Apple-მა წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი პროდუქტი “მოკლა” და სავარაუდოდ არც 2022 იქნება გამონაკლისი. დღევანდელ ნაკრებში წარმოგიდგენთ 5 პროდუქტს, რომელსაც გაუჭირდება 2022 წლის გადატანა.

MacBook სქინები

MacBook Air და MacBook Pro უდავოდ მომხიბლავი მოწყობილობებია, თუმცა iPhone და iPad–თან შედარებით ნაკლებად მრავალფეროვანი. 

როგორც ამბობენ, Apple აპირებს ახალი MacBook Air-ის iMac-ის მსგავს ფერებში შემოთავაზებას. მომხმარებელი ნაცრისფერის ტონების მაგივრად არჩევანს რამოდენიმე კაშკაშა ფერს შორის გააკეთებს.

VR/AR Headset

როგორც ვიცით, Facebook-მა გამოაცხადა Oculus Quest–ის რებრენდინგი, მოწყობილობა ახლა Meta Quest–ის სახელწოდებით იქნება ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, VR ჰედსეტის მწარმოებელზე საოცარი ზეწოლაა Apple-სგან მოსალოდნელი.

ინფორმაციის თანახმად, Apple გეგმავს საკუთარი AR/VR Headset-ის გამოშვებას 2022–2023 წელს, რომელიც Facebook-ის უმთავრესი კონკურენტი იქნება.

მაშინაც კი, თუ Apple-ის Headset თავიდანვე ვერ შეძლებს Meta Quest-ის პირდაპირი კონკურენციის გაწევას, ის სწრაფად განვითარდება და უდავოდ დაიმსახურებს ოქროს სტანდარტის ხარისხს ამ კატეგორიაში.

Apple Watch ქეისები

Apple Watch ქეისები ნამდვილად არ არის iPhone-ის ქეისებივით პოპულარული. Apple Watch Series 8–ის გამოსვლის შემდეგ კი მათი გაყიდვა თითქმის შეუძლებელი გახდება.

არსებობს ინფორმაცია, რომ Apple გეგმავს საათის ახალ “Rugged” ვერსიის გამოშვებას 2022 წლის Apple Watch-ისთვის, რომელიც სავარაუდოდ ექსტრემალურ სპორტსმენებზე იქნება გათვლილი.

Apple Watch Series 7 უკვე მდგრადოა მტვრისა და წყლის მიმართ, მინა უფრო მტკიცეა, ხოლო მისი კორპუსი მეტად მდგრადია ბზარების მიმართ.

mini ტელეფონები

iPhone 12 mini მოდელის გამოშვებას, პატარა ტელეფონების ტრიუმფალური დაბრუნება უნდა აღენიშნა, რაც როგორც ვიცით არ გამოვიდა. 

მომხმარებელი წლების განმავლობაში შეეჩვია დიდი ზომის სმარტფონებს, ხოლო ისინი ვინც დიდი ზომის სმარტფონებს ვერ გუობდნენ iPhone SE მოდელს ირჩევდნენ. 

მიუხედავად ამისა, iPhone 12 mini არ გაიყიდა ისე, როგორც ამას Apple იმედოვნებდა. 

რეპორტებში კარგად ჩანს, რომ iPhone 12 mini გაყიდვები უკიდურესად უარესია მოდელებთან შედარებით. მაჩვენებლები იმდენად ცუდია, რომ სავარაუდოდ iPhone 14 სერიაში აღარ შეგვხვდება მინი მოდელი.

ჭკვიანი ეკრანები

გავრცელებული ინფორმაციით, Apple მუშაობს iPad-ის ზომის ეკრანის მქონე HomePod-ზე, რომელიც ჭკვიანი სახლის მოვალეობას შეასრულებს. არსებული ინფორმაცია საკმაოდ გაფანტულია, თუმცა ერთი რამ ცხადია, ასეთი მოწყობილობა ნამდვილად აკლია Apple-ის საშინაო ხაზს.

მოწყობილობა უმთავრესი კონკურენტი იქნება Echo Show-სთვის, რომელიც ამჟამად იდეალურად ერგება Apple ეკოსისტემას. ეს ყველაფერი კი სწრაფად შეიცვლება თუ Apple, საკუთარ მოწყობილობას გამოუშვებს.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *