2021 წელს Apple-მა ახალი მოწყობილობების შექმნასთან ერთად, რამოდენიმე მათგანის წარმოება შეწყვიტა.

iPhone XR

iPhone XR

დიახ, 2021 წელს მომხმარებლისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სმარტფონის წარმოება შეწყდა. მათი პოვნა მაღაზიებში ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა უახლოეს მომავალში მათ შეძენას მხოლოდ ნახმარ მდგომარეობაში თუ შევძლებთ.

HomePod

2017 წელს წარმოდგენილი ჭკვიანი დინამიკის წარმოება გასული წლის მარტში შეწყდა. მიუხედავად ამისა, მოწყობილობებისთვის ჯერ კიდევ გამოდის თითოეული აქტუალური განახლება. ამ მოწყობილობის წარმოების შეწყვეტის მიზეზად მოთხოვნის ნაკლებობა და წარმოუდგენლად მაღალი ფასი სახელდება.

iMac Pro

ყველასათვის კარგად ნაცნობი, უზარმაზარი 27 ინჩიანი „All-in-One“–ც წარსულში დარჩა. ამ სერიას უახლოეს მომავალში iMac Pro M1 Max ჩაანაცვლებს. თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

Space Grey Mac აქსესუარები

ასევე აღარ არის ხელმისაწვდომი მუქი ნაცრისფერი კლავიატურები, მაუსები და ტრექფედები. თუ გაქვთ, გაუფრთხილდით და შეინახეთ. მომავალში შესაძლოა მათი ღირებულება კოლოსალურად გაიზარდოს.

21.5 inch iMac

21.5 ინჩიანი iMac

კიდევ ერთი კომპიუტერი, რომლის წარმოებაც მხოლოდ 2 წელი გაგრძელდა (2019 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის ოქტომბრამდე). ეს კონკრეტული მოდელი Intel ჩიპის მქონე ყველაზე ნაკლებად ძვირადღირებული კომპიუტერია.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *