


3. საგარანტიო მომსახურების განსაკუთრებული პირობები.

3.1. სერვის-ცენტრში მიტანილი პროდუქციის დიაგნოსტიკის პერიოდია 1-დან 3 სამუშაო დღე. თუ დეფექტი, რომელსაც აფიქსირებს მომხმარებელი არის არამუდმივი ხასიათის, დიაგნოსტიკის პერიოდი არის 1-დან 7 სამუშაო დღე.


3.2. საგარანტიო მომსახურების გაწევა ხორციელდება გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს დიაგნოსტიკის დასრულებიდან მომდევნო 30 სამუშაო დღისა.


3.3. საგარანტიო მომსახურების დასრულების შემდეგ, მყიდველი ვალდებულია პროდუქტი მიიღოს მიღება-ჩაბარების აქტით.


3.4. მომხმარებელი ვალდებულია, სერვისცენტრისთვის მოწოდებულ „Apple”-ის პროდუქტზე გათიშოს ფუნქცია FmiP – FmM (ან სერვისცენტრის წარმომადგენელს პირადად მიაწოდოს გათიშვისთვის საჭირო მონაცემები) წინააღმდეგ შემთხვევაში ავტორიზებული სერვის ცენტრი ვერ შეძლებს ნივთის შემოწმებას.


3.5. შპს „ეიესბისი“ პატივს სცემს მომხმარებლის პირად ინფორმაციას და რეკომენდაციას უწევს მომხმარებელს, მის მოწყობილობაში დაცული ინფორმაცია, სრული უსაფრთხოებისთვის, გადატანილ იქნას სხვა მოწყობილობაში და პროდუქტი წარმოადგინოს ქარხნული პარამეტრებით.


3.6. სერვისცენტრი არ განახორციელებს საგარანტიო მომსახურებას, თუ კი - შემოწმებისა და/ან დიაგნოსტირების პროცესში გამოვლინდება, რომ ნივთის გაუმართაობა გამოწვეულია ექსპლუატაციის, შენახვის ან სხვა იმ პირობების დარღვევით, რაც პირდაპირაა განსაზღვრულია ქარხანა-დამამზადებლის მიერ.


4. ვაუჩერით სარგებლობის ძირითადი პირობები

- მოქმედებს მხოლოდ გატეხილი ეკრანის შემთხვევაში (გაკაწრული ეკრანი ვაუჩერის პირობებს არ აკმაყოფილებს).

- ვაუჩერის უნდა შეიძინოთ ნივთის ყიდვის მომენტში.

- გამოიყენება ერთხელ, ყიდვიდან 1 წლის განმავლობაში.

- თუ მოწყობილობას სხვა დაზიანებაც აქვს (გატეხილი ეკრანის გარდა), ვაუჩერის გამოყენება შეუძლებელია.

- ვაუჩერის წარდგენისას მასზე უნდა იყოს მითითებული შემდეგი ტიპის ინფორმაცია: 1.გაყიდვის თარიღი; 2.მოწყობილობის ფასი; 3.სერიული ნომერი


5. გარდამავალი დებულებები

5.1.საგარანტიო წერილი შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ ზღუდავს აღნიშნული კანონმდებლობით გარანტირებულ მყიდველის/მომხმარებლის არცერთ უფლებას. თუ საგარანტიო წერილის რომელიმე მუხლი ეწინააღმდეგება კანონს, მოქმედებს კანონი.


5.2. საგარანტიო წერილის გაცემის მომენტში საგარანტიო მომსახურების განმახორციელებელი სერვის-ცენტრის მონაცემებია: აისაფორთი | iSupport (შპს „ეიესბისი“) ,თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა N12, ტელეფონი: (+995) 32 230 10 01 მუდმივად განახლებადი ინფორმაცია სერვის-ცენტრებისა და გამყიდველის სხვა სერვისების შესახებ ასევე ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე http://ispace.ge



ონლაინ შეძენილი პროდუქციის დაბრუნების პირობები

*(ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე)


მომხმარებელს უფლება აქვს, ონლაინ (დისტანციურად) შეძენილი პროდუქცია დააბრუნოს მიზეზის მითითების გარეშე, 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.


დაბრუნების 14-დღიანი ვადა არ ვრცელდება:

  • მეწარმე სუბიექტებზე
  • იურიდიულ პირებზე
  • არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე



1.დაბრუნების ვადის ათვლა.

14-დღიანი ვადა აითვლება:

  • მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში ხელშეკრულების დადების დღიდან;
  • ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღების დღიდან;
  • თუ შეკვეთა შესრულდა ნაწილ-ნაწილ ბოლო ნივთის მიღების დღიდან;
  • რეგულარული (პერიოდული) მიწოდების შემთხვევაში — პირველი მიწოდებული ნივთის მიღების დღიდან.


2. დაბრუნების პროცედურა

პროდუქციის დაბრუნების მიზნით მომხმარებელმა უნდა შეავსოს დაბრუნების განაცხადი, სადაც მითითებული იქნება:

  • მოვაჭრის დასახელება და საკონტაქტო მონაცემები
  • შეკვეთის თარიღი
  • საქონლის მიღების თარიღი
  • მომხმარებლის სახელი და გვარი
  • მომხმარებლის მისამართი
  • მომხმარებლის ხელმოწერა (ქაღალდის ფორმის შემთხვევაში)
  • განაცხადის შევსების თარიღი

განაცხადის გადაგზავნა შესაძლებელია:

  • კომპანიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე
  • კომპანიის ოფიციალურ სოციალურ ქსელში, პირადი შეტყობინების სახით
  • დაბრუნების განაცხადის დადასტურების შემდეგ, მომხმარებელმა უნდა მიიტანოს პროდუქცია კომპანიის მიერ მითითებულ დაბრუნების პუნქტში.


    3.დაბრუნების გზები და ტრანსპორტირება

    პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია:

    1. მომხმარებლის მიერ ნივთის პირადად მიტანით;
    2. ტრანსპორტირების მომსახურების გამოყენებით (ტრანსპორტირების ხარჯი ეკისრება მომხმარებელს).

    გაითვალისწინეთ, დაბრუნების პუნქტამდე ტრანსპორტირების ხარჯებს ანაზღაურებს მომხმარებელი.


    4.თანხის დაბრუნების პირობები

    მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.

    ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის შემთხვევაში, კომპანიას უფლება აქვს შეაჩეროს თანხის დაბრუნება მანამ, სანამ:

    • საქონელი არ დაბრუნდება, ან
    • არ იქნება წარმოდგენილი საქონლის გამოგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა იმ შემთხვევისა, თუ კომპანია თავად იღებს ვალდებულებას პროდუქციის უკან ტრანსპორტირებაზე).

    თანხა მომხმარებელს უბრუნდება იმავე ანგარიშსწორების ფორმით და იმავე პირის ანგარიშზე, რომელმაც განახორციელა გადახდა, თუ მხარეებს შორის სხვა შეთანხმება არ შედგა.

    5.დასაბრუნებელი პროდუქციის მდგომარეობა

    პროდუქცია უნდა დაბრუნდეს:

    • სრულ კომპლექტაციაში (დამტენი, კაბელი, ყურსასმენი, აქსესუარები და სხვა);
    • დაუზიანებელი ქარხნული შეფუთვით;
    • პირვანდელ, უნაკლო მდგომარეობაში.
    • ყუთის გახსნა დათვალიერების მიზნით შეიძლება ჩაითვალოს დაზიანებად.

    მომხმარებელი ვალდებულია დააბრუნოს:

    • აქციის ფარგლებში მიღებული აქსესუარები;
    • ელ. ვაუჩერები;
    • საჩუქარი პროდუქცია.

    თუ აღნიშნული ნივთები არ დაბრუნდება, მათი ღირებულება გამოაკლდება ასანაზღაურებელ თანხას.

    თუ პროდუქცია გააქტიურებულია (მაგალითად, აქტივაციის მოთხოვნის მქონე ტექნიკა), იგი არ ექვემდებარება 14-დღიანი დაბრუნების წესს.

    6.დამატებითი პირობები

    თუ პროდუქციას აღმოაჩნდება თავდაპირველი ტექნიკური ნაკლი, მომხმარებელმა უნდა ისარგებლოს საგარანტიო პირობებით და არა დაბრუნების მექანიზმით;

    დაბრუნების უფლება არ ვრცელდება იმ პროდუქციაზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი არ აღემატება 30 ლარს;

    პროდუქციის უნაკლო მდგომარეობა დადასტურდება კომპანიის მიერ მიღების მომენტში.


    მონაცემების წაშლის პასუხისმგებლობა (სპეციალური პირობა)

    მომხმარებელი სრულად პასუხისმგებელია დასაბრუნებელი ტექნიკიდან პირადი მონაცემების, ანგარიშების (Apple ID, Google Account და სხვა), პაროლების, ბლოკირების ფუნქციებისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის სრულ წაშლაზე.

    კომპანია არ აგებს პასუხს მოწყობილობაზე დარჩენილი პირადი ინფორმაციის დაკარგვაზე, გავრცელებაზე ან მესამე პირის მიერ წვდომაზე, თუ მომხმარებელმა წინასწარ არ უზრუნველყო მონაცემების სრულად წაშლა და მოწყობილობის ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნება (Factory Reset).

    თუ მოწყობილობა ჩაბარდება აქტიური ანგარიშით ან ბლოკირებით, კომპანია უფლებამოსილია უარი განაცხადოს დაბრუნებაზე, ვიდრე აღნიშნული შეზღუდვა არ მოიხსნება მომხმარებლის მიერ.