iPad საოცრად მრავალფუნქციური მოწყობილობაა, რომელიც იდეალურია როგორც სწავლისა და მუშაობის, ისე გართობისათვის.
დღევანდელ ბლოგში შემოგთავაზებთ iPad-ის 5 საინტერესო და სასარგებლო ფუნქციას, რომელთა შესახებ შესაძლოა არც კი გსმენიათ.
1. ეკრანის გაყოფა – Split View
iPad-ზე შესაძლებელია ერთდროულად ორ პროგრამაზე მუშაობა, ეკრანის ორად გაყოფით – იმუშავეთ ერთდროულად ბრაუზერში და ტექსტურ დოკუმენტში.
iPadOS 15-ზე Split View-ის გამოსაყენებლად:
- აპლიკაციაში შეეხეთ ეკრანის ზედა ნაწილში არსებულ სამ წერტილს (თუ წერტილები არ არის, მაშინ პროგრამას არ აქვს Split View მხარდაჭერა);
- აირჩიეთ Split View. გახსნილი აპლიკაცია გადაიწევს გვერდით და გაიხსნება საწყისი ეკრანი;
- ამის შემდეგ, გახსენით მეორე აპლიკაცია. ეკრანებს შორისი ნავიგაციისთვის დაასვაიფეთ მარცხნივ, მარჯვნივ ან დააწკაპუნეთ აპლიკაციის სიმბოლოს Dock-ში.
2. მთელი გვერდის სქრინშოთი
iPad-ში ასევე შესაძლებელია მთელი ვებ–გვერდის, დოკუმენტის ან ელ–ფოსტის სქრინშოთის გადაღება, მიუხედავად მათი ზომისა.
iPad-ზე მთელი გვერდის გადასაღებად:
- iPad-ზე ერთდროულად დააჭირეთ Home და ზედა ღილაკს;
- iPad-ის სხვა მოდელებზე ერთდროულად დააჭირეთ Home და ხმის ღილაკს;
- შეეხეთ გადაღებული სქრინშოთის მინიატურას ქვედა მარცხენა კუთხეში და აირჩიეთ “Full Page”;
- აირჩიეთ Done > Save PDF to Files.
3. სწრაფი ჩანიშვნები – Quick Notes
iPadOS-ს აქვს ჩაშენებული Quick Notes ფუნქცია, რომლის გახსნისთვისაც ერთი დასვაიფებაც საკმაირისია. ჩანიშვნები ინახება Notes აპლიკაციაში და თქვენს ყველა Apple მოწყობილობაზეა ხელმისაწვდომი.
სწრაფი ჩანიშვნის გამოსაყენებლად:
- iPad ეკრანზე დაასვაიფეთ მაჯვნიდან ეკრანის ცენტრამდე, ხოლო ჩასაკეცად ცენტრიდან მარჯვნივ.
4. კლავიატურის გაყოფა
ფუნქციის დახმარებით შესაძლებელია ეკრანზე არსებული კლავიატურის ორად დაყოფა და დანაყოფების სურვილისამებრ გადაადგილება. ფუნქცია საოცრად პრაქტიკულია ტექსტის ორი ხელით აკრეფისას.
iPad-ზე კლავიატურის გასაყოფად:
- მეთოდი 1: ტექსტის აკრეფისას ცერა თითებით შეეხეთ კლავიატურის ცენტრს და განაცალკევეთ ისინი გვერდით გაწევით. შესაერთებლად კი პირიქით.
- მეთოდი 2: ტექსტის აკრეფისას ხანგრძლივად დააჭირეთ კლავიატურის სიმბოლოს ქვედა მარჯვენა კუთხეში. დამატებით მენიუში აირჩიეთ “Split” ან “Merge”.
5. Sidecar – მეორე მონიტორი
Sidecar ფუნქციის დახმარებით iPad–ს კომპიუტერის სრულფასოვან დამატებით მონიტორად გადააქცევთ, რაც საგრძნობლად გააფართოვებს თქვენს სამუშაო სივრცეს.
მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც მთავარი ეკრანის დუბლირებისთვის, ასევე დამხმარე ეკრანად.
Apple Pencil-თან ერთად კი Sidecar ეკრანის დუბლირებით თქვენი iPad სრულფასოვანი გრაფიკული პლანშეტი გახდება.
iPad-ის Mac-თან დასაკავშირებლად:
! iPad–ის ენერგიის დაცლის თავიდან ასარიდებლად დააკავშირეთ Mac-თან კაბელით.
მიყევით ინსტრუქციას:
• შედით iCloud-ში ორივე მოწყობილობიდან ერთი და იგივე Apple ID-ის გამოყენებით.
• მოათავსეთ თქვენი iPad და Mac გვერდიგვერდ.
• თქვენს Mac-ზე გახსენით Apple მენიუ > სისტემის პრეფერენციები > დისპლეები.
• დააწკაპუნეთ პლუს ნიშანზე (Mac გამოსახულების მარჯვენა მხარეს) და აირჩიეთ თქვენი iPad.
❗️და ბოლოს, დაამატეთ პროდუქტის ბარათები iPad-დან
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.